გვახსოვდეს
აფხაზეთი / პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
||||
სახელი და გვარი
|
ირმა შელია
|
|||
რაიონი
|
ვაკე-საბურთალო
|
|||
სკოლა
|
186-ე საჯარო
|
|||
ქალაქი
|
თბილისი
|
|||
თემის
მონახაზი
|
||||
თემის დასახელება
|
||||
ინტეგრირებული
პროექტი სახელწოდებით „ გვახსოვდეს აფხაზეთი“
|
||||
თემის შინაარსი
|
||||
დღეისათვის
საქართველოს დაკარგული ტერიტორიები უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. მოსწავლეებმა
შეისწავლეს 2004 წელს გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებული რამდენიმე
სტატია:“აკრძალული ქალაქის სევდა „ომი ქართულად მეტყველებდა “ და სხვ. ლექსები, ქართველი და აფხაზი მწერლებისა ,
რომლებიც ეხებოდა ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობის ომამდელ და ომის შემდგომ პერიოდს
.განსაკუთრებული შთაბეჭდილება მათზე ნოდარ დუმბაძის წერილმა “გული“ მოახდინა.
აფხაზეთის დაკარგვასთან დაკავშირებული საკითხების უფრო სიღრმისეულად
გასააზრებლად მოსწავლეები
შეეცდებიან ომის დაწყების
მიზეზებისა და შედეგების გამოკვლევა - გაანალიზებას , იმსჯელებენ საკითხის გარშემო შექმნილ პრობლემებზე
და ამ პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზებზე .დაიყოფიან სამ ჯგუფად .პირველი ჯგუფი წარმოგვიდგენს
მასალას ომამდელ აფხაზთა და ქართველთა ურთიერთობაზე ,
მეორე ჯგუფი ომის შემდგომ შექმნილ ვითარებაზე
, ხოლო მესამე ჯგუფი განიხილავს აფხაზეთში მდებარე მნიშვნელოვან ეკლესია-
მონასტრებს და მათ დღევანდელ
მდგომარეობას . თითოეული ჯგუფი შექმნის
მიზნობრივ გეგმებსა და პროდუქტს
|
||||
საგანი
|
||||
ქართული ენა და ლიტერატურა ,
ხელოვნება
|
||||
დონე/კლასი
|
||||
დაწყებითი საფეხური , მე- 6 კლასი
|
||||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||||
1-2 თვე (დასრულების დრო დამოკიდებულია კვლევის
ტემპზე და მოსწავლეების ერთობლივი
მუშაობის შესაძლებლობაზე.)
|
||||
თემის საფუძვლები
|
||||
|
||||
|
||||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართული ენა და ლიტერატურა
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. VI. 1.
მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
საუბრობს ნათლად და გარკვევით და პრეზენტაციისას
გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს;
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ
ფაქტისადმი;
ქართ. VI. 5.
მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და
ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.
·
ინდივიდუალურად ან თანამოაზრეებთან ერთად მონაწილეობს
დისკუსიაში;
·
ჯგუფთან ერთად შეიმუშავებს, წარმოადგენს და სათანადო
არგუმენტებით იცავს საერთო პოზიციას;
·
აზრის გამოთქმისას იცავს მიღებულ ფორმალობებს (დგება
აუდიტორიის წინ და ამყარებს მსმენელებთან მხედველობით კონტაქტს;
·
გეგმავს და ამზადებს ჯგუფურ ან წყვილურ საკომუნიკაციო
ამოცანას, სხვადასხვა საშუალებით (ბიბლიოთეკის, ინტერნეტის და
ა.შ. მეშვეობით)
აგროვებს მასალას, გააცნობს მას ჯგუფის წევრებს და ითვალისწინებს მათს აზრს;
·
შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად
საკითხებზე მსჯელობას.
მიმართულება: კითხვა
ქართ. VI. 9. მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე
დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები
და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ.
·
გამოხატავს უშუალო, ცოცხალ განცდასა და დაკვირვებაზე
დაფუძნებულ შეხედულებებს მისთვის მნიშვნელოვან, პრობლემურ საკითხზე მსჯელობის
დროს;
·
ავლებს პარალელს ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის ჟანრის,
თემისა და პრობლემატიკის მიხედვით;
ქართ. VI. 13. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა
სტრატეგიის მიზნობრივად გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კითხვისას წამოჭრილი სირთულეების დასაძლევად მიმართავს
სხვადასხვა საშუალებას: თავიდან გადაიკითხავს რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს,
აკეთებს ჩანაწერებს, კომენტარებს უკეთებს ტექსტის ცალკეულ
ნაწილებს; კონტექსტზე,
გამოცდილებაზე დაყრდნობით ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების
მნიშვნელობას;
ხელოვნება
სტანდარტები
და ინდიკატორები
ს.გ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად გამოიყენოს
სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები
ნამუშევრის
შექმნისას.
·
ხატავს სივრცეს პერსპექტივის ძირითადი კანონების გამოყენებით
(წინა, შუა და უკანა პლანი, ნახევარტონები.);
·
ს.გ.VI.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავს სამუშაოს
თანმიმდევრობას;
·
მონაწილეობს ერთობლივი შემოქმედებითი და საორგანიზაციო გადაწყვეტილების მიღებაში;
·
ანაწილებს ფუნქციებს შესასრულებელი სამუშაოს მიზნიდან
გამომდინარე;
·
განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების სავარაუდო დროს;
·
განიხილავს გეგმის რამდენიმე ვარიანტს და შეარჩევს ერთ–ერთს;
·
აფორმებს სხვადასხვა
საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებას;
·
·
ს.გ.VI.6. მოსწავლეს
შეუძლია გუნდში მუშაობა
შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ანაწილებს გუნდში
ფუნქციებს/მოვალეობებს;
·
ს.გ.VI.9. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და
მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
·
ს.გ.VI.12. მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და
ხელოვნების მოღვაწეებს.
·
|
||||
|
||||
მოსწავლეები შეძლებენ
1.გააცნობიერონ ომის როლი ადამიანთა ცხოვრებაში ;
2. შეისწავლიან ინფორმაციის მოძიებისა და
დახარისხების სტრატეგიებს .
3.გამოიკვლევენ სხვადასხვა პრობლემის
გამომწვევ მიზეზებს;
4.შეეცდებიან იმსჯელონ პრობლემის გადაჭრის გზებზე .
5.შეაფასებენ ომამდელ და ის შემდგომ განვითარებულ
მოვლენებს ;
6.სხვადასხვა ფაქტების გაცნობის შემდეგ
დამოუკიდებლად გამოიტანენ დასკვნებს.
7. შეძლებენ მოძიებული მასალიდან
კონცეპტუალური ინფორმაციის ამოკრეფას .
8. პროექტზე მუშაობის შემდეგ მოსწავლეებს
განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარ- ჩვევები.
9.გაიღრმავებენ პასუხისმგებლობის გრძნობას
.
10.შეძლებენ მოპოვებული ინფორმაციის
შემოქმედებითად გამოყენებას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით .
11.დააკვირდებიან საგანთა შორის კავშირებს
და შეძლებენ სხვადასხვა მოვლენის
დადებით თუ უარყოფით მხარეებზე მსჯელობას.
12.შეძლებენ გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური მასალა ინფორმაციის
შესაგროვებლად და გასაერთიანებლად, შემდეგ კი მიღებული ცოდნის აუდიტორიისათვის
გადასაცემად.
13.
პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებს
გაუღრმავდებათ პატივისცემა სამშობლოსთვის დაღუპული გმირების მიმართ ,
აუმაღლდებათ პატრიოტული გრძნობა , გაეცნობიან უახლესი წარსულის მნიშვნელოვან ფაქტებს ,
კერძოდ, აფხაზეთის ომის გამომწვევ მიზეზებს და იმსჯელებენ აფხაზეთში დღესდღეობით
შექმნილ ვითარებაზე.
14.
გაავლებენ პარალელებს ნანახ ფილმებსა და ომის გარშემო წაკითხულ
ნაწარმოებებს შორის 15.გააცნობიერებენ
ეკლესია-მონასტრებისა და ენის როლს ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში
|
||||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||||
ზოგადი კითხვა
|
1.რა როლს
ასრულებს ომი ადამიანთა ცხოვრებაში ?
|
|||
თემატური კითხვები
|
1.იმსჯელეთ , რა არის
აფხაზებისა და ქართველების გაუცხოების
მიზეზი
2. რომელი მესამე ძალა ჩადგა
აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაში
3.რაზე მეტყველებს ის ფაქტი , რომ რუსებმა ქართული
წარწერები გადაშალეს აფხაზეთში მდებარე
ეკლესია -მონასტრებში
4.ომის დროს
ყველა ქართველი ცდილობდა
ქართულად ელაპარაკა .რაზე მიგვანიშნებს
ეს ფაქტი?
|
|||
შინაარსობრივი კითხვები
|
1.ნოდარ დუმბაძის წერილში „
გული ‘’ რომელი ფაქტი მეტყველებს იმაზე , რომ აფხაზეთსი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ ?
2. ნოდარ დუმბაძის
წერილში „გული ‘’ჩართულია შოთა
ნიშნიანიძის ლექსი „ აფხაზური კანტატა“ .რატომ უწოდებს ლექსში პოეტი უსაქართველოდ დარჩენილ
აფხაზეთს „ამორძალს’’?
|
|||
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||
პროექტის
განმავლობაში მოსწავლეთა აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების ხელშეწყობისა და
მათ მიერ თემატიკის გაგების ხარისხის მონიტორინგისათვის გამოვიყენებ გამოკითხვის მეთოდს.
განისაზღვრება მოსწავლეების საბაზისო ცოდნა. მათ
უნდა გაიხსენონ რა იციან საწყის ეტაპზე. ამისათვის გამოვიყენებთ
გონებრივ იერიშს და K-W-H-L სქემას. პერიოდულად,
შეიძლება განვიხილოთ პასუხები კითხვის
ასპექტის დავალებაზე, რათა შეაფასოთ ნაწარმოების გააზრების ხარისხი და
შესაბამისად წარვმართოთ სწავლების პროცესი. ვამოწმებთ ეპიზოდურ ჩანაწერებს.
მოსწავლეებს ვთხოვ გამოიყენონ სამოქმედო გეგმა,
რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვის და გეგმის განხორციელების დროს
დაეხმარება. გეგმა შეგვძლია გამოვიყენოთ მათი ნამუშევრის საბოლოო
შეფასებისთვისაც. მოსწავლეები
მოამზადებენ პრეზენტაციებს. საბოლოო პრეზენტაციების დასრულებამდე გავმართავ მასწავლებლისა და თანაკლასელთა კონფერენციებს
უკუკავშირის გაზიარებისთვის.
მოსწავლეებს ვთხოვ თანაკლასელთა
უკუკავშირის ფორმა გამოიყენონ, თანაკლასელების შეფასების დასაფიქსირებლად. ეს მათ პროექტის დახვეწაში
დაეხმარება. გამოვიყენებ დაკვირვების ფურცელს, კვლევისა და პრეზენტაციის შექმნის
პროცესში. შევხვდები მოსწავლეებს ინდივიდუალურად და ჯგუფურად, რათა მათ
შეკითხვებს ვუპასუხო, შევაფასო მათი პროგრესი და დავაკვალიანო ისინი..მას შემდეგ რაც მოსწავლეები თავიანთ პრეზენტაციებს დახვეწენ, ვთხოვ
გუნდებს პრეზენტაციების
შეფასების ფორმით იხელმძღვანელონ და წარმოადგინონ უკუკავშირი თანაკლასელების საპრეზენტაციო
პროექტების შესახებ.
პროექტზე
მუშაობის პერიოდში გაკეთდებათემატური
ჩანაწერები ,
ჩატარდება მინი– ლექციები.პროექტის ბოლოს კი მოსწავლეები მზად იქნებიან
დისკუსიაში მონაწილეობისთვის . მოსწავლეებს, ვთხოვ ,გამოიყენონ ჯგუფური მუშაობის, თვითშეფასების ფორმა
და შეაფასონ ეტაპობრივად პროექტზე მუშაობა
. ეს მათ მომავალში პროექტზე მუშაობის დაგეგმვაშიც დაეხმარება.
|
||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||
1)კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები
2)ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
3) ტექნიკური უნარ-ჩვევები
4) ტექსტის დამუშავების უნარ-ჩვევა
5.მოძიებული მასალიდან კონცეპტუალური
ინფორმაციის გამოკვეთის უნარი
5) ეფექტური
პრეზენტაციების მომზადების უნარი;
6) დისკუსიაში საკუთარი თვალსაზრისის
არგუმენტირებულად გამოთქმის უნარი
7) დისკუსიაში მონაწილეობისას ეთიკის ნორმის
დაცვის უნარი
8) საღი მსჯელობისა და
აღქმის საბაზისო უნარი
9) პასუხისმგებლობის
უნარი მუშაობის პროცესში
|
||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები
პროექტის დაწყებამდე
პროექტის დაწყებამდე გაიმართება
დისკუსია .მოსწავლეები იმსჯელებენ
ზოგად კითხვაზე ,თუ რა
როლს ასრულებს ომი ადამიანთა ცხოვრებაში ? გაიხსენებენ კონკრეტულად აფხაზეთის ომის თემაზე შქმნილ ფილმებსა და ნაწარმოებებს
.გაიხსენებენ ფაქტებს რეალური ცხოვრებიდან ; მეგობრებისა თუ
ახლობლების ნაამბობიდან . ; გაიხსენებენ
საქართველოს დაკარგულ ტერიტიორიებს ;
ივსება ვიცი,
მინდა ვიცოდე , ვისწავლე სქემის პირველი სამი სვეტი, რათა დავეხმაროთ მოსწავლეებს წარსული ცოდნის
გახსენებაში და გავიგოთ მათი საბაზისო ცოდნა. აქვე , შესაძლოა , გამოვლინდეს მათი
არასწორი წარმოდგენები საკითხის გარშემო .მოცემული სქემა ხელს შეუწყობს იმასაც ,
რომ მოსწავლეებმა გამოავლინონ მომავალში , პროექტზე მუშაობისას, რისი გაგება
სურთ . საწყის ეტაპზე გამოვიყენებ გონებრივ იერიშს. ტექსტის შესწავლის პროცესში
მოსწავლეები მუდმივად იმუშავებენ
შინაარსობლივ და თემატურ კითხვებზე.
პარალელურად მოიძიებენ დამატებით ინფორმაციებს .გამოიკვლებენ რა
ვითარებაა დღე აფხაზეთში , რა მდგომარეობაშია მნიშვნელოვანი ეკლესია
მონასტრები ; გაკეთდება კითხვარები და ჩანაწერები . შეგროვილი ინფორმაციის
საფუძველზე შედგება სამი ჯგუფი,
რომლების კონკრეტულად შერჩეულ საკითხებს დაამუშავებენ . თითოეული ჯგუფი გააკეთებს ჩანაწერების
დღიურს. პირველი ორი ჯგუფი იმუშავებს ომამდელ და ომის შემდგომ აფხაზთა და
ქართველთა ურთიერთობაზე , ხოლო მესამე ჯგუფი გამოიკვლევს აფხაზეთში მდებარე მნიშვნელოვან ეკლესია-
მონასტრებს და მათ დღევანდელ მდგომარეობას. პროექტზე მუშობისას ჯგუფის ლიდერებს დაევალებათ
გააკონტროლონ ტექსტზე მუშაობა, კონცეპტუალური ადგილებისა და შესაბამისი
ციტატების სწორად ამოკრეფა ტექსტიდან .
ეს ყველაფერი სწავლების ეფექტურად წარმართვაში დაგვეხმარება.
გაკეთდება ბუკლეტი , რომელშიც იქნება ინფორმაცია პროექტის მიზანსა
და სტანდარტით გათვალისწინებულ მისაღწევ შედეგებზე ; შემუშავდება სამოქმედო
გეგმა ; გაკეთდება სავარაუდო პრეზენტაციების ნიმუშები...
კითხვა
: ნოდარ დუმბაძის
წერილი „გული“ , ამონარიდები კვირის
პალიტრიდან ; საგანგებოდ გავეცნობით აფხაზეთის თემაზე შქმნილ ლექსებსა და
მწერალთა მოთხრობებს , გამონათქვამებს .
კლასში წავიკითხავთ ნუგზარ შატაიძის მოთხრობას „ მოგზაურობა
აფრიკაში ; სახელმძღვანელოში
მოცემულ ალფონს დოდეს მოთხრობას „ უკანასკნელი გაკვეთილი“ გავეცნობით
ინტერნეტიდან მოძიებულ მასალებს : ზვიად გამსახურდიას წერილებს აფხაზებისა
და ქართველების ურთიერთობის შესახებ .
ხელოვნების მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს აფხაზეთში მდებარე
ეკლესია -მონასტრების შესახებ მნიშვნელოვან დეტალებს . შეიქმნება მიზნობრივი
პროდუქტები ნახატების , გაზეთების
სახით. რომელსაც აუდიტორიის წინაშე წარადგენენ მსოწავლეები პროექტის
პრეზენტაციის დროს.
მოსწავლეთა ჯგუფებთან
შეხვედრების დროს გამოვიყენებთ მინი – ლექციის მეთოდს , რათა მოსწავლეებს დამატებითაც მიეწოდოთ რჩევები და
ინფორმაციები , პროექტის თემასთან დაკავშირებით. პროექტზე მუშაობისას
მოსწავლეებმა უნდა გამოავლინონ
ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა
და კვლევის უნარი. მოსწავლეებს, მასწავლებლის მხრიდან ,
მიეცემათ მითითებები პრეზენტაციის ნიმუშის შესაქმნელად .
საბოლოო
პროექტი
პროდუქტი , რომელსაც ისინი შექმნიან, , სხვადასხვა ჯგუფის მიერ
მოძიებულ საკითხთა საფუძველზე,იქნება პრეზენტაციები სლაიდების თანხლებით , მათ მიერ მოძიებულ მასალაში იგულისხმება
თემასთან დაკავშირებული სურათები და
ვიდეო მასალაც . წარმოადგენენ აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი
ნახატების გამოფენას. მოსწავლეები
შემდგომ ეტაპზე გააკეთებენ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას, რათა შეეძლოთ თვითშეფასების განხორციელება თავიანთი მოსაზრებებისა და
შესაბამისი პროდუქტის წარდგენის შემდეგ. ჯგუფები
დაგეგმავენ ერთმანეთთან შეხვედრებს
უკუკავშირის მისაღებად.
პროექტის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი დისკუსია სახელწოდებით “აფხაზეთში დავბრუნდებით“ .სამ
ჯგუფად დანაწილებულ მოსწავლეებს გადაეცემათ თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი
კითხვები , რომლის მიხედვითაც ისინი
შეაჯამებენ პროექტის მსვლელობის დროს
მოძიებულ და დამუშავებულ ინფორმაციებს
, წარმართავენ დისკუსიას. თითოეული
ჯგუფის ლიდერი ჩამოაყალიბებს ჯგუფის პოზიციას .
პროექტის ბოლოს მოსწავლეები დაასრულებენ ჯანსულ ჩარკვიანის ლექსით „ აფხაზეთში დავბრუნდებით’’
|
||||||||||||||||||||||||||||
დიფერენცირებული სწავლება
|
||||||||||||||||||||||||||||
|
სპეციალური საჭიროებები
|
სუსტ მოსწავლეს დავავალებ ბუკლეტის გაკეთებას, რომელშიც იქნება მითითებული კონკრეტული დავალებები.
|
||||||||||||||||||||||||||
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების
ენა არ არის მშობლიური)
|
ნებას
დავრთავ საბოლოო პროექტში გარკვეული ნაწილი მშობლიურ ენაზე წარმოადგინოს
.მოიძიებს სურათებს, რომელსაც ახსნის თავის ენაზე .შეიძლება ტექსტის ერთი
მონაკვეთის თარგმნა და მშობლიურ ენაზე წაკითხვაც .
|
||||||||||||||||||||||||||
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
წავახალისებ , რათა
მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული
პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ. დავნიშნავ ჯგუფის ლიდერებად .
მივაღებინებ მონაწილეობას მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკების შექმნაში.დააკვირდებიან პროექტზე მუშაობის
პროცესს.
|
||||||||||||||||||||||||||
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა) |
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
|
ინვენტარი/მასალები
|
|
ინტერნეტრესურსები
|
|
სხვა რესურსები
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий