როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი?
აფხაზეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელსაც მდინარე ენგურსა და ფსოუს შორის მდებარე ტერიტორია უჭირავს.
აფხაზეთის ომის (1992-1993 წწ.) შემდგომ წლები გავიდა, მაგრამ ქართველ ხალხს იგი არასდროს დავიწყებია და დღესაც აქტუალურ თემას წარმოადგენს აფხაზეთის დაბრუნება.
სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით “ამბიონს”ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი ესაუბრა:
რამ განაპირობა აფხაზეთის ომის დაწყება? რა იყო შეცდომა და რა უნდა გაკეთებულიყო ამ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად?
ქართულ-აფხაზური დაპირისპირება აფხაზეთში და შემდგომ შეიარაღებული კონფლიქტის ინსპირირება თითქმის ბოლო 100 წლის მანძილზე მზადდებოდა. ის თავიდან ბოლომდე ჯერ ცარისტული, შემდგომ – ბოლშევიკური და ბოლოს დემოკრატიული რუსეთის “შემოქმედება” იყო. რუსეთის იმპერიამ შეძლო საუკუნეების მანძილზე არსებული, ჩამოყალიბებული ქართულ-აფხაზური ისტორიული ერთობის მოშლა. აფხაზების სეპარატისტული გამოსვლები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ 1917 წლიდან დაიწყო. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ და იმჟამინდელმა აფხაზურმა პოლიტიკურმა ელიტამ მოახერხეს საერთო ენის გამონახვა და კრიზისის აღმოფხვრა. აფხაზეთს ოფიციალურად მიენიჭა ავტონომიური სტატუსი.
1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამ და ქვეყნის ნაძალადევმა გასაბჭოებამ ერთბაშად წყალში ჩაყარა ქართულ-აფხაზური ერთობის გზაზე მიღწეული წარმატებები.რუსმა ბოლშევიკებმა და მათ მიერ დამუშავებულმა სეპარატისტულად განწყობილმა აფხაზმა კომუნისტებმა, ქართველი ბოლშევიკი ლიდერების, პირადად, ი. სტალინისა და ს. ორჯონიკიძის წაყრუებით, აფხაზეთი ჩამოაცილეს დანარჩენ საქართველოს და დამოუკიდებელ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადეს. მოგვიანებით, იგივე სტალინი და ორჯონიკიძე მიხვდნენ ამ გადაწყვეტილების აბსურდულობას და აფხაზეთის სსრ-ის საქართველოს სსრ-სთან გაერთიანების საკითხი დააყენეს, რაც მალე, 1921 წლის დეკემბერში განხორციელდა კიდეც, როდესაც
“საქართველოს სსრ-სა და აფხაზეთის სსრ-ს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულება” დაიდო.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დადებული ხელშეკრულებით აფხაზეთი, ფორმალურად, თითქოს ითვლებოდა სამოკავშირეო რესპუბლიკად, ის “დე-ფაქტოს” ავტონომიურ რესპუბლიკას წარმოადგენდა. 1931 წელს აფხაზეთი ოფიციალურადაც გამოცხადდა ავტონომიურ რესპუბლიკად საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში და ამ სტატუსით მოვიდა 1992 წლამდე, როდესაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალით დამხობის შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისით, რაც ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდა, ისარგებლეს აფხაზურმა სეპარატისტულმა ძალებმა ვლადისლავ არძინბას მეთაურობით და მოახდინეს შეიარაღებული კონფლიქტის ინსპირირება 1992 წლის 14 აგვისტოს.
და მაინც, რა მოხდა 14 აგვისტოს საბედისწერო დილას?
ოფიციალური ვერსიით, რომლის უარყოფა, უბრალოდ, შეუძლებელია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სარკინიგზო მაგისტრალების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სამხედრო ნაწილები გადაადგილდა საქართველოს სახელმწიფოს (რომლის სუვერენიტეტი – საქართველოს სსრ-ის 1991 წლის საზღვრებში – აღიარებული იყო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ) შიგნით – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ე. ი. ცხადზე უცხადესია, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მაშინ, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარის პირველი კოლონა მიუახლოვდა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ოხურეისთან განლაგებულ ე.წ. “აფხაზური გვარდიის” (თავისთავად უკანონო სამხედრო ფორმირების) ბლოკ-პოსტს, აფხაზმა “ბოევიკებმა” მოულოდნელად მათ ცეცხლი გაუხსნეს. მეორე შეტაკება უკვე გულრიფშის რაიონში, აგუძერასთან მოხდა. სწორედ ამას მოჰყვა კონფლიქტის ინსპირირება და ამაში მთავარი დამნაშავე სწორედ აფხაზური მხარეა.
მიუხედავად ამისა, მე არ უარვყოფ, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ჰქონდა ცალკეული ტაქტიკური ხასიათის შეცდომები და, ვფიქრობ, შეიძლებოდა ამ პროვოკაციის თავიდან აცილება. ჩვენი აზრით, სახელმწიფოს მეთაური არ უნდა დასჯერებოდა სატელეფონო საუბრებს ვ. არძინბასთან.
ე. შევარდნაძე თვითონ უნდა ჩასულიყო სოხუმში, პირადად შეხვედროდა სეპარატისტების ლიდერს და, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირისაგან, ოფიციალურად მიეღო თანხმობა (წერილობით დამოწმებული) საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინგენტის შეყვანაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამით, ალბათ, თავიდან აიცილებდნენ ყოველგვარ გაუგებრობას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა. ე. შევარდნაძეს აშკარად უმტყუნა პოლიტიკურმა ალღომ და მან, როგორც ჩანს, ვერ გაბედა, გადაედგა იმ დროისათვის რამდენადმე სარისკო ნაბიჯი.
როგორ ფიქრობთ, ჰქონდა თუ არა რელიგიური დატვირთვა აფხაზეთის ომს და როგორი მდგომარეობაა ამჟამად აფხაზეთში რელიგიური თვალსაზრისით? ტარდება თუ არა წირვა-ლოცვა ეკლესიებში?
რელიგიური დატვირთვა ქართულ-აფხაზური დაპირისპირებისა, ფაქტობრივად, არასდროს არსებობდა. მე-19 საუკუნეში მაჰმადიანი აფხაზობა კი მოექცა ერთგვარ რელიგიურ დაპირისპირებაში ქრისტიანულ რუსეთთან, მაგრამ არავითარი ანტიქრისტიანული დატვირთვა მათ წინააღმდეგ ბრძოლას არ ჰქონია. თუმცა ცნობილია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლმა მუსლიმმა აფხაზებმა 1877 წელს მოკლეს პირველი აფხაზი მღვდელი იოანე გეგია. იგი თავისი ეკლესიის ეზოში, უბეში ჩაახრჩვეს. დღევანდელი ქრისტიანული აფხაზობა და ღვთისმსახურები მას წმინდანად მიიჩნევენ. თანამედროვე აფხაზეთში ღვთისმსახურება ძირითადად რუსულ და აფხაზურ ენებზე სრულდება.
ვრცელდება თუ არა პატრიარქის გავლენა აფხაზეთის ტერიტორიაზე?
იურიდიულად, თანამედროვე აფხაზეთი საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა. განდგომილი მღვდელმსახურები რასაც იქ აკეთებენ, სრული უკანონობაა, მაგრამ პატრიარქი ამას მაინც ფრთხილად ეკიდება. მაგ. მას შეეძლო დიდი ხნის წინ განეკვეთა ბესარიონ ფილია (ამჟამად აფლია). იგი ქართული ეკლესიის წიაღიდანაა გამოსული პატრიარქის მიერ დიაკვნად და შემდგომ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის დავით ჭკადუას მიერ მღვდლად ნაკურთხი. როდესაც 1993 წელს ქართველმა სამღვდელო პირებმა დატოვეს აფხაზეთი, ფილიამ დაიწყო ბრძოლა აფხაზეთის დანარჩენი საქართველოსაგან ჩამოსაცილებლად ეკლესიურად. თვით რუს სამღვდელო პირებსაც კი უკვირთ საქართველოს ეკლესიის წინამძღოლის ამგვარი ლმობიერება და ამას მისი დიდსულოვნებით ხსნიან.
თავის დროზე ჩაერივნენ თუ არა უმაღლესი საეკლესიო პირები ამ კონფლიქტში და რა სახით?
აფხაზეთის ომის დროს იქ იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დავით ჭკადუა. მან გამოკვეთილად დაგმო სეპარატისტების გამოსვლა და ამის გამო აფხაზები გაუნაწყენდნენ კიდეც მას.
ცნობილია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული. როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა რაიმე საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც აიძულებს რუსებს , გაიყვანონ სამხედრო ბაზები?
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა დღესდღეობით.
1992-93 წლებში და შემდგომ პერიოდში რუსეთი თითქოს შუამავალი იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის კონფლიქტში. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ რუსეთი არის კონფლიქტის მხარე და არა შუამავალი, მაგრამ არავინ გვიჯერებდა. ჩვენი ყველაზე დიდი მოკავშირეებიც კი გვეუბნებოდნენ,
რომ როგორმე მოგვეგვარებინა ურთიერთობები რუსეთთან. 2008 წლის ომმა ერთი ხელის მოსმით დაანგრია ეს პოლიტიკური სიყალბე და აჩვენა, რომ სწორედ რუსეთია ოფიციალურად საქართველოს წინააღმდეგ “ჯვაროსნული ლაშქრობის” მთავარი სულისჩამდგმელი და განმახორციელებელი. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევარბილოთ რუსეთის მხილება დასავლეთის თვალში, რადგან თუ დავიხევთ უკან, დასავლეთიც დაიხევს. ერთადერთი მექანიზმი, რომელიც რუსეთს აიძულებს, გაიყვანოს სამხედრო ბაზები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, არის დასავლეთის მკაფიო და ერთნიშნა მხარდაჭერა ამ საკითხში.
როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ აღიდგინოს ურთიერთობები აფხაზ ხალხთან?
ქართულ მხარეს არასოდეს ჰქონია პრობლემა აფხაზებთან დალაპარაკებისა. ჩემს პირად მაგალითს მოგიყვანთ: მყავდა სტუდენტი ირინა აგრბა, ამჟამად აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, რომელიც აფხაზეთის ტელევიზიაშიც მუშაობს. ამ ტელევიზიის ფეისბუქის გვერდზე დავწერე რამდენიმე კომენტარი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა, არც ირინა, თუმცა კომენტარები არავის წაუშლია და ახლაც დევს იმ გვერდზე. ქართველები გახსნილები ვართ. მე არ მაქვს პრობლემა ვინმესთან გასაუბრების, ყველა აფხაზს დაველაპარაკები. ჩემი აზრით, როგორც კი რუსის ფაქტორი მოიხსნება, აფხაზები ჩვენთან სასაუბროდ უფრო აქტიურად გამოვლენ.
და ბოლოს, როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი?
აფხაზეთს დავიბრუნებთ აუცილებლად, რადგან ჩვენს მხარეს არის ისტორიული სამართლიანობა. მისი დაბრუნება, უბრალოდ, დროის საკითხია. მე ამის ღრმად მწამს და ყოველთვის ვამბობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება, თუმცა ამ გზაზე ძალიან დიდი პრობლემებია.
რაც უფრო გამწვავდება რუსებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა, მით უფრო მეტი ნიშა ჩნდება ქართულ-აფხაზური დაახლოებისა და ხელახალი შერიგებისათვის. ორივე მხარემ უნდა გადააბიჯოს წყენას და დათმობებზე წავიდეს. არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: მე ვერ დავბრუნდები იმ აფხაზეთში, სადაც არ იქნება შარტავას ქუჩა. აფხაზი კი მახვედრებს არძინბას ქუჩას. მე ამ ქუჩაზე ვერ ვიცხოვრებ. აფხაზეთი არის ქართველთა და აფხაზთა საერთო სახლი. თუ ვერ შევთანხმდებით და ერთად ვერ ვიცხოვრებთ ამ საერთო სახლში, მაშინ, ალბათ, მოგვიწევს ფიქრი ამ სახლის ცივილიზებულად გაყოფაზე – ყველას თავისი კუთხე მივუჩინოთ და თანაცხოვრება ხელახლა ავაწყოთ.
თამთა ჯიქია
http://www.ambioni.ge
ცნობები ჟიული შარტავაზე
ერთ-ერთ ჩერქეზულ ფორუმზე იმ ყაბარდოელი მოხალისეების მონათხრობი გამოქვეყნდა, რომლებიც 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობის აღებაში მონაწილეობდნენ.
მოხალისეთა ნაამბობს ვინმე „ტამირი“ გადმოსცემს, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ ისტორიის დეტალები პირველად ქვეყნდება. ამის საჭიროება კი იმიტომ დადგა, რომ აფხაზები, რომლებიც ქართულ-აფხაზური ომის ნებისმიერ ბრძოლასა და მცირე შეტაკებასაც კი დეტალურად აღწერენ გამოცემულ წიგნებსა და საგაზეთო პუბლიკაციებში, არაფერს ყვებიან კონკრეტულად იმაზე, თუ რა მოხდა 27 სექტემბერს მინისტრთა საბჭოსთან, როგორც აიღეს შენობა, როგორც გამოიყვანეს მძევლები და დახვრიტეს ისინი, მათ შორის, ჟიული შარტავა.
ამ თემაზე სხვადასხვა ვერსიები არსებობს, ამიტომ ძნელია, ცალსახად თქვა, რა მიზანი აქვს ამ ისტორიების დეტალურად აღწერას ყაბარდოელების მხრიდან, ისევე როგორც, ძნელია ამტკიცო „ტამირის“ მოყოლილი ისტორიების ჭეშმარიტება, თუმცა ამბავი ინტერესსმოკლებული ნამდვილად არ არის, მით უფრო, რომ მასში, მოგვიანებით კი თავად ფორუმზე გამოქვეყნებულ კომენტარებში აშკარად სინანული იგრძნობა…
„ჩვენებმა გაათავისუფლეს მინისტრთა საბჭო“ - აი, მოკლე ლაიტმოტივი ამ თემაზე არსებული ყველა აფხაზური პუბლიკაციისა. თითქოს, იქ არ ყოფილა საშინელი ბრძოლა, არ არსებობს არანაირი აღწერილობა მოვლენებისა…“ - წერს „ტამირი“ და ყაბარდოელი მოხალისეების ამბავს აღწერს:
იმ დღეს, 1993 წლის 27 სექტემბერს ყაბარდოელების ჯგუფი მუაედ შოროვის მეთაურობით, ისევე რიგორც აფხაზეთის არმიის სხვა დანაყოფები, შენობისაკენ მიიწევდნენ. დილით, ჯგუფს რაციით შეატყობინეს: „სამოცდამეჩვიდმეტე! წადით მინისტრთა საბჭოსთან. ის უკვე აღებულია.“
როგორც ყაბარდოელი მოხალისეები ყვებიან, ამ სიხარულს მწუხარებაც ახლდა, რადგან მათ ვერ მიიღეს მთავარ მოვლენაში - მინისტრთა საბჭოს შენობის გათავისუფლებაში მონაწილეობა. ისინი, დაბნეულები, მშვიდად დაიძრნენ.
როცა შენობის მარჯვენა მხარეს მივიდნენ, გაუკვირდათ, რომ იქ ვერანაირი შტურმის კვალი ვერ შენიშნეს. ამ დროს ცენტრალური კორპუსის მაღალი სართულიდან მათ ცეცხლი გაუხსნეს. მათი მიმართულებით სროლა დაიწყეს მეორე სართულიდანაც.
ჯგუფის წევრები სხვადასხვა ადგილზე მიიმალნენ. გადაწყვიტეს რა, რომ მათ თავისიანები ესროდნენ, რადგან ქართველები ეგონათ, დაიწყეს აფხაზური დროშების ქნევა და ყვირილი: „აფსუა“, მაგრამ სროლას БРДМ-2 დაემატა, რომელიც მანამდე გაყუჩებული იდგა იქვე შენობასთან. ცეცხლი შენობიდან უფრო ინტენსიური გახდა. ცხადი იყო: მინისტრთა საბჭო ჯერ აღებული არ არის, მას ქართული დანაყოფები იცავენ.
ჯგუფში შტურმისთვის გადაჯგუფება მოხდა. როგორც მოხალისეები იხსენებენ, გაუხარდათ კიდეც, რომ ამ შენობას ყაბარდოელები აიღებდნენ.
„მოკლე ვიოდეოჩანაწერში, რომელიც საბჭოს შენობის მარჯვნივ მდგარი შენობის ფანჯრიდან შტურმამდე 4 წუთით ადრეა გადაღებული, ჩანს, რომ ყაბარდოელების მეთაური უჩვენებს შენობაზე, რომელზეც შტურმი უნდა მიიტანონ. ამ კადრებზე სხვა არავინ ჩანს, მით უმეტეს, არავინ ახორციელებს შტურმს ყაბარდოელებზე ადრე“ - აღნიშნავს „ტამირი.“
შტურმი დაიწყო შენობის მარჯვენა მხარიდან. ყაბარდოელ მოხალისეებს ზედა სართულებიდან ესროდნენ.
ყაბარდოელებს ზურგი გაუმაგრა ბაგრამიანის ბატალიონმა, ასევე საზენიტო დანადგარმა ЗУ-23-2. არტურ კარმოკოვი გამოიქცა ღია ადგილზე, БРДМ-ს РПГ-7-დან ესროლა, მაგრამ ამ დროს სნაიპერმა ყელში დაჭრა ზევიდან. 30 წუთის შემდეგ ბრძოლა უკვე იმაზე იყო, რომ არტური ცეცხლიდან გამოეყვანათ. როცა ეს მოხერხდა, ის სულტან ალაკაევმა სანიტარულ ნაწილში წაიყვანა. მაგრამ კარმოკოვი დაიღუპა. ეს ჯგუფს რაციით შეატყობინეს.
ამ დროს ახმედ პშეუნოვმა და მუაედ შოროვმა მოახერხეს მოედნის იქით მყოფ აფხაზურ ქვედანაყოფებამდე მისვლა და მოითხოვეს შტურმს ისინიც შერთებოდნენ. მაგრამ მათ მხარი არ დაუჭირეს. მაშინ ყაბარდოელები თავის ჯგუფთან დაბრუნდნენ.
შტურმი ახალი ძალით განახლდა. მას შემდეგ, რაც კარმოკოვის სიკვდილი შიტყვეს, ყაბარდოელებს შენობა აღარ ენანებოდათ. გამოიყენეს „Шмель“, რომელიც მანამდე არ გამოუყენებიათ, რადგან შენობების დანგრევას ერიდებოდნენ.
მოახერხეს დაეკავებინათ მარჯვენა ნაწილი. მოწინააღმდეგეგ ნელ-ნელა გადადიოდა მარცხენა ფლანგში და იქიდან ისროდა. იქვე გამოჩნდა აფხაზური ტანკი, საიდანაც რამდენჯერმე გაისროლეს შენობის მიმართულებითაც, მაგამ ტანკი მალევე წავიდა, რადგან ზევიდან შეიძლება აეფეთქებინათ.
შენობაზე შეტევიდან 4.30 საათის შემდეგ, მეორე სართულის ფანჯრიდან, თეთრი ნაჭერი გადმოაგდეს. ნელ-ნელა ცეცხლი ორივე მხრიდან ჩაცხრა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი იქიდან გამოვიდა ფორმიანი კაცი - იარაღის გარეშე და თეთრი ნაჭრით.
მან ყაბარდოელებს გადასცა ჟიული შარტავას წინადადება - მიეცათ მათთვის კორიდორი, რომლითაც ისინი მაშინვე გავიდოდნენ ქალაქიდან. თუმცა მას უპასუხეს, რომ მისაღებია მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება: ცოცხლად დარჩენილები ტყვედ ჩაბარდებიან, დაჭრილებს კი დახმარებას აღმოუჩენდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში 15 წუთის შემდეგ შტურმი განახლდებოდა და მათ გაანადგურებდნენ.
15 წუთის შემდეგ ისევ ის ადამინი გამოვიდა თეთრი დროშით და თქვა, რომ შარტავა მხოლოდ ყაბარდოელებს ჩაბარდებოდა. მოხალისეებმა ჩაიცინეს და თქვეს, რომ მინისტრთა საბჭოზე შტურმს მხოლოდ ყაბარდოელები ახორციელებდნენ.
როცა მოხალისეები იმ კაცთან ერთად მეორე სართლზე ავიდენენ, იქ 25 ადამიანი დახვდათ. ყველა ერთ ოთახში. ქართველმა სპერაზმელებმა და მთავრობის წევრებმა იარაღი და ამუნიცია იატაკზე დააწყვეს.
„ვინ არის აქ შარტავა? იკითხა შოროვმა. მან უპასუხა. „თქვენ დაპატიმრებული ხართ.“ ჟიული შარტავამ ყაბარდოელს სთხოვა თავი წარედგინა, - ვის აჰყავდა ტყვედ. „ჯგუფის მეთაური, აფხაზეთის არმიის მაიორი შოროვი“. შარტავამ მისცა თავისი იარაღი - გენერლის ვერცხლისფერი პისტოლეტი და მოკლე ავტომატი, ასევე პარლამენტარობის დამადასტურებელი მოწმობა.
აზამატ ხაგაჟეევს კი თავისი მოწმობა მისცა სოხუმის მერმა გურამ გაბისკირიამ. ეს დოკუმენტები, როგორც ისტორიული, ყაბარდო-ბალყარელთა აფხაზი მოხალისეების კავშირში ინახება.
შარტავამ ჩაწერა თავის ბლოკნოტში, ვინ და როგორ დააპატიმრა.
როცა შენობაში მყოფნი განაიარაღეს, მოხალისეებმა ოთახის კუთხეში დაინახეს სპეცრაზმელი „ლიმონკით“ და ჯვრით ხელში. მისთვის სროლა ყველას რისკის ქვეშ დაყენებას ნიშნავდა. შიხალიევმა, შოროვმა, ხაგაჟეევმა, პშეუნოვმა და ტემირკანოვმა დაიწყეს მასთან საუბარი და არწმუნებდნენ, არ საბედისწეროდარ მოქცეულიყო. როცა გაირკვა, რომ ის „ავღანელია“, მოლაპარაკებაში ჩაერთო ავღანეთის ვეტერანი ასლან ბალკაროვი. მერაბს - ასე ეძახდნენ სპეცრაზმელს, ეუბნებოდნენ, რომ ომი დამთავრდა, მას სიტყვა მისცეს, რომ დაუტოვებდნენ იარაღს, როგორც ღირსეულ ვაჟკაცს, თუ სიტყვას მისცემდა, რომ მას არ გამოიყენებდა. რაც ასეც მოხდა კიდეც. მერაბმა მათ მისცა ფოტო, სადაც ის დგას თამაზ ნადარეიშვილთან და ქართველ გენერალთან ერთად.
დაიწყეს ტყვეების დაბლა ჩაყვანა. უცებ შარტავამ რადენჯერმე გაიმეორა: „მე ძალიან ბევრი ვიცი. დამიცავით …სგან (აქ მან დაასახელა მსხვილი აფხაზი ხელმძღვანელის გვარი, რომელიც ახლა ძალიან მაღალ პოსტს იკავებს აფხაზეთის მთავრობაში). ეს ძალიან სერიოზულია“.
ხაგაჟეევმა და აბაევმა, რომლებიც ზევიდან ჩამოვიდნენ, თქვეს, რომ მაღლა ძალიან ბევრი მოკლული უკრაინელია. ამ ორმა მოხალისემ შენობაზე დაკიდა ტყვიებით დაცხრილული ჩერქეზული და აფხაზური დროშები წარწერით: „ყაბარდოელთა ჯგუფი 27.09.1993”.
შენობის მარცხენა ნაწილიდან დაიწყეს ტყვეების გამოყვანა. მოედანი მინისტრთა საბჭოსთან გაივსო ადამიანებით, რომლებიც ყვიროდნენ „გამარჯვება“, „აიაირა“ და ისროდნენ ჰაერში. ვერცერთი მათგანი ვერ ხვდებოდა, რომ შეიარაღებული ადამიანი რაიმე ამოსაცნობი ნიშნის გარეშე, - ესაა მერაბი, სპეცრაზმელი შენობიდან. და მასაც ეხვეოდნენ ყაბარდოელებთან ერთად.
ყაბარდოელი მოხალისეები არიდებდენ, იცავდნენ ტყვეებს, რომლებთანაც პრეტენზიებით მიდიოდნენ ადამინები, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ საერთო მინისტრთა საბჭოს შენობის შტურმთან. ბრბოს დიდი ნაწილი ტყვეებთან მიმართებაში აგრესიულად იქცეოდა.
თუმცა, მოხალისეების თქმით, ქართველების თვალებში შიში არ ჩანდა. მშვიდად იყვნენ შარტავა და გაბისკირია.
მეჟაევი, შოროვი, ხაგაჟეევი, პშეუნოვი და სხვა მოხალისეები ტყვეების გარშემო დადგნენ, ყაბარდოელები უყვიროდნენ ბრბოს: რას აკეთებთ? ცხოველები ხართ? ერთ მომენტში, შოროვი, რომელიც ვიღაცას აგდებდა გაბისკირიასგან, პირდაპირ ვიდეოკამერაში ყვირის „სად იყავით „გმირებო“ მანამდე, როცა შენობის შტურმი მიმდინარეობდა? რომელიღაც მოხალისემ ყაბარდოულად დაიყვირა, რომ ადიღები არ შერეოდნენ ამ ბრბოს.
ამ დროს ადამიანებმა, რომლებსაც შეხება არ ჰქონიათ შტურმთან, ჩამოხსნეს აფხაზური დროშა წარწერით „ყაბარდოელთა ჯგუფი და შეცვალეს სხვა დროშით. როგორ კიდებდნენ ახალ დროაშას, ამას ჟურნალსიეტები იღებდნენ.
ანზორ ტემირკანოვი გაიქცა მაღლა და ჩამოხსნა ჩერქეზული დროშა, რათა ისიც არ ჩამოეხსნათ სხვებს.
ამ დროს მოედნაზე მოკლეს 3 ტყვე. ვიღაცამ მოარბენინა „რაფი“, რომელშიც შეყარა ტყვეები. შარტავას არ სურდა ყაბარდოელი მოხალისეების გარეშე დაეტოვებინა მოედანი. ხალხი „რაფს“ გასვლის საშუალებას არ აძლევს. ყაბარდოელები ბრბოს ეწინააღმდგებიან, რაც კინაღამ შეტაკებაში არ გადაიზარდა, ჰაერში გაისროლეს, ბრბო გაიფანტა და „რაფიც“ წავიდა.
გზაში ტყვეთა ჯგუფი დახვრიტეს. შარტავას შიში ახდა.
არძინბა საშინლად განრისხდა, როცა ეს გაიგო. მათ, განსაკუთრებით შარტავამ, ძალიან ბევრი იცოდა და ისინი მას ცოცხლები სჭირდებოდა.
ყაბარდოელთა ჯგუფმა კი ახალი ბრძანება მიიღო. მერაბი კი გაუშვეს. კითხვაზე, რატომ მანამდე არ დატოვეს მინისტრთა საბჭოს შენობა, მან უპასუხა, რომ რაციით შეატყობინეს, რომ ბატონი შევარდნაძე გმირულად დაიღუპა, რომ საშველად მიდიოდა სატანკო ნაწილი, რომ მოფრინავდნენ თვითმფრინავები უკრაინული დესანტით, რომ ახალ ათონში ჩამოსვეს მსხვილი საზღვაო დესანტი. როცა გაიგეს, რომ ისინი მიატოვეს და მოატყუეს, უკვე გვიანი იყო. მაშინ გადაწყვიტა კიდეც შარტავამ დანებება.
დამშვიდობებისას სადღეგრძელო შესვეს. მერაბმა არ დალია მტრის სადღეგრძელო და თქვა, რომ მხოლოდ ყაბარდოელებისას დალევს: სამწუხაროა, რომ ჩვენს მხარეზე არ იყავით, თქვა მან დამშვიდობებისას და დასძინა: „თქვენ ჯერ არ იცით, რა კაზ…ლებს დაუჭირეთ მხარი“…
ტყვეებისათვის სიცოცხლის შენარჩუნების შანსი არ იყო. მათ ორი ყაბარდოელი ახლდათ. ისინი ანქვაბის ბრძანებით აფხაზთა დიდმა ჯგუფმა გაიტაცა, რომლებმაც ავტომატები ყაბარდოელებსაც მიადეს, მძევლები გადაიყვანეს მანქანიდან და რკინიგზის ლიანდაგთან დაცხრილეს. არის ინფორმაცია, რომ იქ იყო თავად ანქვაბიც. ბოლოს მეთაური შოროვი ამბობდა, რომ ეს რომ სცოდნოდა, მთელი ყაბარდოელების ჯგუფი გაყვებოდა ტყვეებს.
გაბისკირიასა და შარტავას დოკუმენტები ინახება ნალჩიკში, მუაედ შოროვის ძმასთან.
გალიდან ოჩამჩირემდე, გრძელი და უკაცრიელი გზა გავიარეთ. მძღოლმა შემომჩივლა, - ბავშვიან ქალს უარი ვერ გითხარით, თორემ ამ გზის გავლა ჭირივით მეჯავრებაო... აქა-იქ სინათლე ბჟუტავს. სადაც განსაკუთრებით დიდი ორმოებია, მძღოლი სვლას ანელებს და ამ დროს ღია სარკმლიდან ტურების ხმა იმის. მძღოლმა ამოიოხრა, - რას ჰგავს აქაურობა?! არადა, ერთ დროს ოჩამჩირე პატარა, ლამაზი ქალაქი იყო, ახლა კი ნასოფლარს ჰგავსო...
ნახევრად ცარიელი ღამის სოხუმი
შეღამებული იყო, მაგრამ თოლიების მომრავლება მაინც ვიგრძენი. ოჩამჩირესთან შედარებით, აქაურობა ევროპის ხმაურიან ქალაქს ჰგავდა. ლეონ მეფის ქუჩაზე კანტიკუნტად, მაგრამ მაინც შევხვდით მოსეირნე წყვილებს, ცხადია - რუსებს, თორემ ამ დროს აფხაზური ოჯახი გოგოს სასეირნოდ არ გამოუშვებს...
სხვათა შორის, მთელ სოხუმში შუქნიშანი მხოლოდ ორ ადგილასაა - მთავრობის სახლთან და გურგულიას ქუჩაზე. წითელზე როგორც კი გავჩერდით, რუსი სამხედრო მოგვადგა და მძღოლს სიგარეტი სთხოვა... აქა-იქ კაფეებიც ღია იყო და ყოველი მანქანის ჩავლას დაუფარავი ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ, - იქნებ დამსვენებლების ახალი ჯგუფი ჩამოვიდაო?..
რამდენიმე ადგილას სერგეი ბაღაფშის ფოტოებიც ვნახე. მისი პრეზიდენტობა აფხაზეთისთვის "აღმშენებლობის ხანა" არ ყოფილა, მაგრამ მისმა სიკვდილმა მოსახლეობის დიდ ნაწილს გული მაინც დასწყვიტა. მის გვერდით სერგეი შამბასა და ალექსანდრე ანქვაბის ფოტოებია გაკრული, წინასაარჩევნო სლოგანებითა და დაპირებებით (ქ-ნი მაია მშობლიურ კუთხეში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებამდე იყო ჩასული. - ავტ). როგორც ჩანს, ამ ორ კანდიდატს შორის გააფთრებული ბრძოლაა.
ხალხი ანქვაბის მხარეს არის, მაგრამ მაინც შამბა გაიმარჯვებსო, - ამბობენ. ნაომარიც კი ლამაზია ეს ქალაქი, - გულისტკივილით ამბობს მძღოლი და იმ სახლზე მიმითითებს, სადაც თურმე სტუდენტობისას ცხოვრობდა.
კორპუსს სახურავი სანახევროდ ახდილი აქვს. უკან ბოსტანი გაუშენებიათ. იქვე რამდენიმე ფიცრულსაც მოვკარი თვალი - ალბათ საქონელიც ჰყავთ. ბიჭვინთა გამახსენდა. ჩვენს ქუჩას ერთ დროს მილიარდერი სომეხი შტუკას თხების კიკინი აღვიძებდა. თხის რძით თავს ირჩენდა და ტურისტებსაც იზიდავდა. რუსები ახალმოწველილ, აუდუღარ რძეს სვამდნენ, სასარგებლოაო.
ერთხელაც მისი მარჩენალი თხის ფარა დაიკარგა, მოჰპარეს და რუს სამხედროებს მისცეს, - ყველა დამსვენებელი მის თხებთან მიდის, დანარჩენები კი ვიჩაგრებითო... სოხუმის გასასვლელთან, უზარმაზარი სარეკლამო ბანერია, კომპანია "ვერბენა" ტურისტებს "უსაფრთხო სოხუმში" ეპატიჟება.
ქუჩის კუთხეში ჩარჩოში ჩასმული დედა-შვილის სურათი და ჯვარი დგას. მძღოლი მიხსნის, - დედას შვილი სკოლაში მიჰყავდა, როცა რუსების სამხედრო მანქანამ შემთხვევით გაიტანაო. ცხადია, არავინ დასჯილა...
ბიჭვინთაში ჩასვლამდე რამდენიმე ახალაშენებული სასტუმრო და რესტორანი შეგვხვდა. დიდი აბრა ჰქონდა გამოკრული, სადაც მსურველებისთვის ინფორმაცია მოეთავსებინათ, ოღონდ სოხუმის კი არა, - მოსკოვის ან რუსეთის სხვა ქალაქების მისამართებია მითითებული ანუ ნომრების დაჯავშნა მხოლოდ რუსეთიდანაა შესაძლებელი...
სოხუმის გარშემო მაღალი ხეები, ევკალიპტები და ტირიფები გაჩეხილია. მითხრეს, ამ ადგილებს რუსები ყიდულობენ და სასტუმროებს აშენებენო.
ბიჭვინთა - კიდევ ერთი სოფლად ქცეული ქალაქი
სახლში ღამით მივედი. დედაჩემმა მოკითხვის მაგივრად, იმისთვის მისაყვედურა, ამ შუაღამეს რატომ მოხვედი, ან უცხო კაცს მანქანაში რატომ ჩაუჯექი, ხალხი რას იტყვისო?!. არ მახსოვს, ასეთი საყვედური ბოლოს როდის მივიღე და გულიანად გამეცინა... ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა, ჩემი საყვარელი ქალაქი რომ დამეთვალიერებინა.
დილით დედა დიდხანს მირჩევდა ტანსაცმელს, - რამე "თბილისური" არ ჩაიცვა და ხალხი არ აალაპარაკოო. არადა, ჩემს ბავშვობაში, ომამდე ამ ქალაქში ლამის შიშვლები დადიოდნენ...
პირველი, რაც ქუჩაში გამოსვლისთანავე თვალში მომხვდა, დაბზარულ ასფალტზე ამოსული ბალახი იყო... პაპანდოპულოების სახლს მივადექი. მიყვარდა ეს ბერძნები, თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი იყო. ახლაც გაუხარდათ ჩემი ნახვა.
აქაურებს პირველ რიგში, დამსვენებლების რაოდენობაზე უნდა ჰკითხო. შარშან ვწუწუნებდით, რა გვეშველება-თქო?! წელს კი შარშანდელთან შედარებით, ნახევარი არ ჩამოსულა. ერთხელ ვინც ჩამოდის, ხვდება, რომ მიქარა და მეორედ აღარ ჩამოდისო, - ჰყვებოდა ჩემი ბერძენი მეზობელი.
ქუჩის კუთხეში, წაქცეულ ელექტროანძაზე ვეკითხები, რა მოუვიდა-მეთქი? - აფხაზ კრიმინალ კუციასა და მილიციის უფროს თხაგუშს შორის საქმის გარჩევა იყო, რამდენიმე დღის შემდეგ კი ის მილიციელი საკუთარ მანქანაში აფეთქდაო...
ამ ამბიდან მეორე დღესვე ჩვენს ქუჩაზე დაბინავებულ 10-მდე დამსვენებელს ბიჭვინთა დაუტოვებია და რუსეთში დაბრუნებულა. შარშან, მთელი სეზონის განმავლობაში სულ 13 დამსვენებელი ჰყოლიათ, აქედან 5 - გაუძარცვავთ. უკან დასაბრუნებელი გზის ფულიც ჩვენ მივეცითო.
ჟურნალი " გზა " ლალი პაპასკირი

მოგზაურობა ბავშვობის ქალაქში, აფხაზური სეზონი და უკმაყოფილო რუსი დამსვენებლები
როგორც კი "გუგლის" საძიებელში სიტყვა "აფხაზეთი" ჩავწერე, ერთ დროს ულამაზესი შავი ზღვისპირა ქალაქების - სოხუმის, გაგრისა და ბიჭვინთის ხედები გადამეშალა თვალწინ: გაზაფხულის დამლევიდან, სხვადასხვა დასახელების ტურისტული კომპანიები და სასტუმროები მსურველებს ზღაპრულად ლამაზ ბუნებაში დაუვიწყარ, უსაფრთხო და მშვიდ დასვენებას ჰპირდებოდნენ... აფხაზეთში სარეკლამო ტექსტების შედგენისას აუცილებელი სიტყვაა "უსაფრთხო" - ყველა კომპანია დამსვენებელს ამას ჰპირდება, მაგრამ აბა, ამის გარანტიას როგორ მისცემს?!.
ჩვენი რესპონდენტი - ქალბატონი მაია ჟურნალ "გზის" სტუმარი ადრეც ყოფილა. იგი წარმოშობით ბიჭვინთიდან არის და მას შემდეგ, რაც მისმა აფხაზმა ნათესავებმა ქართველი სიძე მოყვრად მიიღეს, ზაფხულობით, პატარა ვაჟთან ერთად, მარტოხელა დედას სტუმრობს. მას ვთხოვე, ენგურს გაღმა ზღვისპირა საქართველოზე შექმნილი შთაბეჭდილებები გაეზიარებინა. გთავაზობთ აფხაზის თვალით დანახულ, "უსაფრთხო" ტურიზმის ექსტრემალურ და "ეგზოტიკურ" ამბავს, რომელიც მან ბიჭვინთაში ჩასვლის შემდეგ გამოგვიგზავნა.
"ენგურის ხიდთან, ზუგდიდის მხარეს ქართველი სამხედროები დგანან. ჩემი საბუთების დანახვისას გაოცება ვერ დაფარეს, - აფხაზი ხართ?.. - დიახ, ქართველზე ვარ გათხოვილი, - მორცხვად ვუპასუხე. გენი თავისას შვრება და უცხო მამაკაცებთან თამამ საუბარს ჯერაც ვერ შევეჩვიე. ქართველმა სამხედრომ ჯერ მე ჩამომართვა ხელი ვაჟკაცურად, შემდეგ კი ჩემს პატარა შვილს, დიმას. არ ვიცი, საიდან მოიტანა, მაგრამ კანფეტიც აჩუქა. მისმა ჟესტმა დანარჩენი სამხედროები გულიანად გააცინა, - ეტყობა, თქვენი გამბედაობით მართლა აღფრთოვანდა, თორემ ერთი კანფეტის გამო შეუძლია, კაციც მოკლასო... დიმა ისე მოეწონათ, საქართველოს დროშასთან უამრავი ფოტო გადაუღეს. ბავშვს "ფოტოსესია" ისე გაუტკბა, პროფესიონალივით პოზირება დაიწყო... გზადაგზა "ტაჩკიანი", ველოსიპედიანი და ცხენიანი, ზომაზე მეტად გარუჯული ადამიანები გვხვდებოდნენ. ზოგმა "ტრანსპორტი" გააჩერა და ხიდზე გადაყვანა შემომთავაზა. თავაზიანი უარი ვუთხარი და მაინცდამაინც არ დაუძალებიათ. რუსების პოსტთან მისვლა ჭირივით მეჯავრება. ხასიათის მიხედვით იქცევიან. უფრო სწორად, თუ "ჯადოსნური სითხით" სავსე ბოთლს მიაწვდიან, სითბოდ და ზრდილობად დაიღვრებიან, მაგრამ თბილისიდან არაყი არასდროს მომაქვს, ბიჭვინთიდან კი - იცოცხლე "სპასიბო, სესტრიჩკა! კლასნაია უ ვას ვოდკა. ეშო პრიეზჟაიტე", - მომძახიან. ჩემს დანახვაზე ქერა სამხედრომ თევზის კონსერვის ჯიჯგნას თავი დაანება, ცხიმიანი ტუჩები ჭუჭყიანი სახელოთი მოიწმინდა და გამეჭიმა. ბოდიში მოვუხადე, - ჭამა შეგაწყვეტინეთ-მეთქი, - და საბუთები მივაწოდე, რომელსაც "პროპუსკიც" ჰქონდა დართული. გაოცებულმა შემომხედა: - თბილისში ცხოვრობთო? - დიახ-მეთქი. - აუ! - აღმოხდა. - მართლა ისეთი ლამაზია, როგორც მიშა ამბობსო? - მკითხა და ავტომატს მიშტერებულ დიმას გაუღიმა: - ხოჩეშ სტრელიატ? - ონ ოჩენ მალენკი, - შეშინებულმა ვუპასუხე. რაღაცნაირად შემეცოდა დახეულ ჩექმებსა და ჭუჭყისგან გაშავებულ, ერთი ზომით მოკლე კამუფლაჟში გამოწყობილი სამხედრო... რუსი ჯარისკაებივით ჩაცმულ-დახურული აფხაზი მესაზღვრეები ამჟავებული სახეებით შემხვდნენ: ქართველზე გათხოვილ აფხაზ ქალს თავისიანად აღარ მიიჩნევენ.... როცა ხორაგით დატვირთულ ტაქსიში ჩავჯექი, ჩემმა თანამგზავრმა ქართველმა ქალებმა თავი ვერ შეიკავეს და ყველაფერი წვრილად გამომკითხეს... წითელი "ჟიგული" ცნობისმოყვარე ქალებისგან გალის ცენტრში დაიცალა. შარშანდელთან შედარებით, ქალაქი ოდნავ შეცვლილია: რამდენიმე სახლისა და სკოლის ფასადი შეუღებავთ, ცენტრალურ ქუჩაზე გზაც დაუგიათ.
აფხაზეთში წინასაარჩევნო განწყობილება იგრძნობა.ჩვენი რესპონდენტი - ქალბატონი მაია ჟურნალ "გზის" სტუმარი ადრეც ყოფილა. იგი წარმოშობით ბიჭვინთიდან არის და მას შემდეგ, რაც მისმა აფხაზმა ნათესავებმა ქართველი სიძე მოყვრად მიიღეს, ზაფხულობით, პატარა ვაჟთან ერთად, მარტოხელა დედას სტუმრობს. მას ვთხოვე, ენგურს გაღმა ზღვისპირა საქართველოზე შექმნილი შთაბეჭდილებები გაეზიარებინა. გთავაზობთ აფხაზის თვალით დანახულ, "უსაფრთხო" ტურიზმის ექსტრემალურ და "ეგზოტიკურ" ამბავს, რომელიც მან ბიჭვინთაში ჩასვლის შემდეგ გამოგვიგზავნა.
"ენგურის ხიდთან, ზუგდიდის მხარეს ქართველი სამხედროები დგანან. ჩემი საბუთების დანახვისას გაოცება ვერ დაფარეს, - აფხაზი ხართ?.. - დიახ, ქართველზე ვარ გათხოვილი, - მორცხვად ვუპასუხე. გენი თავისას შვრება და უცხო მამაკაცებთან თამამ საუბარს ჯერაც ვერ შევეჩვიე. ქართველმა სამხედრომ ჯერ მე ჩამომართვა ხელი ვაჟკაცურად, შემდეგ კი ჩემს პატარა შვილს, დიმას. არ ვიცი, საიდან მოიტანა, მაგრამ კანფეტიც აჩუქა. მისმა ჟესტმა დანარჩენი სამხედროები გულიანად გააცინა, - ეტყობა, თქვენი გამბედაობით მართლა აღფრთოვანდა, თორემ ერთი კანფეტის გამო შეუძლია, კაციც მოკლასო... დიმა ისე მოეწონათ, საქართველოს დროშასთან უამრავი ფოტო გადაუღეს. ბავშვს "ფოტოსესია" ისე გაუტკბა, პროფესიონალივით პოზირება დაიწყო... გზადაგზა "ტაჩკიანი", ველოსიპედიანი და ცხენიანი, ზომაზე მეტად გარუჯული ადამიანები გვხვდებოდნენ. ზოგმა "ტრანსპორტი" გააჩერა და ხიდზე გადაყვანა შემომთავაზა. თავაზიანი უარი ვუთხარი და მაინცდამაინც არ დაუძალებიათ. რუსების პოსტთან მისვლა ჭირივით მეჯავრება. ხასიათის მიხედვით იქცევიან. უფრო სწორად, თუ "ჯადოსნური სითხით" სავსე ბოთლს მიაწვდიან, სითბოდ და ზრდილობად დაიღვრებიან, მაგრამ თბილისიდან არაყი არასდროს მომაქვს, ბიჭვინთიდან კი - იცოცხლე "სპასიბო, სესტრიჩკა! კლასნაია უ ვას ვოდკა. ეშო პრიეზჟაიტე", - მომძახიან. ჩემს დანახვაზე ქერა სამხედრომ თევზის კონსერვის ჯიჯგნას თავი დაანება, ცხიმიანი ტუჩები ჭუჭყიანი სახელოთი მოიწმინდა და გამეჭიმა. ბოდიში მოვუხადე, - ჭამა შეგაწყვეტინეთ-მეთქი, - და საბუთები მივაწოდე, რომელსაც "პროპუსკიც" ჰქონდა დართული. გაოცებულმა შემომხედა: - თბილისში ცხოვრობთო? - დიახ-მეთქი. - აუ! - აღმოხდა. - მართლა ისეთი ლამაზია, როგორც მიშა ამბობსო? - მკითხა და ავტომატს მიშტერებულ დიმას გაუღიმა: - ხოჩეშ სტრელიატ? - ონ ოჩენ მალენკი, - შეშინებულმა ვუპასუხე. რაღაცნაირად შემეცოდა დახეულ ჩექმებსა და ჭუჭყისგან გაშავებულ, ერთი ზომით მოკლე კამუფლაჟში გამოწყობილი სამხედრო... რუსი ჯარისკაებივით ჩაცმულ-დახურული აფხაზი მესაზღვრეები ამჟავებული სახეებით შემხვდნენ: ქართველზე გათხოვილ აფხაზ ქალს თავისიანად აღარ მიიჩნევენ....
გალიდან ოჩამჩირემდე, გრძელი და უკაცრიელი გზა გავიარეთ. მძღოლმა შემომჩივლა, - ბავშვიან ქალს უარი ვერ გითხარით, თორემ ამ გზის გავლა ჭირივით მეჯავრებაო... აქა-იქ სინათლე ბჟუტავს. სადაც განსაკუთრებით დიდი ორმოებია, მძღოლი სვლას ანელებს და ამ დროს ღია სარკმლიდან ტურების ხმა იმის. მძღოლმა ამოიოხრა, - რას ჰგავს აქაურობა?! არადა, ერთ დროს ოჩამჩირე პატარა, ლამაზი ქალაქი იყო, ახლა კი ნასოფლარს ჰგავსო...
ნახევრად ცარიელი ღამის სოხუმი
შეღამებული იყო, მაგრამ თოლიების მომრავლება მაინც ვიგრძენი. ოჩამჩირესთან შედარებით, აქაურობა ევროპის ხმაურიან ქალაქს ჰგავდა. ლეონ მეფის ქუჩაზე კანტიკუნტად, მაგრამ მაინც შევხვდით მოსეირნე წყვილებს, ცხადია - რუსებს, თორემ ამ დროს აფხაზური ოჯახი გოგოს სასეირნოდ არ გამოუშვებს...
სხვათა შორის, მთელ სოხუმში შუქნიშანი მხოლოდ ორ ადგილასაა - მთავრობის სახლთან და გურგულიას ქუჩაზე. წითელზე როგორც კი გავჩერდით, რუსი სამხედრო მოგვადგა და მძღოლს სიგარეტი სთხოვა... აქა-იქ კაფეებიც ღია იყო და ყოველი მანქანის ჩავლას დაუფარავი ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ, - იქნებ დამსვენებლების ახალი ჯგუფი ჩამოვიდაო?..
რამდენიმე ადგილას სერგეი ბაღაფშის ფოტოებიც ვნახე. მისი პრეზიდენტობა აფხაზეთისთვის "აღმშენებლობის ხანა" არ ყოფილა, მაგრამ მისმა სიკვდილმა მოსახლეობის დიდ ნაწილს გული მაინც დასწყვიტა. მის გვერდით სერგეი შამბასა და ალექსანდრე ანქვაბის ფოტოებია გაკრული, წინასაარჩევნო სლოგანებითა და დაპირებებით (ქ-ნი მაია მშობლიურ კუთხეში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებამდე იყო ჩასული. - ავტ). როგორც ჩანს, ამ ორ კანდიდატს შორის გააფთრებული ბრძოლაა.
ხალხი ანქვაბის მხარეს არის, მაგრამ მაინც შამბა გაიმარჯვებსო, - ამბობენ. ნაომარიც კი ლამაზია ეს ქალაქი, - გულისტკივილით ამბობს მძღოლი და იმ სახლზე მიმითითებს, სადაც თურმე სტუდენტობისას ცხოვრობდა.
კორპუსს სახურავი სანახევროდ ახდილი აქვს. უკან ბოსტანი გაუშენებიათ. იქვე რამდენიმე ფიცრულსაც მოვკარი თვალი - ალბათ საქონელიც ჰყავთ. ბიჭვინთა გამახსენდა. ჩვენს ქუჩას ერთ დროს მილიარდერი სომეხი შტუკას თხების კიკინი აღვიძებდა. თხის რძით თავს ირჩენდა და ტურისტებსაც იზიდავდა. რუსები ახალმოწველილ, აუდუღარ რძეს სვამდნენ, სასარგებლოაო.
ერთხელაც მისი მარჩენალი თხის ფარა დაიკარგა, მოჰპარეს და რუს სამხედროებს მისცეს, - ყველა დამსვენებელი მის თხებთან მიდის, დანარჩენები კი ვიჩაგრებითო... სოხუმის გასასვლელთან, უზარმაზარი სარეკლამო ბანერია, კომპანია "ვერბენა" ტურისტებს "უსაფრთხო სოხუმში" ეპატიჟება.
ქუჩის კუთხეში ჩარჩოში ჩასმული დედა-შვილის სურათი და ჯვარი დგას. მძღოლი მიხსნის, - დედას შვილი სკოლაში მიჰყავდა, როცა რუსების სამხედრო მანქანამ შემთხვევით გაიტანაო. ცხადია, არავინ დასჯილა...
ბიჭვინთაში ჩასვლამდე რამდენიმე ახალაშენებული სასტუმრო და რესტორანი შეგვხვდა. დიდი აბრა ჰქონდა გამოკრული, სადაც მსურველებისთვის ინფორმაცია მოეთავსებინათ, ოღონდ სოხუმის კი არა, - მოსკოვის ან რუსეთის სხვა ქალაქების მისამართებია მითითებული ანუ ნომრების დაჯავშნა მხოლოდ რუსეთიდანაა შესაძლებელი...
სოხუმის გარშემო მაღალი ხეები, ევკალიპტები და ტირიფები გაჩეხილია. მითხრეს, ამ ადგილებს რუსები ყიდულობენ და სასტუმროებს აშენებენო.
სახლში ღამით მივედი. დედაჩემმა მოკითხვის მაგივრად, იმისთვის მისაყვედურა, ამ შუაღამეს რატომ მოხვედი, ან უცხო კაცს მანქანაში რატომ ჩაუჯექი, ხალხი რას იტყვისო?!. არ მახსოვს, ასეთი საყვედური ბოლოს როდის მივიღე და გულიანად გამეცინა... ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა, ჩემი საყვარელი ქალაქი რომ დამეთვალიერებინა.
დილით დედა დიდხანს მირჩევდა ტანსაცმელს, - რამე "თბილისური" არ ჩაიცვა და ხალხი არ აალაპარაკოო. არადა, ჩემს ბავშვობაში, ომამდე ამ ქალაქში ლამის შიშვლები დადიოდნენ...
პირველი, რაც ქუჩაში გამოსვლისთანავე თვალში მომხვდა, დაბზარულ ასფალტზე ამოსული ბალახი იყო... პაპანდოპულოების სახლს მივადექი. მიყვარდა ეს ბერძნები, თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი იყო. ახლაც გაუხარდათ ჩემი ნახვა.
აქაურებს პირველ რიგში, დამსვენებლების რაოდენობაზე უნდა ჰკითხო. შარშან ვწუწუნებდით, რა გვეშველება-თქო?! წელს კი შარშანდელთან შედარებით, ნახევარი არ ჩამოსულა. ერთხელ ვინც ჩამოდის, ხვდება, რომ მიქარა და მეორედ აღარ ჩამოდისო, - ჰყვებოდა ჩემი ბერძენი მეზობელი.
ქუჩის კუთხეში, წაქცეულ ელექტროანძაზე ვეკითხები, რა მოუვიდა-მეთქი? - აფხაზ კრიმინალ კუციასა და მილიციის უფროს თხაგუშს შორის საქმის გარჩევა იყო, რამდენიმე დღის შემდეგ კი ის მილიციელი საკუთარ მანქანაში აფეთქდაო...
ამ ამბიდან მეორე დღესვე ჩვენს ქუჩაზე დაბინავებულ 10-მდე დამსვენებელს ბიჭვინთა დაუტოვებია და რუსეთში დაბრუნებულა. შარშან, მთელი სეზონის განმავლობაში სულ 13 დამსვენებელი ჰყოლიათ, აქედან 5 - გაუძარცვავთ. უკან დასაბრუნებელი გზის ფულიც ჩვენ მივეცითო.
ჟურნალი " გზა " ლალი პაპასკირი
ოკუპირებული აფხაზეთის ქართულ ეკლესიაში რუსული ლიტერატურა ვერ შეიტანეს
03/02/2014
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ რეჩხის ეკლესიაში აფხაზურმა ადმინისტრაციამ რუსული სასულიერო ლიტერატურის შეტანა და ქართველის პარალელურად, რუსი ეროვნების სასულიერო პირის შეყვანა ვერ მოახერხა.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ამის მცდელობა აფხაზურ ადმინისტრაციას რამდენჯერმე ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, მიზეზად ის დასახელდა, რომ ენგურჰესის გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემთხვევაში გალში რუსი ენერგეტიკოსები ჩამოვლენ და იმის გათვალისწინებით, რომ კარგა ხანს მოუწევთ აფხაზეთში ყოფნა, სასურველი იქნებოდა, კვირაში ერთხელ ეკლესიაში ღვთისმსახურება რუსულ ენაზე აღვლენილიყო.
ამით აიხსნებოდა რუსული სასულიერო ლიტერატურის შეტანის სურვილიც. თუმცა, ადგილობრივმა
ქართულმა მოსახლეობამ კატეგორიული უარი განაცხადა. ჩვენი ინფორმაციით, საკითხი გალის აფხაზურ ადმინისტრაციაში ჯერ დახურული წესით, სოფელ რეჩხის რამდენიმე ცნობილი და ანგარიშგასაწევი
პირის თანდასწრებით განიხილეს, რომლებმაც შიში გამოთქვეს, რომ ეს მცდელობა არათუ კრახით დასრულდებოდა, უკმაყოფილებასაც გამოიწვევდა. ამის შემდეგ საკითხის განხილვა დაიბლოკა.
წყარო: http://www.fmabkhazia.com
ჩვენი ცენტრის სახელით მადლობას მოვახსენებთ სურათის მოწოდებისათვის ამ ეკლესიის ერთერთ ამშენებელს ქ.ნ ლალი ფარულავას და მის ოჯახს.
1993 წლის 27 სექტემბერი – აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს აღების შემზარავი დეტალები
1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს აღების შემზარავი დეტალები- ჩერქეზი თვითმხილველის ნაამბობის მიხედვით.
„წიგნები, რომლებიც ქართულ -აფხაზურ ომს (1992-1993 წწ.) ეძღვნება და რომელთა გამოცემაც აფხაზეთში მიმდინარეობს, მთელი თავები აქვს დათმობილი ნებისმიერ მცირე ინციდენტსა და ურთიერთსროლას სხვა და სხვა კუთხეში და რატომღაც ძალიან “მოკრძალებულნი” ხდებიან, როდესაც სოხუმში მდებარე მთავრობის სახლის გათავისუფლების აღწერაზე მიდგება საქმე.
“ჩვენებმა მინისტრთა საბჭოს შენობა გაათავისუფლეს!” – ეს არის მოკლე ლეიტმოტივი ყველა პუბლიკაციისა ამ თემაზე და თითქოს იქ არ ყოფილა არავითარი სასტიკი ბრძოლა, არ არსებობს არავითარი დეტალური აღწერა ამ მოვლენისა უშუალოდ იმ შტურმის მონაწილე ადამიანების მხრიდან…
იმ დღეს, 1993 წლის 27 სექტემბერს ყაბარდოელების სადაზვერვო მოიერიშე ჯგუფი მუაედ შოროვის ხელმძღვანელობით, ისევე როგორც აფხაზური არმიის სხვა შენაერთები მინისტრთა საბჭოს შენობისაკენ მიიწევდნენ. დილით, სადღაც 9 საათის შემდეგ, იმყოფებოდნენ რა ქუჩაზე, სადაც პროკურატურა იყო განლაგებული (ეს ქუჩა გვერდიდან გადის მინისტრთა საბჭოს მოედანზე) ჯგუფი რაციით გამოიძახეს და აუწყეს: “სამოცდამეჩვიდმეტე (სადაზვერვო ჯგუფის შეტყობინება), წადით მინისტრთა საბჭოს შენობისკენ. ის უკვე აღებულია”.
როგორც ყაბარდოელი მოხალისეები ყვებიან მომხდარი ფაქტის სიხარული იმედგაცრულებანარევი იყო, რომ მათ ვერ მოახერხეს მონაწილეობის მიღება ესოდენ მნიშვნელოვან მოვლენაში. ისინი, დამწუხრებულები, ერთმანეთთან ლაპარაკ-ლაპარაკით მშვიდად დაიძრნენ მინისტრთა საბჭოს შენობისკენ პირდაპირი ქუჩით.
გავიდნენ რა შენობის მარჯვენა კუთხიდან მოედნის კუთხეში გაუკვირდათ კიდეც, რომ ის სიჩუმე იდგა და არავინ იყო, შტურმის არავითარი კვალი არ შეიმჩნეოდა. ამ დროს ცენტრალური კორპუსის (ყველაზე მაღალი) მაღალი სართულებიდან ჯგუფის მიმართულებით ცეცხლი ტყვიამფრქვევიდან და ავტომატიდან გაიხსნა. ამავე დროს მოხალისეებს ცეცხლი გაუხსნეს შენობის მარჯვენა ფრთის მეორე სართულიდანაც.
ჯგუფი სხვა და სხვა სამალავში დაიშალა. მათ ეგონათ, რომ მათ თავისიანებმა გაუხსნეს ცეცხლი, ვინაიდან ისინი ქართველების დანაყოფად მიიჩნიეს, მათ აფხაზური დროშის ქნევა დაიწყეს და ყვირილი: “აპსუა”. მაგრამ აქ უკვე სროლაში ” БРДМ-2″ -ი ჩაერთო, რომელიც მოედნის ბოლოს იმალებოდა ცენტრალურ შესასვლელთან. შენობიდან მომავალი ცეცხლი გაცილებით უფრო ინტენსიური გახდა. ცხადი იყო: მინისტრთა საბჭოს შენობა ჯერ აღებული არ არის, მას ქართველების დანაყოფი ამაგრებდა.
სადაზვერვო ჯგუფმა შტურმისათვის გადაჯგუფება დაიწყო. როგორც მოხალისეები იხსენებენ, მათი იმედგაცრუებიდან კვალიც კი აღარ დარჩა. ყველა მათგანი ბრძოლის ჟინს ჰყავდა შეპყრობილი და უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი, მინისტრთა საბჭოს ისინი – ყაბარდოელები აიღებდნენ.
მოკლე ვიდეოფირზე, რომელიც შენობის მარჯვენა მხარის ფანჯრიდან არის გადაღებული მოხალისეების მიერ იერიშის დაწყებამდე ოთხი წუთით ადრე ჩანს, რომ ყაბარდოელების მეთაური მიუთითებს მთავრობის შენობაზე, რომელიც მათ ახლა უნდა აიღონ. ამ კადრებზე არ ჩანს არავინ მინისტრთა საბჭოს შენობასთან, მით უფრო არავის მიაქვს იერიში მასზე ყაბადროელებზე ადრე.
შტურმი შენობის მერჯვენა მხრიდან დაიწყო. მრავალსართულიანი შენობის ცენტრალური მაღალი სართულებიდან ურტყამდნენ მოიერიშეებს. მათი სნაიპერების განეიტრალებას ყაბადროელების სნაიპერი ხასანბი ვლიაშევი და მეტყვიამფრქვევე ასლან ბეკოვი ცდილობდნენ.
შენობის მეორე სართულის ფანჯრებიდან თავდაცვაზე გადასული მხარე ცეცხლს არ წყვეტდა. მოედანზე შესასვლელის წინ ” БРДМ-2″ მანევრირებდა და მოიერიშეებს “КПВТ” და “ПКТ” ნაღმმტყორცნიდან ესროდა.
ყაბარდოელ მოხალისეებს საცეცხლე მხარდაჭერა ბაგრამიანის სახელობის ბატალიონმა მისცა, რომელიც მთელი მოედნის კვეთაზე ნაღმმტყორცნიდან და ყუმბარმტყორცნიდან ისროდა. ყაბარდოელებს ასევე კარგად უშველა საზენიტო დანადგარმა “ЗУ-23-2″-მა. არტურ კარმოკოვი ღია ადგილზე გავარდა და “РПГ-7″-დან “БРДМ-2″-ს ესროლა, თუმცა იმავდროულად მას ყელში მაღლიდან ნასროლი სნაიპერის ტყვია მოხვდა. უკვე დაახლოებით 30 წუთი მიმდინარეობდა ბრძოლა იმისათვის, რომ არტური ცეცხლიდან გამოგვეყვანა. როდესაც ეს მოხერხდა, ახლომდებარე ძველი “მოსკვიჩით” იგი სანიტარულ ნაწილში გააქანა სულტან ალაკაევმა. მაგრამ კარმოკოვი მოკვდა. ამის შესახებ ჯგუფს რაციით აცნობეს.
ამავდროულად ფშეუნოვმა ახმედმა და შოროვმა მუაედმა შეძლეს მოედნის გაღმა მყოფი აფხაზურ დანაყოფებამდე მიღწევა და მათ შტურმზე შეერთება მოსთხოვეს. თუმცა მათ მხარი არ დაუჭირეს. მაშინ, წამოიღეს რა ნაღმტყოდცნის 10-12 გასროლა და სხვა საბრძოლო მასალა ყაბარდოელები თავის ჯგუფთან დაბრუნდნენ. შტურმი ახალი ძალით განახლდა. მას შემდეგ რაც კარმოკოვის სიკვდილის შესახებ გაიგეს ყაბარდოელები უკვე შენობას არ ზოგავდნენ. წინ წავიდა “შმელი”, რომელიც აქამდე მსხვილი ხანძრების თავიდან ასაცილებლად არ გამოიყენებოდა.
მოხერხდა მარჯვენა ფრთის დაკავება და გაცილებით უფრო გაიოლდა საქმე, ვინაიდან უკვე არავინ არ ურტყამდა ჯგუფს გვერდიდან. მოწინააღმდეგე თანდათანობით შენობის მარცხენა ფრთაში გადადიოდა და იქიდან სხნიდა ცეცხლს. ამ დროს მოსულმა აფხაზურმა ტანკმა შენობის მიმართულებით რამდენჯერმე ისროლა, მაგრამ მერე უკან დაიხია, ვინაიდან იგი შესაძლოა ზემოდან აეფეთქებინათ.
რამდენიმესაათიანი შტურმის შემდეგ თავდაცვაზე გადასული მოწინააღმდეგის მხრიდან ცეცხლი შესუსტდა, ცხადი იყო, რომ მათ დიდი დანაკარგი განიცადეს. ოთხნახევარი საათის იერიშის დაწყების შემდეგ მინისტრთა საბჭოს შენობაზე მეორე სართულის ერთ ერთი ფანჯრიდან თეთრი პირსახოცი გამოფინეს. თანდათან ცეცხლი ორივე მხრიდან შეწყდა. რამდენიმე წუთის შემდეგ იქიდან გამოვიდა ფორმიანი ადამიანი, მაგრამ იარაღის გარეშე და ხელში აწეული თეთრი პირსახოცით.
მასთან მოედანზე, ასევე იარაღის გარეშე მივიდნენ შიხალიევი ანატოლი და შოროვი მუაედი.
დანარჩენებს, მოერიშეებსაც და შენობაში მყოფი თავდაცვაზე გადასულებსაც ერთმანეთი მიზანში ჰყავდათ ამოღებული. გარეთ გამოსულმა სადაზვერვო ჯგუფს ჟ. შარტავას წინადადება გადასცა მისცენ მათ დერეფანი, რომლითაც ისინი მალე გავლენ ქალაქიდან. თუმცა მას უპასუხეს, რომ მისაღებია მხოლოდ ერთი პირობა: ცოცხლად დარჩენილები ტყვედ ბარდებიან, დაჭრილებს აღმოეჩინებათ დახმარება და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში 15 წუთის შემდეგ შტურმი განახლდება და მათ ყველას გაანადგურებენ.
დაახლოებით 15-20 წუთს შემდეგ იგივე ადამიანი გამოვიდა თეთრი პირსახოცით და თქვა, რომ შარტავა მხოლოდ ყაბარდოელებს ჩაბარდება. შიხალიევმა და შოროვმა გაიცინეს და თქვეს, რომ მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმს მხოლოდ ყაბარდოელები ახორციელებდნენ.
მაშინ მოხალისეები, ერთმანეთის დაცვით, ამ ადამიანთან ერთად მეორე სართულზე ავიდნენ, იქ 25 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი ერთ ოთახში იყვნენ. ქართველმა სპეცნაზელებმა და მთავრობის წევრებმა იარაღისა და ამუნიციის დალაგება იატაკზე დაიწყეს.
“რომელია აქ შარტავა?”, – კითხვა დასვა მუაედ შოროვმა. მან უპასუხა. “თქვენ დაპატიმრებული ხართ”. ჟიული შარტავამ სთხოვა მას თავი წარმოედგინა, ვინ იყვანდა მას ტყვედ. “ყაბარდოელები ჯგუფის მეთაური, აფხაზური არმიის მაიორი შოროვი”, – უპასუხა მუაედმა. შარტავამ მას თავისი იარაღი მისცა – ვერცხლისფერი გენერალის პისტოლეტი და მოკლე ავტომატი – ასევე საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრის მოწმობა.
ხარაგაჟეევ აზამატს თავისი მოწმობა სოხუმის ქართველმა მერმა გურამ გაბესკირიამ ჩააბარა. ყველა ეს დოკუმენტი, როგორც ისტორიული, ყაბარდო-ბალყარეთის აფხაზი მოხალისეების კავშირში ინახება. შარტავამ თავის ბლოკნოტში ჩაიწერა თუ ვის მიერ და როგორ იქნა იგი დაპატიმრებული.
როდესაც ყველა ვინც კი ოთახში იმყოფებოდა განიარაღებული იყო, მოხალისეებმა ოთახის კუთხეში ერთი სპეცნაზელი დაინახეს, რომელსაც კალცო გამომძვრალი ჰქონდა და ხელში ჯვარი ეჭირა. მან მშვიდად თქვა: “მომკალით. ჩემი რწმენა თვითმკვლელობის ნებას არ მაძლევს”. მისთვის სროლა ნიშნავდა, რომ ყველასათვის რისკი შეგვექმნა – მის ხელში არსებული ჭურვი მოკლავდა და დაასახიჩრებდა ბევრს.
ა. შიხალიევმა, მ. შოროვმა, ა. ხაგაჟეევმა, ა. პშეუნოვმა, ა. ტემირკანოვმა მასთან საუბარი დაიწყეს, არწმუნებდნენ, რომ საბედისწერო არაფერი გაეკეთებინათ. როდესაც გაირკვა, რომ ის “ავღანელი” იყო მოლაპარაკებებში ჯგუფის წევრი ავღანეთის ვეტერანი – ასლან ბალკაროვი ჩაერთო. მერაბს – ასე ერქვა სპეცრაზმელს ეუბნეოდნენ, რომ ომი დამთავრდა, რომ მას სახლში ახლობლები ელოდებოდნენ და ა. შ. მას სიტყვაც მისცეს: დაეტოვებინთ მისთვის იარაღი, როგორც ღირსეული მამაკაცისათვის, იმ შემთხვევაში თუ ის თავის მხრივ სიტყვას მისცემდა, რომ მას არ გამოიყენებდა. რაც გაკეთდა კიდეც.
ჭურვი გააუვნებელყვეს. მერაბმა ა. ხაგაჟეევს გადასცა ფოტოსურათი, რომელზეც იგი თავის თანამებრძოლებთან ერთად დგას თ. ნადარეიშვილთან და ქართველ გენერლებთან ერთად (ეს ფოტოც ყაბარდო-ბალყარეთის აფხაზი მოხალისეების კავშირში ინახება, შარტავასა და ბულისკირიას მოწმობებთან ერთად).
ტყვეების ჩაყვანა ქვემოთ დაიწყო. შარტავამ უცბად რამდენჯერმე გაიმეორა: “მე ძალიან ბერი რამ ვიცი. დამიცავით მე …-გან (აქ მან დაასახელა მსხვილი აფხაზი ხელმძღვანელის გვარი, რომელსაც ახლაც ძალიან მაღალი თანამდებობა უჭირავს აფხაზეთის ხელისუფლებაში). ეს ძალიან სერიოზულია”.
ა. ხაგაჟეევმა და ა. აბაევმა რომლებიც ზემოდან ჩამოვიდნენ თქვეს, რომ მაღლა ძალიან ბევრი მოკლული უკრაინელის ცხედარია. ამ ორმა მოხალისემ შენობის თავზე დროშები დაამაგრეს – ტყვიებითა და ნამსხვრევებით დაცხრილული ჩერქეზული (ადიღეური) დროშა და აფხაზური დროშა, რომელსაც ხელით ეწერა: “ყაბარდოული ჯგუფი. 27.09.1993 წ. (ეს ჩერქეზული დროშა ამჯამად ყაბარდო-ბალყარეთის აფხაზი მოხალისეების კავშირში ინახება).
ტყვეები შენობიდან მარცხენა ფრთის სადარბაზოდან გაჰყავდათ. მინისტრთა საბჭოს წინ მოედანი უკვე ხალხით იყო გავსებული, რომლებიც ყვიროდნენ “გამარჯვება”, “აიაირა” და ჰაერში ისროდნენ. ვერც ერთ მათგანი ვერ ხვდებოდა, რომ შეიარაღებული ადამიანი, ყოველგვარი ამოსაცნობი ნიშნების გარეშე – ეს მერაბია, სპეცრაზმელი შენობიდან. მასაც ისევე ეხვეოდნენ, როგორც ყაბარდოელებს.
ყაბარდოელი მოხალისეები უკან აგდებდნენ ტყვეებთან პრეტენზიებით მოსულ ადამიანებს, რომლებსაც შტურმთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ (ეს ვიდეოფირზეც ჩანს). ბრბოს არც თუ ისე მცირე ნაწილი ტყვეების მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი.
თუმცა, მოხალისეები იხსენებენ, რომ შიში დატყვევებული ქართველების თვალებში არ ყოფილა. ზიგიერთები ზიზღნარევად იღიმებიდნენ კიდეც. მშვიდნი იყვნენ ჟ. შარტავა და გ. გაბისკირია.
ვალერი არამისოვმა მრავალი მოკლულის იარაღის შეგროვება და გამოტანა დაიწყო. მას სხვებიც ეხმარებოდნენ.
კ. მეჟაევი, მ. შოროვი, ა. ხაგაჟეევი, ა. პშეუნოვი და სხვები ტყვეების ირგვლივ დადგნენ და ცდილობდნენ მათთან არავინ მიეშვათ, მაგრამ ეს ნაკლებად შველოდა. ერთი და მეორე მხრიდან ტყვეებს ურტყამდნენ.
ყაბარდოელები უყვირიან ბრბოს: “რას აკეთებთ? მხეცები ხართ?. ერთ მომენტში მ. შოროვი ჯიქურ აგდებს რა ვიღაცას გაბესკირიასგან, პირდაპირ ვიდეოკამერის წინ ყვირის: “სად იყავით, “გმირებო” ადრე? (როდესაც მინისტრთა საბჭოს ვიღებდით) ვიღაცამ მოხალისეებიდან ყაბარდოულად დაიძახა, რომ ადიღეელები არ შერეოდნენ ამ ბრბოს (ყველაფერი ეს ვიდეოფირზე ჩანს).
ამ დროს, ადამიანების მიერ, რომლებსაც არავითარი საერთო არ ჰქონდათ თავად შენობის შტურმთან იხსნება აფხაზური დროშა წარწერით “ყაბარდოული ჯგუფი. 27.09.1993 წწ. და იკიდება სხვა – სუფთა (იმას თუ როგორ კიდებდნენ ახალ დროშას ჟურნალისტები იღებდნენ).
ანზორ ტემირკანოვი ზემოთ გაიქცა და ჩერქეზული დროშა მოხსნა, იმისათვის რათა იგი კიდევ სხვებს არ ჩამოეხსნა და ეს ალამი თავის მეთაურს მ. შოროვს გადაცა.
ამ დროის განმავლობაში მოედანზე მაინც მოკლეს სამი ტყვე. ვიღაცამ “რაფი” მოიყვანა, რომელშიც ტყვეებს ტენიან. შარტავას ყაბარდოელი მოხალისეების გარეშე მოედნის დატოვება არ უნდოდა. “რაფს” გასვლის საშულებას გამძვინვარებული ხალხი არ აძლევს, ისინი ურტყამენ ტყვეებს ჩამსხვრეული შუშებიდან ავტომატებით. ჩანს რომ რამდენიმე დარტყმა თავში ხვდება გ. გაბისკირიას. ყველაფერი ეს ყვირილისა და გინების თანხლებით მიმდინარეობს. ყაბარდოელები ბრბოს წინააღმდეგობას უწევენ. სიტყვიერი დაპირისპირება კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მაშინ ა. ხაგაჟეევმა რამდენჯერმე დაიყვირა “ჰაერი, ჰაერი”. ბრბო დაიშალა და “რაფიც” მინისტრთა საბჭოს ტერიტორიიდან ადგილს მოწყდა.
გზაზე ტყვეების ჯგუფი გაიტაცეს და დახვრიტეს. ჟ. შარტავას სიტყვები ახდა.
ვ.გ. არძინბა განრისხდა, როდესაც ტყვეების დახვრეტის შესახებ გაიგო. ისინი, განსაკუთრებით კი შარტავა, ცოცხლად იყვნენ საჭირო, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ იცოდნენ.
ყაბარდოულმა ჯგუფმა მიიღო რა ახალი ბრძანება წინ წავიდა. მანამდე მ. შოროვმა და ვართანმა ცეცხლმოკიდებული მინისტრთა საბჭოს წინ ცვლილება განახორციელეს. სომეხმა ვართანმა თქვა: “მივესალმები ყაბარდოს”, მუაედ შოროვმა უპასუხა “მივესალმები აფხაზეთს”, რაც ვიდეოფირზეა დაფიქსირებული.
ყაბარდოელებთან ერთად მინისტრთა საბჭოს უშუალო შტურმში მონაწილეობდნენ სომეხი ვართანი ბაგრამიანის ბატალიონთან ერთად და აფხაზი გვარად არძინბა (მისი სახელი უცნობია).
P.S. მერაბი გაუშვეს და უთხრეს, თუ ღვთის ნება იქნება ის მას თავისიანებთან გაიყვანს. კითხვაზე თუ რატომ არ დატოვეს მათ მინისტრთა საბჭოს შენობა მოხალისეების მისვლამდე ან თუნდაც შტურმის დროს, მერაბმა უპასუხა, რომ მათ რაციით აცნობეს, რომ “ბატონი” შევარდნაძე გმირულად დაიღუპა და რომ მათ დასახმარებლად სატანკო ნაწილი მოდის და მალე მოვა; რომ მოფრინავენ თვითმფრინავები უკრაინიდან დესანტით; რომ ახალ ათონში გადასხმულია მსხვილი საზღვაო დესანტი. როდესაც შენობაში მყოფები მიხვდნენ, რომ ისინი მიატოვეს და ატყუებენ წასვლა უკვე გვიანი იყო. მაშინ შარტავამ გადაწყვიტა, რომ უნდა ჩავბარებულიყავით, ვინაიდან ისინი სასაკლაოზე დატოვეს. “მხოლოდ საქართველომდე ჩავაღწიო. ყველას მოვუყვები თუ როგორ დაგვტოვა აქ ჩვენ ხელმძღვანელობამ და სარდლობამ”, _ ამბობდა მერაბი.
დამშვიდობებისას მოხალისეებმა გამარჯვების სადღეგრძელო ასწიეს. მერაბმა განაცხადა, რომ მტრის გამარჯვების სადღეგრძელოს არ დალევდა, მაგრამ ყაბარდოელებისას კი. “სამწუხაროა, რომ ჩვენს მხარეს არ იბრძოდით”, _ თქვა მერაბმა დამშიდობებისას და დასძინა: “თვენ კიდევ არ იცით თუ რა ნაძირლებს ეხმარებოდით…”.
ყაბარდოელი მოხალისეების ჯგუფის სია, რომელმაც მინისტრთა საბჭოს შენობაზე 1993 წლის 27 სექტემბერს იერიში მიიტანა:
1. კარმოკოვი არტური 2. შოროვი მუაედი 3. შიხალიევი ანატოლი 4. ხაგაჟეევი აზამატი 5. პშეუნოვი ახმედი 6. პსოუნოვბი ანზორი 7. აბაევი ასლანი 8. ბალკაროვი ასლანი 9. ჩერკეს-ალი 10. უნაჟოკოვი უალიი 11. ბშლიაევი ხასანბიი 12. ბეკოვი ასლანი 13. ბეკოვი ანზორი 14. ტემირკანოვი ანზორი 15. მეჟაევი კაზბეკი 16. არამისოვი ვალერი 17. ხამუკოვი ბაშირი 18. აკალაევი სულტანი 19. შარდანობი ანზორი 20. კუპატოვი ვალერი 21. ბოზიევი მარტინი 22. მარშენოვი 23. კუპატოვი 24. საბანჩიევი ბატირი 25. მახოვი ანზორი 26. სომეხი ვართანი 27. აფხაზი არძინბა.

შეჩვეულია რუსს და რუსის ჩექმა აწუხებს…
ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – ქართველის ნათქვამია. შეჩვეულს ნუ გადააჩვევ და შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო – ესეც ჩვენი ისტორიული გამოცდილებაა. თავის დროზე ასევე გვიჭირდა ალბათ სპარსული სამყაროსგან მოწყვეტა, მაგრამ თუ არ მოწყდი იმას, რაც გღუპავს, რაც შთანთქმას გიპირებს, დაღუპული ხარ და შეიძლება ახიც იყოს, რადგან იმის მაგივრად, რამე იღონო, კვლავაც გულუბრყვილოდ გჯერა, ვთქვათ, მართლა რომ არსებობს რუსულ-ქართული სახელმწიფოებრივი მეგობრობა, თანაც საუკუნოვანი. მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ კონკრეტული ქართველისა და კონკრეტული რუსის პირადულ ან კოლეგიალურ ურთიერთობას. ბოლოს და ბოლოს, აღაზასა და ზვიადაურის შემქმნელი ხალხი ვართ და სხვაგანაც მრავლად მოიძებნება ამგვარი პიროვნული კეთილშობილების მაგალითები, არამარტო ლიტერატურაში, არამედ ცხოვრებაშიც. მაგრამ პიროვნების სულისკვეთება ერთია, სახელმწიფოს ინტერესი – მეორე. მეორე კი არა, მთავარი! დიახ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი არ შეიძლება საქართველოს მეგობარი იყოს. მას შემდეგ, რაც საქართველო უნებლიე დაბრკოლება აღმოჩნდა სამხრეთისკენ დაძრული რუსეთისთვის, თავისთავად გადაწყდა ჩვენი ურ-თიერთობის სახეობაც: ჩავყვებით თუ ჩაგვითრევს, დავუჩოქებთ თუ დაგვაჩოქებს, ორივე შემთხვევაში მაინც ერთნაირად უნდა მოგვსპოს, რათა თავად აღორძინდეს, კიდევ უფრო განავრცოს საზღვრები და თუნდაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს საწადელს. რაც მთავარია, იმდენად სჯერა სამართლიანობა საკუთარი მიზნისა თუ სურვილისა, ვეღარ ამჩნევს, დრო რომ იცვლება. მართალია ნელა, მაგრამ იცვლება ფსიქიკაც და დღეს აღარავინ დააპყრობინებს რუსეთს კონსტანტინეპოლს, რაც არ უნდა «ქრისტიანული» იყოს მისი მისია. მაგრამ ის მაინც ჯიუტად აგრძელებს თავისას, ანუ, ჯიუტად ცდილობს ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა და ჩვენც მლიქვნელური ღიმილითა და კუდის ქიცინით ველოდებით, როდის გადაგვსანსლავს ერთხელ და სამუდამოდ…
ოთარ ჭილაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий