აფხაზეთის პროექტის ბროშურა
















                                                          აფხაზეთის ომი

მშრალი ქრონიკარომლის მიღმა უმძიმესი სინამდვილეააფხაზეთის ომი 1992-1993 წლებში მოხდაესყველაფერი 13 თვე გრძელდებოდაომი იყო საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულადგანწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორისკონფლიქტის მოგვარების ხელისშემშლელიფაქტორები იყო სამოქალაქო ომირომელიც მიახლოებით იმავე პერიოდში განვითარდა დასავლეთსაქართველოშიკერძოდსამეგრელოსა და აფხაზეთშიასევე ქართულ-ოსური კონფლიქტიომისდაწყების ძირითადი მიზეზი აფხაზეთის მიერ წაყენებული მოთხოვნა იყოისინი ითხოვდნენრომცალკე საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსი მიენიჭებინათ. Eეს მოთხოვნა 1989 წლის მარტში განაცხადეს.კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20000-დან 30000-მდე ეთნიკური ქართველიხოლო 250000-ზე მეტიადამიანი კი აფხაზეთიდან დევნილი გახდაკონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილიიქნა უამრავი სამხედრო დანაშაულიმათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდასაშინელრეალობას რაც შეეხებამე და ჩემი თანატოლები ამას არ მოვსწრებივართგადმოცემით ვიცით რატრიალებდა იქკამკამა ზღვისა და მაღალი მწვანე მთების სამყაროშიმინახავს რაღაც ფაქტები,მაგალითადძაღლირომელიც პატრონს ცურვით მისდევდაბიჭირომელიც მეგობრის ცხედარსდამხობილიყო და გულამოსკვნილი ტიროდა.
      ყველაზე კარგი წარმოდგენა კი ერთი დღის შემდეგ შემექმნაროდესაც წავიკითხე ნუგზარ შატაიძისმოთხრობა “მოგზაურობა აფრიკაში”. წავიკითხემაგრამ რა? – პატარა მაწანწალა ბიჭირომელიც ისეთიგაჭირვებულიარომ მეტი არ შიეიძლებაის დევნილია აფხაზეთიდანკერძოდტყვარჩელიდანმას იქმამა ჰყავსრომელიც ქალაქში დარჩაროდესაც თვითონ და დედამისი თბილისში წამოვიდნენბიჭისსიყვარული და მონატრება იმდენად ძლიერია აფხაზეთისადმირომ ადგა და წავიდაიქსადაც წასვლასბევრი ნატრობს და ვერ ბედავსმისი გადადგმული ნაბიჯი უკვე დიდი რისკიაპატარა ბიჭი უსაზღვროიმედით მიდისრომ იფიქრებმისია უკვე მთელი აფხაზეთიომას ენატრება ზღვარომელიც შორია,წვიმარომელსაც სხვანაირი სუნი და ხმა აქვს.
      “აფხაზეთის წვიმა მიყვარს.
       იცი რად?
       მგოსნის ხმა აქვს,
       როს ფოთლებზე ხმაურობს.”
                               გალაკტიონ ტაბიძე
      ასეთი ამბიცია აფხაზეთში წასვლისიქ ჩაღწევის და საზღვრის გადალახვისალბათ დამპყრობელსაცკი არ ჰქონდაეს რა თქმა უნდახუმრობით.
      “აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს-
       ეს კაციაალბათთურქის თემის…”
                                   მურმან ლებანიძე
      მე რაც აფხაზეთზე ვიციყველაფერი გადმოცემითან გაგონილისამწუხაროდთუ საბედნიეროდ,ერთ რამეს მივხვდირომ აფხაზეთი დიდი ტკივილია ჩვენთვის!
      “რა პატარა ხარ!(ალბათ ცრემლს თუ აღემატები!)
       და რამდენ სიმწარეს და სიხარულს იტევ.”
                                           შოთა ნიშნიანიძე
      როდესაც მე ამ თემაზე ვმუშაობდიწავიკითხე და მოვიძიე ინფორმაციებიუფრო და უფროდიდიინტერესი მიჩნდებოდაიმიტომ რომ როდესაც ადამიანი წაიკითხავსთუ როგორ აღწერს გალაკტიონტაბიძე აფხაზეთსმგონი არ უნდა იყო ადამიანირომ არ დაინტერესდე და არ მოიხიბლო.
      “გამარჯობააფხაზეთო შენი!
       ლურჯო მთებოთეთრო სანატორია!
       მომენატრა მზესინათლის მფენი,
       მომენატრა ზღვარომელიც ვრცელია.”
     ერთი სურვილი გამიჩნდა ამ თემაზე მუშაობისასმინდოდაბოლოს წერილი მიმეწერააფხაზეთისათვისროგორც აფხაზი გოგო მიწერდარომელმაც ყველაფერი საკუთარი თვალებით ნახარათქმა უნდამისნაირად მე ვერ განვიცდიმაგრამ მე მივწერ აფხაზეთს ჩემი გრძნობის შესახებ...
  
                                                       “წერილი აფხაზეთს

     გამარჯობააფხაზეთო შენიროგორ მენატრებივერც კი წარმოვიდგენდი ასეთი ძლიერი თუიქნებოდა შენდამი ლტოლვამეპატარა გოგოსთუ ესე მენატრები და მაკლიხარწარმომიდგენიაიმასროგორ ენატრებივინც შენ მიწაზე გაიზარდაროგორ დაგიბრუნორა გავაკეთოთუმცამე რაშემიძლიაუბრალოდ ვიტირო და გაგიხსენომეტი არაფერიარ მინდაბევრი ვიფიქროიმიტომ რომვხვდებირაც ჩემი იყოახლა ეკუთვნის სხვასვერასდროს ვისეირნებ სანაპიროზერომელზეც ამდენიწელი დავრბოდივეღარ გავიგებ ტალღების ხმას და ეს რატომ ხდება? –იმიტომრომ ვერ გადმოვდივარშენს საზღვარზემაკავებს ვიღაც და ეს ვიღაც რუსი სამხედროარომელსაც სისხლში ერთი წვეთიც არაქვს აფხაზის...
     აფხაზეთონეტავ იცოდერამდენ წერილს გწერთრამდენ ლექსს და სიმღერას გიძღვნითმაგრამამაოდმაინც არ გესმისდაგაყრუა და დაგაბრმავა რუსის სალდათმანეტავ დადგეს ისევ ის დღე,როდესაც მე შენ გელაპარაკებოდი და შენც მპასუხობდიმე ახლაც გელაპარაკებიგიყვირიმაგრამ არცგესმისრომელ პასუხზეა ლაპარაკიმინდა ყოველთვის გახსოვდერატომღაც ყველაფერი ისე მოხდა,რომ დამშვიდობებაც ვერ მოვასწარინაწყენი  ხარუნდა იყომაგრამ მემე უფრო მწყინსიყავი ჩემი დაისე იქცევი თითქოს აღარც გახსოვარ?! ნეტავ იცოდერას ვგრძნობროგორ მენატრებინაწილი ხარროგორც ჩემი ასევე მთელი საქართველოსი...
     რაღაცის თქმა მინდამაგრამ ადრე როგორც გენდობოდიისე ვეღარ გენდობიარ ვიცირატომმაგრამალბათ სხვა რომ გდარაჯობს და სხვა რომ გიცავს ჩემად ვეღარ აღგიქვამროგორ მიჭირს შეგუებაიმასთანრომ საბოლოოდ გადამეწურა იმედი შენი დაბრუნებისრანაირად მოგაწვდინო ხმაშენ ალბათიცი რისი გაკეთება შეიძლება შენს დასაბრუნებლადმიმახვედრერა გავაკეთოდღესვე ავდგები დაწამოვალსადროგორვისთანარ ვიცი.
     ჩემი სახლი მენატრებაეზობაღჩაროგორ მინდა ერთხელ მაინც გნახო ისევრატომ უნდა ვინატროეს ყველაფერიროგორ მოვიდე შენთანმინდაამიხდეს სურვილირომელიც თითქმის ოცი წელიააჩრდილივით დამსდევსოცი წელი იცი რამდნეია? – ძალიან ბევრიექვსი წლის ვიყავიროდესაცძაღლებივით გამოგვყარეს აფხაზებიჩვენსავე ქალაქიდანგახსოვსგახსოვსრა გვიქნესმე ისე მეხსოვს,რომ ვერც ვერასდროს დავივიწყებსაშინელისასტიკისამხედროს ფორმაში გამოწყობილი ბიჭები,კაცებიროგორ გვირტყამდნენკაცსქალს თუ ბავშვსარ გვინდობდნენ არავისვერასდროს ამოვშლი ამდღეებს თავიდან!
     მე ავდგები და წავალიქსადაც ალბათ აღარავინ შემიშვებსრომც შემიშვან ვეღარავინ მიცნობსშენცზურგს შემაქცევ აფხაზეთოარ მინდა მე ამ ყველაფრის წარმოდგენავერ შევეგუები იმასრომ შენ მეზურგს მაქცევეს ჩემთვის დიდი ტკივილიასიყვარულში გამოგიტყდე? –მგონი სასაცილო იქნებაშენჩემზე უკეთ იციროგორც მიყვარხარ!
     არ მახსოვს მე შენი ცუდიმხოლოდ კარგი მახსოვსესე რატომ ხდებაიმიტომ რომ არ გაქვს ნაკლი,თუ იმიტომრომ იმდენად მომენატრერომ მხოლოდ კარგზე ვფიქრობშენი არ ვიციმაგრამ მედავიღალე ასე ყოფნით...
     დამიბრუნდი აფხაზეთო მე!
ბოლოსერთი ლექსი მინდა გაგახსენომე-20 საუკუნის 70-იან წლებში მოგიძღვნა იგი პოეტმაალბათ,ავი წინათგრძნობა აწუხებდა შოთა ნიშნიანიძესროცა “აფხაზურ კანტატას” წერდა.
 აფხაზური კანტატა
 Iჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან,
ბადეს შლიდა… და მშვილდ-ისრით ტყეში ნადირს არბევდა.
ხვიჩას ზრდიდნენ აფხაზები ჩაუქად
                                                                   
                                                   ილია მეორე 

ცოდვა ჩადენილი აქვს ყველას: ქართველებს, ოსებს, აფხაზებს, სხვებს და აი, აქ უფლის წინაშე უნდა მოვინანიოთ ეს ცოდვები და უნდა დაიწყოს შერიგების პროცესი ჩვენს ერებს შორის. ადრე თუ გვიან აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იქნება საქართველოს შემადგენლობაში და ჩვენ იქ უნდა შევიდეთ როგორც მოსიყვარულე ძმები. ჩვენ მივმართავთ ყველას: ქართველებს, აფხაზებს, ოსებს და სხვებს, რომ გამოიჩინონ ქრისტიანული სათნოება, მიმტევებლობა. ბედნიერია ის, ვისაც ეს მადლი აქვს, ვინც ცდილობს შეურიგდეს მას, რომლისგანაც მიღებული აქვს წყენა.
ქართველებს და აფხაზებს უერთმანეთოდ არ შეგვიძლია და რაც შეეხება ომს, ამ ომში ორივე მხარე დამარცხდა. აღნიშნულის შესახებ დღეს სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საღვრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებისას განუცხადა.
"მე არ ვიცი, ეს იყო აფხაზეთის გამარჯვება, თუ დამარცხება საქართველოსი. სად არის გამარჯვება და სად არის დამარცხება, მეტად რთული საკითხია. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო აფხაზეთის გამარჯვება, ეს არ იყო საქართველოს დამარცხება. ეს იყო ორივეს დამარცხება. ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის, ეს იყო ომი მათ წინააღმდეგ, ვისაც შურდა ჩვენი, მაგრამ მეგობრობა გაიმარჯვებს. ქართველები და აფხაზები ვგრძნობთ იმას, რომ არ შეგვიძლია უერთმანეთოდ. ქართველი გრძნობს, რომ აფხაზები ჩვენი სისხლი და ხორცია. აფხაზებიც იგივეს გრძნობენ. მალე დადგება დრო, როდესაც ჩვენ ვიქნებით ერთად", - ბრძანა უწმინდესმა და იქვე დასძინა, რომ რომ აფხაზეთის ომში ორივე მხარე დამარცხდა, ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის, ეს ომი იყო იმათ წინააღმდეგ, ვისაც ქართველებისა და აფხაზების ერთგულების და მეგობრობის შურდა.


კათოლიკოს პატრიარქმა ქადაგების დროს ასევე მოიხსენია აფხაზეთის ომის დროს გმირულად დაღუპულები: ჟიული შარტავა, მღვდელ-მონაზონი ანდრია ყურაშვილი, იური (გიორგი) ანუა, მამია ალასანია, რომელმაც არ მიატოვა ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია, გენერლები გენადი ადამია და პაატა დათუაშვილი, ასევე, სამოქალაქო პირები თამაზ ნადარეიშვილი და მალხაზ ვაჩეიშვილი.
                                    
ჟიული შარტავა
საქართველოს ეროვნული გმირი, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე.
დაიბადა სენაკში 1944 წლის 7 მარტს. ოქროს მედალზე დაამთავრა სენაკის მეორე საჯარო სკოლა, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა ინჟინრად; შემდეგ იყო კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე თბილისსა და რუსთავში. 1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1992 . არჩეული იყო დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატად.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 18 ივლისს, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების მქონე ჟიული შარტავა ინიშნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. აფხაზეთის ომის დროს არ დატოვა სოხუმი, ბოლომდე იცავდა მას სეპარატისტებისაგან.
 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს..
რამდენიმე დღით ადრე სატელეფონო საუბარში თავისი განცდები მეგობარს გაუზიარა: „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.“ მოლაპარაკების შემდეგ მისი ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მინიჭებული აქვსდიდგორისადავახტანგ გორგასლისპირველი ხარისხის ორდენები, 2004 წელს კი ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

16
სექტემბერს, გამთენიისას, რუსეთი მორიგ ღალატს პირველი ტყვიებით ამცნობს სოხუმს. რუსული საინფორმაციო წყაროებით ვრცელდება ცნობა, რომ ქალაქს უსწრაფესად აიღებენ. ქრებამითი”, თითქოს სოხუმი ისეა გამაგრებული, რომ ჩიტიც ვერ შეფრინდება.
ქალაქში პანიკა მატულობს. მოსახლეობა პასუხს ითხოვს კითხვაზე, დატოვონ თუ არა ქალაქი! 27 სექტემბრამდე ამ კითხვის პასუხი არ არსებობს.
1993 წლის 27 სექტემბრის შტურმზე მისი უშუალო მონაწილე, მაშინდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მწერალი აკაკი გასვიანი გვესაუბრება.
კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს, თუ როგორ იცავდნენ ჩასაბარებლად განწირულ ქალაქს მისი უკანასკნელი მეციხოვნენი, არა მარტო სოხუმელი, არამედ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსული მეომრები, უშიშარიავღანელები”, დაცვის ბიჭები. გუმისთის მისადგომებთან კი 12 დღის განმავლობაში (ყოველგვარი შეცვლის გარეშე) ფაქტობრივად შიშველი ხელებით აჩერებდნენ მომხდურს, რათა ზურგს უკან მდგომ ოჯახებს ქალაქიდან გახიზვნის საშუალება ჰქონოდა.
ჩვენ თვალწინ წამოიმართება ჟიული შარტავას პიროვნული სიდიადე, რომელიც უიმედო დაპირებებისა და ღალატის დროსაც ინარჩუნებს გარეგნულ სიმშვიდეს და XX საუკუნის მიწურულს გმირობის მაგალითს კიდევ ერთხელ ჩაწერს საქართველოს ისტორიაში.
მზაკვრული ზავი
აკაკი გასვიანი: “ქართულმა მხარემ კარგად იცოდა, რომ რუსეთის მზაკვრული ზავის ნდობა არ შეიძლებოდა (3 სექტემბრის პრეცედენტი ხომ გვქონდა). ჟიული შარტავას ხელმძღვანელობით, თადარიგი ადრიდანვე დავიჭირეთ. ჯერ კიდევ 9 სექტემბერს, მან, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ძალოვანი სტრუქტურების თათბირზე გამომიძახა და მიბრძანა: – დღეიდან, ძალოვანი სტრუქტურების კურირებას თქვენ გასწევთ. სოხუმის დასაცავად მზად უნდა ვიყოთო. მისი ინიციატივით, კონსპირაციულად დავიწყეთ ქალაქის მე-2 და მე-3 თავდაცვითი რგოლების გამაგრება. სახელდახელოდ შევაგროვეთ ავტომატები. 16 სექტემბერს ბატონი ჟიული თბილისში გახლდათ. სასწრაფოდ ვაცნობე ქალაქში შექმნილი ვითარების შესახებ. საღამოსვე სოხუმში ჩამოფრინდა. დაიწყო სადღეღამისო მორიგეობა. მდგომარეობა დაძაბა ინფორმაციამ დივერსიის შესახებ, რის შედეგადაც გუმისთიდან თვითნებურად მოიხსნა ბატალიონებივისი ბრძანებით? – დღესაც უცნობია(!). შეიარაღებული ჯგუფები რკინიგზის სადგურთანაც გამოჩნდნენ, გარეუბნებში ქუჩის ბრძოლებიც დაიწყო.
მდგომარეობა გართულდა. ზედიზედ იკარგებოდა სოხუმის კვარტალები. მტერი თანდათან შემოდიოდა ქალაქში. 17 სექტემბერს, დილის 9 საათზე, მინისტრთა საბჭოში ედუარდ შევარდნაძე მოვიდა. მესაუბრა. წასვლისას მითხრა: “მინისტრთა საბჭომ უნდა იმუშაოს, დაცვას გავაძლიერებთ დამატებითი ძალებით”. ათიოდე წუთში გურამ ჯანიაშვილის მეთაურობით, 32 “ავღანელიმოვიდა დასახმარებლად და სართულებზე განაწილდნენ. ათის ნახევარზე ჟიული შარტავაც მოვიდა და 11 საათზე მინისტრთა საბჭოს სხდომა გვაქვს დანიშნულიო, გვითხრა. მალე შემოგვიერთდნენ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლორიკ მარშანია, სამდივნოს თანამშრომლები: არიკ შენგელია, ვახტანგ გეგელაშვილი, მიშა კოკაია, მრეწველობის მინისტრი რაულ ეშბა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია, პრესსამსახურის უფროსი საშა ბერულავა.
დაბომბვა კვლავ განახლდა. გუმისთაზე ფრონტის ხაზი გაირღვა და მოწინააღმდეგემ თავისუფლად შემოაბიჯა ქალაქში. გზად ცეცხლს უკიდებდნენ ქართველთა სახლებს, ხვრეტდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. ქალაქში მხოლოდ მინისტრთა საბჭო და კომენდატურა ფუნქციონირებდატელეფონის ზარზე, დაეტოვებინა თუ არა ქალაქი მშვიდობიან მოსახლეობას, უკვე კატეგორიულად ვპასუხობდითსასწრაფოდ გადით ქალაქიდან! ქართველი მეომრები თავგანწირულად იბრძოდნენ, მაგრამ ურიცხვ მტერთან გამკლავება გაჭირდა. სამხედრო ოპერაციას პროფესიონალის ხელი ეტყობოდა, კარგად იყვნენ გაწვრთნილი ქუჩის ბრძოლებისთვის (ომის დამთავრების შემდეგ გახდება ცნობილი, რომ სოხუმის შტურმით აღებას რუსი პოლკოვნიკი ანატოლი სიდორენკო ხელმძღვანელობდა)”.
იერიშიმთავრობის სახლზე
დღის 12 საათია. ინტენსიური დაბომბვებისგან ყველაფერი ირყევა. ისვრიან სხვადასხვა ტიპის ნაღმსატყორცნიდან: დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, ფუნიკულორიდან, “აიდგილარასშენობიდანბრძოლა ორმოც წუთს გრძელდება.
დღის 1-ელ საათზე, როდესაც საბრძოლო მარაგი გვეწურებოდა, კიდევ ერთხელ ვითხოვეთ, რომ ჩვენთვისცოცხალი კორიდორისშესაქმნელად ორი ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი მაინც გამოგზავნონ. ვრეკავდით მთავარსარდალთან, თავდაცვისა და უშიშროების მინისტრებთან, ქალაქის კომენდანტთან, №23 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მეთაურთანგვპირდებოდნენ: “აი, ახლა გამოვაგზავნით, აი, ახლაბრძანება გაცემულიაუკვე წამოვიდნენ”… მაგრამ მაშველი ძალა არ ჩანდა(?!). შტურმი ძლიერდება, მინისტრთა საბჭოს შენობის რამდენიმე სართულს ცეცხლი უჩნდებააშკარა ხდება, რომ მტერს ვეღარ მოვერევით, ახლა უსწრაფესი მოქმედებაა საჭირო, რომ ტყვედ არ ჩავბარდეთ”.
გავდივართ!”
სანაპირო ქუჩიდან მიმავალ ადამიანთა ნაკადს ჟიული შარტავა თავისი კაბინეტის ფანჯრებიდან ადევნებს თვალყურს. სოხუმის დასავლეთ ნაწილშიშუქურაში, ზღვისპირა ზოლსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ათასობით ადამიანი ალმოდებული ქალაქიდან გასვლას შეძლებს (შემდეგ კი სვანეთის უღელტეხილს გაუყვება).
როცა ადამიანთა ნაკადი შეწყდება, აფხაზეთის მინისტრთა საბჭო თავის ფუნქციას ამოწურულად მიიჩნევს. მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს ბრძანებას ჟიული შარტავა: “გავდივართ!”
აკაკი გასვიანი: “ჟიული შარტავასა და გურამ ჯანიაშვილის ბრძანებით გადაწყდა მცირე, 2-3-კაციან ჯგუფებად გავსულიყავით და ბოლომდე წინააღმდეგობა გაგვეწია მტრისთვის. კიბეზე დავეშვით. ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, გურამ გაბისკირია, ჯუმბერ ბეთიშვილი, იური გავა და სხვები ქუჩისკენ ჩამავალ კიბესთან შეჩერდნენ. ჟიული შარტავას თან ახლდნენ დაცვის ბიჭები: ავთანდილ დეკანოიძე, მამია ალასანია, ბადრი ბაღათურია, თენგიზ აბსანძე, ელგუჯა შარტავა და მერაბ კვირიკაძე.
ჩემი მანქანისკენ ვიხედები, იქნებ შევძლო იქამდე მისვლადა ჟიული შარტავას გაყვანა. სანამ გამოსავალს ვეძებ, ტყვიის ზუზუნი მომესმა. ცხადლივ ვხედავ ტყვიის ირგვლივ წაგრძელებულ ტალღებს, უფლის ნებით, თავის გაწევას ვასწრებეტყობა, სნაიპერმა ჩემს სვანურ ქუდს დაუმიზნაერთხელ თაღს ამოვეფარე, მაგრამ მეორე გასროლაზე მეომრების ჯგუფი მომაწვა და უკვე ღია სამიზნედ ვიქეცი. იქ დარჩენა არ შეიძლებოდა. ჩემს მცველს, ზურაბ სუბელიანს დავუწყე ძებნა, რამდენიმე ტყვია ისევ ამცდა. ამ დროს გურამ კვარაცხელიამ ჩამავლო ხელი, – ხომ ხედავ, შენ გესვრიან, კედლისკენ გავიდეთო. სკვერში გადავინაცვლეთ, იქ უარეს საფრთხეში აღმოვჩნდით. ფრუნზეს ქუჩიდან ტყვიამფრქვევები დაგვიშინეს. გურამი მიწაზე გაწვა, მე ხეებს ამოვეფარე და ნახტომ-ნახტომით მივაღწიე ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარამდე. ეგონათ, დაგვხოცეს და სროლა შეწყვიტეს. ქუჩის მესამედი გვქონდა გადასალახი და სროლა ისევ განახლდა. ჯვარედინ ცეცხლში მოვექეცი. ცოცხლად ჩემს აყვანას ვერ შეძლებენ, ხელყუმბარა და ბოლო ტყვია მქონდა გადანახული. ფრუნზეს ქუჩაზე, სამხატვრო სკოლასთან შემომიერთდნენავღანელები”. იქ ათი წუთი დავყოვნდით. ავღანელთა ბატალიონის უფროსმა გურამ ჯანიაშვილმა დამამშვიდა, ჟიული შარტავა თავისი ჯგუფით ბოტანიკური ბაღის წინ გამავალ ქუჩას გაუყვაო. ვიფიქრე, როგორც დათქმული გვქონდა, კომენდატურას (წერეთლის ქუჩაზე, უნივერსიტეტის შენობაში) მიაშურეს-მეთქი. თუმცა, კომენდატურაში 2-3 კაციღა დამხვდა, შარტავა მათ შორის არ ყოფილა. წითელი ხიდისკენ წავედი, იქ ბრძოლები არ ყოფილა, გორაკებზე შემდგარი მაღლივი შენობებიდან მტერი გამვლელებს უშენდა ცეცხლს. იქ შევხვდი ქალაქის კომენდანტს მერაბ გამზარდიას, მის მოადგილესნუგზარ ქოიავას და აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს კოტე ზაქარაიას. მტერს შეუმჩნეველი არ დავრჩენილვართ, სროლა ატეხეს. ჭურვების თანხლებით პატარა ბაზრამდე მივაღწიეთ და რუსეთის საჰაერო თავდაცვის ობიექტის ჭიშკართან აღმოვჩნდით: “არ გაბედოთ შემოსვლა, თორემ გესვრით!” – ასეთი აგრესიული იყვნენ რუსი სამხედროები ჩვენ მიმართ. თავიანთ მშობლიურ ენაზე შევუკურთხე და იქაურობას გავეცალეთ. გენერალ ვალერი ქვარაიას მძიმე ტექნიკა ტურბაზასთან იდგა. ავუხსენი მდგომარეობათუნდაც ერთი ტანკი მოგვაშველეთცოცხალი კორიდორისშესაქმნელად-მეთქი. არც ამას დავჯერდი. თბილისის გზატკეცილით აგუძერაში, სამხედრო შტაბში ჩავედი. ავუხსენი, მთავრობის სახლს უჭირს, იგი ფაქტობრივად ალყაშია და იქიდან გამოსასვლელად მძიმე ტექნიკაა საჭირო-მეთქი. რამეს ვიღონებთოაღმითქვეს.
მიუხედავად შეპირებებისა, ჟიული შარტავას გამოსახსნელად მინისტრთა საბჭოს შენობამდე მაშველი ძალა არ მისულა(?!).
ბოლოინსტანციაედუარდ შევარდნაძე გახლდათ. იგი გულრიფშში იყო. ვითარების გაცნობა არ გამჭირვებია, ყველაფერი იცოდა. საუბრის ბოლოს მითხრა: “ამჯერადაც გვიღალატეს რუსმა სამხედროებმა. ჩვენი დსთ-ში შესვლა არ აღმოჩნდა საკმარისიველაპარაკე ბორის პასტუხოვს, შემპირდა, ჟიული შარტავას და სხვებს ალყიდან საერთაშორისო წითელი ჯვრის მანქანებით გამოგაყვანინებთო”… გული მაინც ცუდს მიგრძნობდა.
საბედისწერო შეძახილი
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გურამ ჯანიაშვილის მეომრებმაცოცხალი კორიდორიგააკეთეს.
ძლიერი აფეთქების ხმამ იქაურობა რომ შეაზანზარა, შეძახილი გაისმაჩახოცეს ბიჭებიო. შეძახილი საბედისწერო გამოდგა. ორიავღანელისასიკვდილოდ დაიჭრაეგონათ, “ცოცხალი კორიდორიაღარ არსებობდა და ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა: მოულოდნელად ჟიული შარტავამ გეზი ისევ მინისტრთა საბჭოს შენობისკენ აიღო. გადაწყდა, ებრძოლათ ბოლომდე, ვიდრე ტყვიები ეყოფოდათ. “ავღანელებსელგუჯა გორდაძე მეთაურობდა. დაცვის ბიჭებთან ერთად, ხელიდან ავტომატი არ გაუგდია ქალაქის მერსგურამ გაბისკირიას. შეურიგებელი ბრძოლა ორ საათს გაგრძელდა. მტერი პირდაპირ შარტავას კაბინეტს ესროდა, პირველად ხანძარი მის ოთახს მოედოწინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა
ჟიული შარტავა კრიტიკულ სიტუაციაშიც ამშვიდებდა მეომრებს, აფხაზებთან მოლაპარაკებას გავმართავო
უცნობმა ყაბარდოელმა ოპერატორმა ვიდეოფირზე ის კადრი აღბეჭდა, როდესაც ჯალათების წინ ჟიული შარტავა დგას, გურამ გაბისკირიასთან, რაულ ეშბასთან, “ავღანელებთანერთად. – არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ! – პასუხობს გურამ გაბისკირია მოძალადეს (ოღონდ რა კითხვაზეჩვენთვის უცნობია). კადრიდან ჩანს ერთ მუშტად შეკრულიშარტავას რაზმისშეუპოვრობა. ისინი უშიშრად მიაბიჯებენეშაფოტისკენ!
შევარდნაძემ აფხაზეთი დათმო…”
უცნაურ ომსუწოდებდა ბატონი ჟიული შარტავა აფხაზეთის ომს, რომელმაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა.
აფხაზეთის ომს ჰქონდა 3 სექტემბრის მზაკვრულისამშვიდობოხელშეკრულება, რომელიც აფხაზთა მხრიდან დაირღვა და ცეცხლი განახლდა, რის შედეგად დაიკარგა გაგრა!
აფხაზეთის ომსარ უნდა ჰქონოდა 27 ივლისის ზავი, რომელმაც ქართული მხარის მძიმე ტექნიკისასეული კილომეტრით, აფხაზურის კირამდენიმე კილომეტრით დაშორება დააკანონა. ამავე ზავით, დანაშაული იყო აგრეთვე გუმისთაზე ბატალიონების მოხსნა. როდესაც სროლები განახლდა, სოხუმში დარჩენილი ის მეომრები, რომელთაც იარაღი გადამალეს, ორმაგი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ: მათ საკუთარი ოჯახებიც უნდა დაეცვათ და მომხდურიც შეეჩერებინათ გუმისთასთან, რამაც ჯარისკაცებში დაბნეულობა გამოიწვია, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები საბოლოოდ სოხუმისთვითმკვლელობისწინა პირობად იქცა!.. დაიკარგა არა მარტო სოხუმი და გაგრა, არამედ მთლიანად აფხაზეთი.
ისმის კითხვაჰქონდა თუ არა ქვეყნის მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს ინფორმაცია აფხაზური მხრიდან მოსალოდნელი ცეცხლის განახლების შესახებ?
საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მაშინდელმა უფროსმა ირაკლი ბათიაშვილმა ამ კითხვაზე ასე უპასუხა: “საქართველოს უშიშროებას ჰქონდა ყველა საჭირო ინფორმაცია მთელი ომის განმავლობაში აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ეს მასალები აუცილებლად დაიდებოდა მეთაურის მაგიდაზე. მთავარსარდალი ვერ აკონტროლებდა აფხაზეთში შექმნილ ქაოსურ სიტუაციას, მოწოდებულ ინფორმაციაზე ადეკვატურად არ რეაგირებდა. ასეთი სვლებით მთავარსარდალმა აფხაზეთი დათმო, უშიშროების მასალებს კი მისივე სამუშაო მაგიდაზე დაედო საიდუმლო გრიფი. მეთაურისგან ლიმიტირებული მასალები პროკურატურაში დღესაც საიდუმლოდ ინახება”.
პასუხგაუცემელ კითხვებს შორისაა, ყველაზე მთავარი, – რატომ ვერ მიაშველა განწირულ ქალაქს მთავარსარდლობამ კოდორზე შეჩერებული საარმიო კორპუსები, რომელსაც სარდლობდნენ პაატა დათუაშვილი, თენგიზ კიტოვანი და დავით თევზაძერასთან გვაქვს საქმე, არაპროფესიონალიზმთან თუ შეგნებულ ღალატთან.
შეიძლებოდა სოხუმის გადარჩენა?
აკაკი გასვიანი: “შეიძლებოდა! ჩვენი მეომრები, მართალია, არ იყვნენ გაწვრთნილი სრული სამხედრო სტანდარტებით, მაგრამ მათ გამოავლინეს ჭეშმარიტად ქართული მეომრული სული, რამაც არაერთი ბრძოლა მოაგებინა (15-16 მარტსეშერის მისადგომებთან, ბრძოლა ტამიშთან, კამანთან).
12 დღის განმავლობაში ქართველმა მეომრებმა თავგანწირული ბრძოლებით არაქათი გამოაცალეს აფხაზი სეპარატისტების მიერ დაქირავებულბოევიკებს”. კიდევ ორი საათი რომ გაგრძელებულიყო ბრძოლა, მტერი უკუიქცეოდა (რუსმა სამხედროებმა ომის შემდეგ ეს თავად აღიარეს).
26 სექტემბერს, სამხედრო შტაბის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება რომ შესრულებულიყო და ქალაქის ცენტრი შესაბამისად ორი ბატალიონით გაემაგრებინათ, სოხუმი გადარჩებოდა”.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე
ქალბატონი ლია ჯალაღონია-შარტავა წლების შემდეგ იმ დღეს გაიხსენებს, როდესაც მეუღლეს უკანასკნელად დაემშვიდობა: “დილის 5 საათი იყო. ყურმილი ავიღე. სოხუმიდან რეკავდნენ. ტელეფონთან ჟიულის სთხოვდნენ. ყურმილი გადავეცი, თან ჟიულის შევცქეროდიის თანდათან გაფითრდა, სუნთქვა გაუხშირდა და მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი სიმშვიდით იძლეოდა პასუხებს, განკარგულებებს. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა, – ლია, მგონი ისევ დაიწყო ომი აფხაზეთშიო. სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა სახელმწიფო მეთაურთან შესახვედრად, დღის სამის ნახევარზე დაბრუნდა. 3 საათზე სოხუმში უნდა გაფრენილიყო. მის სამუშაო ოთახში შევედი, უცებ მომიბრუნდა და მითხრა: “ლია, ცხოვრებაში ჩვენ ბევრი გაჭირვება გამოვცადეთ და ახლა ესეც უნდა ვნახოთ”. უკვე ვიცოდი, რომ სოხუმი იბომბებოდა. ოთახიდან გავედით. კართან ერთმანეთს დავემშვიდობეთ. გასვლის წინ მითხრა: “ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რაიმე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ”. ჟიული შარტავა მოახლოებულ აღსასრულს არა მარტო გრძნობდა, არამედ როგორც მწერალი ჯემალ აჯიაშვილი (ბატონი ჟიულის თანაკლასელი) იტყვის: “ამ ნაბიჯისთვის იგი მთელი თავისი ცხოვრება ემზადებოდა. არ შეიძლება ცხოვრების წესი, ჩვეულებები, ხასიათი, შეწირვისთვის მზადყოფნა ერთ დღეში დაიბადოს და ჩამოყალიბდეს.
საბედისწერო ნაბიჯი იყო? ამას ვერ ვიტყვი. ჟიული თავისი არსით, ცხოვრებით ერის დიდებულ წარსულს იყო შეძერწილი და მოიქცა ისე, როგორც მის ძირსა და გენს ეკადრებოდა. ამ გზისაკენ დიდი წვალებით, შრომით, ტრაგიზმით მიდიოდა”.
27 სექტემბერს საქართველომ აფხაზეთი დაკარგა
ps ეს მასალა უამრავ ქართულ საიტზე და ფორუმებზე დევს და ვერცერთ მათგანზე წყარო მითითებული ვერ ვნახე. მე პირადად აღებული მაქვს ამ საიტიდან http://afxazeti.ge/
Comments
gmirebi.ge

http://gmirebi.ge/?p=570





Комментариев нет:

Отправить комментарий