воскресенье, 21 июня 2015 г.

                                 
                         

















                             აფხაზეთი ჩვენი ტკივილია!
რამდენი ადამიანის იმედი გაცრუვდა და ჩაიკეტა პანდორეს ყუთში სამუდამოდ, რამდენი ლტოლვილადქცეული ბავშვი დარჩა მშობლიური მიწის გარეშე და მხოლოდ მითადქცეულ ზღაპრებში ესახებათ თავის საშობლო, რამდენი ოცნება დაიმსხვრა!..
რა ძნელია თითოეულ დევნილთან ამ თემაზე საუბარი! როგორ მოწიწებითაც არ უნდა მიმართო თითოეულ მათგანს, შენს თვალწინ ერთი და იგივე სურათი იშლება: შეყრილი წარბები, მკაცრი და მწარე გამოხედვა, წარსულში ჩაძირული თვალები და ... უცებ ზეაღმართული ხელები _ არ გვინდა იმ დღეების გახსენება, ეს იყო ჯოჯოხეთი, რომელიც დღემდე ყოველ ღამე გვესიზმრება და აღარ თავდება თითქმის ყველა მათგანის პასუხი ასეთია.
 სინანულით აღსავსე თვალებში მხოლოდ ერთს ამოიკითხავ: ,, კოხტა და კოპწია სოხუმი წარსულს ჩაბარდარა ძნელია ამ მწარე სიტყვების დაჯერება……... არა და არა… ... ქართული სისხლი და გენი არ აპირებს კუთვნილის დათმობას და გული გაჰკივის:
,,
კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი”-


ო, აფხაზეთო, მოუშუშარი ჭრილობა ხარ 
საქართველოს ნატანჯ  სხეულზე... 
                                                              ბაღათურ არაბული 




“ჩვენი მოვალეობა ის კი არ არის, ვინც გვიყვარს, იმასთან მოვნახოთ საერთო ენა, ჩვენი მოვალეობა არის, საერთო მოვნახოთ იმასთან, ვინც ჩვენდამი მტრულადაა განწყობილი, ეს არის პოლიტიკური მოღვაწეობის ხელოვნებაც და აუცილებლობაც...
დღეს, როდესაც შიშის დათესვის მეშვეობით ცდილობენ ჩვენს ურთიერთიზოლაციას, კი არ უნდა გავუცხოვდეთ, კი არ უნდა გვეშინოდეს ერთმანეთის, არამედ, პირიქით, უნდა დავამყაროთ ერთმანეთთან უშუალო კონტაქტები და ვეძებოთ ის, რაც გვაერთიანებს და არა ის, რაც განვასხვავებს ერთმანეთისგან… ჩვენი ურთიერთობის გაუარესებით დაინტერესებულია ორივე ჩვენი ხალხის მტერი...
არ არსებობს ისეთი აფხაზური პრობლემა, რომელიც ეწინააღმდეგებოდეს ქართულენოვან პრობლემას და პირიქით. ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ ილიას საზოგადოებაში ჩვენს აფხაზ ძმებს და ამოვუდგებით მხარში აფხაზური პრობლემების მოგვარებაში…“
დღეს, როდესაც შიშის დათესვის მეშვეობით ცდილობენ ჩვენს ურთიერთიზოლაციას, კი არ უნდა გავუცხოვდეთ, კი არ უნდა გვეშინოდეს ერთმანეთის, არამედ, პირიქით, უნდა დავამყაროთ ერთმანეთთან უშუალო კონტაქტები და ვეძებოთ ის, რაც გვაერთიანებს და არა ის, რაც განვასხვავებს ერთმანეთისგან… ჩვენი ურთიერთობის გაუარესებით დაინტერესებულია ორივე ჩვენი ხალხის მტერი...არ არსებობს ისეთი აფხაზური პრობლემა, რომელიც ეწინააღმდეგებოდეს ქართულენოვან პრობლემას და პირიქით. ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ ილიას საზოგადოებაში ჩვენს აფხაზ ძმებს და ამოვუდგებით მხარში აფხაზური პრობლემების მოგვარებაში…“


ზურაბ ჭავჭავაძე (1953-1989)