დისკუსიის დროს მოსწავლეების მიერ გამოთქმული აზრები
მარიამი: ჩემი აზრით ,აფხაზმა გოგონამ ამ დღიურებით ნათლად წარმოგვიდგინა თუ რა საშინელებაა ომი და რა შედეგები მოსდევს მას. ომი სრულიად ცვლის ადამიანთა ცხოვრებას .იგი სწორედ აფხაზეთში , შუა ომის ქარცეცხლში წერდა ამ დღიურებს .ხშირად თვითონ იყო მომსწრე და მოწმე ბევრი უღირსი და სასტიკი საქციელისა, ხან აფხაზების და ხანაც ქართველების მხრიდან, ეს დღიური კი, ვფიქრობთ , უნდოდა , რომ დარჩენილიყო და მომავალში ყველას გაეგო, თუ როგორი ურთიერთობა და სიყვარული იყო ამ ორ ერს შორის .
ლიზი: ომი ამახინჯებს ადამიანთა ცხოვრებას !!!
დათო: რაც შეეეხება სოხუმში დაბრუნებას , ვფიქრობ , რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორ ნაწილად იყოფა.ზოგი თვლის , რომ რუსეთის გარეშე ამ კონფლიქტს ვერ მოვაგვარებთ , ხოლო ზოგი თვლის , რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის საჭიროა დიალოგის დაწყება . პირველ რიგში, სიძულვილი უნდა გალღვეს , საერთო ენა უნდა გამოინახოს .თუ ოდესმე შევძელით დაბრუნება, მხოლოდ სიყვარული და ნათესაური კავშირი დაგვაბრუნებს აფხაზეთში ...
ნინო: დიდი დრო გავიდა ომის შემდეგ და, ალბათ , აფხაზებიც დაფიქრდნენ და მიხვდნენ , რომ"" მესამე ძალამ" მათ კარგი არაფერი მოუტანა და რომ ისევ ქართველებთან უნდა აღადგინონ ოდესღაც არსებული ურთიერთობა .ჩვენ გვჯერა , რომ მოვა დრო , ქართველი და აფხაზი კვლავ გვერდიგვერდ დადგებიან , ოდესღაც არსებული ძმობა გააერთიანებთ და ერთადაც იბრძოლებენ ღირსებისა და სამართიანობის აღსადგენად ....
ანანო: ომის დროს აფხაზეთში მცხოვრებმა ყველა ქართველმა ქართულად დაიწყო საუბარი , ეროვნული მოძრაობის პერიოდში რუსული სკოლის პარალელური კლასები დაიხურა , ქართულ სკოლებს კი მოსწავლეები მოუმრავლდა .ომის დღეებში სოხუმი ქართულ ენაზე მეტყველებდა ...ომის ყველაზე დიდი პოზიტივიც სწორედ ეს იყო. .ქართველები თავიანთი მეტყველებით ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ მტრის არ ეშინოდათ .რომ რუსული პოლიტიკა მათთვის მიუღებელი იყო .
ლიზი : ძმათამკვლელი ომის შემდეგ ქართველები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი ადგილსამყოფელი და სოხუმიც მათთვის " აკრძალულ ქალაქად " იქცა . ისინი ვეღარ ახერხებდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლას , თავიანთი სახლების, წინაპართა საფლავების მონახულებას .იმ ტერიტორიაზე რუსული ბატონობს და ქართულად საუბარიც კი აღარ შეიძლება . სოხუმი ახლა იმაზე შორსაა , ვიდრე ოდესმე იყო. ჩემი აზრით, ამ სიშორეში იგულისხმება არა ის მანძილი , რომელიც თბილისიდან სოხუმამდეა ,,არამედ ომი , რომელმაც აფხაზეთი დანარჩენ საქართველოს მოწყვიტა..
წერილი ქართველ ახალგაზრდებს აფხაზეთიდან!
მოგესალმებით ჩვენო თანატოლებო!
ჩვენ ,აფხაზი სტუდენტები ვართ. 2008წ. აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენთან, აფხაზეთში, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. გახშირდა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები,განსაკუთრებით გამკაცრდა კონტროლი ქართველებთან ურთიერთობის ნებისმიერ საშუალებებთან დაკავშირებით. წლებია, რაც სიძულვილს და ზიზღს თესავს უცხო ძალა თქვენსა და ჩვენს შორის და ამას აქტიური პროპაგანდის სახე აქვს ახალგაზრდებში ,სკოლიდან დაწყებული ,უმაღლესი სასწავლებლით დამთავრებული. პირადად მე და ჩემს ოჯახს, იმის გამო, რომ ქართველი მეგობრები მყავს ინტერნეტის საშუალებით და მათზე ხმამაღლა მისაუბრია, დიდი პრობლემები შეგვიქმნეს.
თქვენი მოძრაობის შესახებ (საქართველო გვაერთიანებს) ინტერნეტის საშუალებით შევიტყვეთ და გადავწყვიტე მოგვეწერა, რადგანაც ჩვენთან ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი ქართველებთან აღადგინოს ურთიერთობა. ჩვენი ხელისუფლება ცდილობს შექმნას ინფორმაციული ვაკუუმი, რათა ნაკლებად იყოს ხელმისაწვდომი ობიექტური ინფორმაცია ჩვენთვის.რუს მოქალაქეებს პასპორტში აფხაზს უწერენ და გვისახლებენ, სინამდვილეში კი აფხაზები ცოტანი დავრჩით და როგორც ერი, გაქრობის საშიშროების წინაშე ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ამჩნევს განსხვავებას რუსეთსა და ქართველებს შორის, ამაზე შემიძლია ვუპასუხო შემდეგნაირად,…1993 წლამდე სანამ რუსეთის პროვოცირებული კონფლიქტი დაიწყებოდა, აფხაზეთში ცხოვრობდა 90 ათასზე მეტი აფხაზი, დღეს კი სავალალო მდგომარეობაში ვართ და მხოლოდ 45 ათასი აფხაზი დავრჩით.
ჩვენ, აფხაზი ახალგაზრდები, ვითვალისწინებთ რა რეგიონში შექმნილ ურთულეს მდგომარეობას, კონფლიქტის გამწვავების საშიშროებასა და ნდობის აღდგენის აუცილებლობას აფხაზებს და ქართველებს შორის, მოგმართავთ თქვენ, ჩვენს თანატოლებს, ქართველებს, დავძრათ ყინული და დავიწყოთ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან. ვფიქრობთ, რომ მიუხედავად წარსულის შეცდომებისა და დაღვრილი სისხლისა,ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისა , რომ ურთიერთობები და ნდობა აღვადგინოთ , ორ ისტორიულად მოძმე ერს შორის. სრულად ვაცნობიერებთ რა იმ საფრთხეებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს, გვიქადის უდიდეს საშიშროებას, განსაკუთრებით ისეთ მცირე ერს, როგორიც ჩვენ ვართ. აფხაზეთში მიმდინარეობს აქტიური პროპაგანდა, და აგრესიული პრორუსული დემოგრაფიული პოლიტიკა, რათა მოხდეს აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის სრული ჩანაცვლება, სხვა ეროვნების ხალხით. ჩვენ კი არ შეგვწევს ძალა შევაჩეროთ ეს დამანგრეველი პროცესი.
ჩვენ, თქვენი დახმარებით გვინდა მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, იხელმძღვანელონ საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმებით, და უზრუნველყონ ჩვენი უსაფრთხოება, და იკისრონ შუამავლის როლი აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის.
ჩვენ ,აფხაზი სტუდენტები ვართ. 2008წ. აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენთან, აფხაზეთში, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. გახშირდა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები,განსაკუთრებით გამკაცრდა კონტროლი ქართველებთან ურთიერთობის ნებისმიერ საშუალებებთან დაკავშირებით. წლებია, რაც სიძულვილს და ზიზღს თესავს უცხო ძალა თქვენსა და ჩვენს შორის და ამას აქტიური პროპაგანდის სახე აქვს ახალგაზრდებში ,სკოლიდან დაწყებული ,უმაღლესი სასწავლებლით დამთავრებული. პირადად მე და ჩემს ოჯახს, იმის გამო, რომ ქართველი მეგობრები მყავს ინტერნეტის საშუალებით და მათზე ხმამაღლა მისაუბრია, დიდი პრობლემები შეგვიქმნეს.
თქვენი მოძრაობის შესახებ (საქართველო გვაერთიანებს) ინტერნეტის საშუალებით შევიტყვეთ და გადავწყვიტე მოგვეწერა, რადგანაც ჩვენთან ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი ქართველებთან აღადგინოს ურთიერთობა. ჩვენი ხელისუფლება ცდილობს შექმნას ინფორმაციული ვაკუუმი, რათა ნაკლებად იყოს ხელმისაწვდომი ობიექტური ინფორმაცია ჩვენთვის.რუს მოქალაქეებს პასპორტში აფხაზს უწერენ და გვისახლებენ, სინამდვილეში კი აფხაზები ცოტანი დავრჩით და როგორც ერი, გაქრობის საშიშროების წინაშე ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ამჩნევს განსხვავებას რუსეთსა და ქართველებს შორის, ამაზე შემიძლია ვუპასუხო შემდეგნაირად,…1993 წლამდე სანამ რუსეთის პროვოცირებული კონფლიქტი დაიწყებოდა, აფხაზეთში ცხოვრობდა 90 ათასზე მეტი აფხაზი, დღეს კი სავალალო მდგომარეობაში ვართ და მხოლოდ 45 ათასი აფხაზი დავრჩით.
ჩვენ, აფხაზი ახალგაზრდები, ვითვალისწინებთ რა რეგიონში შექმნილ ურთულეს მდგომარეობას, კონფლიქტის გამწვავების საშიშროებასა და ნდობის აღდგენის აუცილებლობას აფხაზებს და ქართველებს შორის, მოგმართავთ თქვენ, ჩვენს თანატოლებს, ქართველებს, დავძრათ ყინული და დავიწყოთ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან. ვფიქრობთ, რომ მიუხედავად წარსულის შეცდომებისა და დაღვრილი სისხლისა,ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისა , რომ ურთიერთობები და ნდობა აღვადგინოთ , ორ ისტორიულად მოძმე ერს შორის. სრულად ვაცნობიერებთ რა იმ საფრთხეებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს, გვიქადის უდიდეს საშიშროებას, განსაკუთრებით ისეთ მცირე ერს, როგორიც ჩვენ ვართ. აფხაზეთში მიმდინარეობს აქტიური პროპაგანდა, და აგრესიული პრორუსული დემოგრაფიული პოლიტიკა, რათა მოხდეს აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის სრული ჩანაცვლება, სხვა ეროვნების ხალხით. ჩვენ კი არ შეგვწევს ძალა შევაჩეროთ ეს დამანგრეველი პროცესი.
ჩვენ, თქვენი დახმარებით გვინდა მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, იხელმძღვანელონ საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმებით, და უზრუნველყონ ჩვენი უსაფრთხოება, და იკისრონ შუამავლის როლი აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის.
პატივისცემით აფხაზი სტუდენტები:
აფხაზეთის/საქართველო კონფლიქტის მოგვარების გზები
თუ ქართულმა სახელმწიფომ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა, აფხაზეთი თავისით არ დაგვიბრუნდება. საჭიროა დიალოგი აფხაზებთან და მათში იმ შიშის გაქარწყლება, რომელიც ჩვენდამი გააჩნიათ და ეს დიალოგი უნდა შედგეს აფხაზ მოსახლეობასთან, როგორც სამოქალაქო ისე სამთავრობო დონეზე, ყოველგვარი მესამე პირის ჩარევის გარეშე. საქართველოს წინაშე დგას მკაფიო ამოცანა, მაქსიმალურად უნდა შეამციროს რუსეთის გავლენა რეგიონში და გაზარდოს თავისი, ამას კი მოახერხებს ერთადერთი გზით, თავად უნდა იქცეს ყველაზე საჭირო და მიმზიდველ პარტნიორად თავისივე სეპარატისტული რეგიონებისთვის, რასაკვირველია, შეუძლებელია რუსეთის ფაქტორის უგულებელყოფა ან გაქრობა, მაგრამ შესაძლებელია ამ ფაქტორის მინიმუმამდე დაყვანა. დღევანდელი პოლიტიკით ჩვენ ზურგი გვაქვს შექცეული აფხაზებისთვის და ყოველდღიურად ვშორდებით მათ. დრო ყოველთვის მკურნალი არ არის და ხშირად დავიწყებასაც იწვევს! სწორედ ამ მიზეზის გამო გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს შემობრუნება აფხაზებისკენ და მათი მიმართულებით სვლა, ამიტომ უნდა გადადიგას კონკრეტული ნაბიჯები, კერძოდ:
პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს აფხაზეთის დაბრუნება ძალისმიერი მეთოდებით, უნდა მოისპოს საფრთხე საქართველოდან, საქართველო უნდა გახდეს აფხაზების ყოველდღიური და პერსპექტიული უსაფრთხოების გარანტი. უარი ითქვას აფხაზეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის პოლიტიკაზე, ასევე ეკონომიკური საკითხების პოლიტიზირებაზე. უარი ითქვას აფხაზეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და საინფორმაციო ბლოკადის და სანქციების დაწესებაზე (რადგან მაინც არ მუშაობს, ხოლო ჩვენ გვბრალდება მათი ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევა. ამას ისიც ემატება, რომ რეალურად ამ ბლოკადით საქართველო თავად უბიძგებს აფხაზეთს გარესამყაროსთან მხოლოდ რუსეთის მეშვეობით ჰქონდეთ ურთიერთობა და ამით ხელს უწყობს მის კიდევ უფრო ღრმა ინტეგრირებას რუსეთთან. გარდა ამისა, ეს ბლოკადა მხოლოდ განამტკიცებს ისედაც სეპარატისტულად განწყობილი მოსახლეობის შეხედულებას რომ საქართველო მათი მტერია, რუსეთი კი - მეგობარი) და ხელი შეეწყოს აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს დავარწმუნოთ და დავანახოთ აფხაზები, რომ უზარმაზარი რუსული სამხედრო მანქანა, რომელიც დღეს აფხაზეთში მოქმედებს, პირველ რიგში ისევ და ისევ აფხაზების წინააღმდეგაა მიმართული და მათ სასიკეთოს არაფერს მოუტანს. კონფლიქტის სრულმასშაბიანი მოწესრიგების ფუძემდებლური პრინციპია კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთში ღირსეული დაბრუნება განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა. ქართულმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს ქართველი და აფხაზი ხალხის სამოქალაქო დიალოგს, სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფებს შორის კონტაქტების დამყარებას და შემდგომში გაღრმავებას.
აფხაზები გაცილებით იოლად წამოვლენ ჩვენს სამშვიდობო წინადადებებზე, ვიდრე ქართულ საზოგადოებას წარმოუდგენია. ეს იმდენად მცირერიცხოვანი ერია, რომ მათში თვითგადარჩენის ინსტინქტს სერიოზულად აქვს ფესვები გადგმული და შესაბამისად აუცილებლად წამოვლენ თანამშრომლობაზე, თუკი მათ შევთავაზებთ უსაფრთხოებისა და განვითარების შეუქცევად გარანტიებს. გვყავს ძლიერი ჯარი? კარგია. და რაც უფრო ძლიერი ჯარი გვეყოლება, მით უკეთესი იქნება, მაგრამ საქართველოს ტიპის სახელმწიფოები ჯარით ვერ წყვეტენ ამოცანებს. ჩვენისთანა ქვეყანას ჯარი სჭირდება იმისათვის, რომ სხვამ ვერ განახორციელოს თავისი მიზნები ჩვენს წინააღმდეგ. არ შეიძლება აკრძალული იყოს საუბარი თუნდაც აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე. თუ ამაზე არ ალაპარაკებ აფხაზებს შენთან საუბარში, ისინი ვერ მიხვდებიან, რომ ეს აბსურდია. მანამ, სანამ შენ აფხაზს ამაზე არ ელაპარაკები, ჰგონია, რომ შენ ამის გეშინია. რა სჯობს - გვეშინოდეს აფხაზებთან ამ თემებზე საუბრის და ამიტომ მათ სწამდეთ თავიანთი დამოუკიდებლობის პერსპექტივისა, თუ ვისაუბროთ მათთან, ვიდრე თავად არ მიხვდებიან ამ იდეის უპერსპექტივობას? ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, რათა გამოვრიცხოთ ის. შესაბამისად, მსჯელობა აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე აფხაზებთან, ეს არის მცდელობა მუდმივმომქმედ დიალოგში და თანამშრომლობაში გადავიყვანოთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, სადაც ადგილი ექნება როგორც აფხაზებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, ისე ქართული საზოგადიებისათვის საჭირბოროტო საკითხების განხილვას. აფხაზეთის უკან კი არაფერი არ დგას. მსოფლიოს ყველა სეპარატისტული რეგიონის ზურგსუკან მოიაზრება გარკვეული რესურსები: ყარაბახის უკან არის ეთნო-კულტურული სახელმწიფო - სომხეთი. გარდა ამისა, დიასპორაში არსებული უდიდესი ფინანსური თუ პოლიტიკური ბერკეტები. სომხეთს არ დაესიზმრება ის ფული, რასაც დიასპორა აწვდის ყარაბახს სომხეთის გვერდის ავლით. ჩრდილოეთ კვიპროსს თურქეთი ეხმარება თავისი მზარდი რესურსებით; კოსოვოს - ალბანეთი, ჩრდილოეთ ირლანდიას - ირლანდიის რესპუბლიკა და აშშ-ში მცხოვრები დიასპორა და ა.შ. ყველა სეპარატისტული კვაზისახელმწიფოს უკან დგას მონათესავე ეთნოკულტურული სახელმწიფო, აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიერ. აფხაზების უკან არავინ არ დგას. ოსების უკანაც კი ჩრდილოეთ ოსეთი დგას, რომელსაც გარკვეული რესურსები გააჩნია, მცირედი, მაგრამ მაინც. აფხაზებს კი ვინ ჰყავთ? სხვაგან არსად არანაირი აფხაზეთი არ არსებობს, მართალია არსებობს თურქეთის აფხაზური დიასპორა, რომელსაც გარკვეული ფინანსური რესურსი გაჩნია, მაგრამ ის არც თუ ისეთი ძლიერია უხეშად რომ ვთქვათ რაიმე ამინდი შეცვალოს, ასევე არსებობს ნეოიმპერიალისტური რუსეთი, რომელსაც საერთოდ არ ანაღვლებს აფხაზების პერსპექტივები.
ჩვენი მეორე რესურსი - აფხაზეთის მოსახლეობის დემოგრაფიული შემადგენლობაა. ის დღესაც კი - ქართველების უმეტესობის დევნილობის პირობებშიც კი, არ არის აფხაზი ეთნოსის სასარგებლოდ. აფხაზები თავის ტერიტორიაზე დღესაც უმცირესობაში არიან. ქართველების, რუსებისა და სომხების ჯამი ორჯერ აღემატება აფხაზების რაოდენობას აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამ სამ ეთნიკურ ჯგუფს სულ სხვადასხვა ინტერესები აქვს. სომხები ვერავითარ პერსპექტივას ვერ ხედავენ დამოუკიდებელ აფხაზეთში; მათ რუსეთთან მაქსიმალურად ინტეგრირებული აფხაზეთი უფრო ხიბლავთ. რუსებსაც - რუსეთის შემადგენლობაში არსებული აფხაზეთი ურჩევნიათ. ქართველებს ხომ სულაც არაფერში სჭირდებათ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მათი პერსპექტივები საქართველოსთანაა დაკავშირებული. ანუ - დამოუკიდებლობაზე ოცნებობს მხოლოდ ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობა, რომელიც უმცირესობაშია თავისივე ტერიტორიაზე. თვით აფხაზურ მოსახლეობაშიც ორადაა აზრი გაყოფილი. ყველა დანარჩენ სეპარატისტულ რეგიონში - ყარაბახშიც, ჩრდილოეთ კვიპროსზეც და კოსოვოშიც აბსოლუტური უმრავლესობა სეპარატიზმის მატარებელი ეთნიკური ჯგუფები არიან: სომხები - ყარაბახში, თურქები - ჩრდილოეთ კვიპროსზე, ალბანელები - კოსოვოში. კოსოვოში ორი მილიონი ალბანელია. ორი მილიონი საკმარისია იმისათვის, რომ სახელმწიფო შექმნას. აფხაზი კი, 80 ათასიც რომ იყოს, სახელმწიფოს ვერ შექმნის. ანუ, ეს რესურსი მათ არ გააჩნიათ. ეკონიმიკა სრულიად გაჩანაგებულია. დანგრეულია მთელი აფხაზეთი. საკურორტო მხარეა, მაგრამ ფული არ შედის. რაც შედის, ჯიბეებში მიდის, რადგან კორუფცია ყვავის. აფხაზეთის ეკონომიკის ასაღორძინებლად საჭიროა, სულ მცირე, მოსახლეობის 600 000-მდე გაზრდა, რათა 2 მილიონი ტურისტი მაინც მიიღოს და ეკონომიკა ფეხზე დადგეს. და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზების დიდ უმრავლესობას არანაირად არ აქვს რუსეთის იმედი. ეს მითია. მათ ეშინიათ რუსეთის, მაგრამ ჩვენი კიდევ უფრო მეტად ეშინიათ. ეშინიათ ჩვენგან მათ მიმართ მიმართული აგრესიის და თუ რამ საერთო აქვთ რუსეთთან, ეს არის სურვილი, დაიცვას რუსეთმა აფხაზები ქართველთა რევანშისგან. როგორც კი მოვსპობთ აგრესიას, მაშინვე მცირდება რუსეთის ფუნქცია აფხაზებისთვის. თუ ჩვენ ხელს შევუწყობთ აფხაზების განვითარებას და ვაგრძნობინებთ მათ, რომ ჩვენგან არ განხორციელდება არანაირი აგრესია აფხაზეთისკენ, რუსეთის როლი მინიმუმამდე დადის მათთვის. დღესდღეობით კი აფხაზებს მინიმალურ, მაგრამ მაინც გარკვეულ გარანტიებს სთავაზობს რუსეთი და არა ჩვენ. ამიტომ აფხაზები გარკვეულწილად ანგარიშვალდებულები არიან რუსეთის მიმართ.
ვნახოთ, რა მცდელობებს მიმართავს ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად:
უხსნის ევროპის ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ რუსეთი არის არადემოკრატიული და აგრესორი ქვეყანა და საჭიროა მის მიმართ უფრო მკაცრი და პრინციპული პოლიტიკის გატარება, ფაქტობრივად უარს ამბობს ყოველგვარ ურთიერთობებზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არსებულ ხელისუფლებებთან, სანამ ისინი საქართველოს შემადგენლობაში არ დაბრუნდებიან; ფაქტობრივად უარს ამბობს დიალოგზე პუტინის ხელისუფლებასთან, ვიდრე რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები.
ახლა განვიხილოთ, ამ მცდელობათაგან რომელი შეიძლება გვაახლოებდეს ქვეყნის გამთლიანებასთან? საერთაშორისო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას სამომავლოდაც მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი ექნება და რაიმე ქმედით ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ. რუსეთმა მხოლოდ ორი გარემოების გამო შეიძლება დაუთმოს ეს ტერიტორია სხვას - თუ განხორციელდება ძლიერი სამხედრო ან ეკონომიური ზეწოლა. თეორია - თეორიად, რეალურად კი, ცხადია, რომ არავინ აპირებს ამგვარი შესაძლებლობის განხილვას. არც რუსეთის იზოლაციაზე ან მის მიმართ სანქციების დაწესებაზე ფიქრობს ვინმე. პირიქით, საუბარია რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვაზე, ღრმავდება თანამშრომლობა სამხედრო-ეკონომიკურ სფეროებში და ა.შ. იმის იმედად ყოფნა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ევროპა და ამერიკა რუსეთს ხელიდან გამოგლეჯენ ამ ტერიტორიებს და ჩვენ დაგვიბრუნებენ, სრული უტოპიაა; ამავე დროს, ვიდრე ამგვარი მხარდაჭერა არსებობს და თემა არ არის დახურული, საქართველო თავად ინარჩუნებს გამთლიანების შესაძლებლობას და უმეცრულ-უსაგნო რიტორიკის ნაცვლად აუცილებელია, დაუყონებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ჯერ კიდევ არსებული შესაძლებლობების გამოსაყენებლად. დღეს აღარავინ კამათობს, რომ, სულ ცოტა უახლოესი თხუთმეტი წლის განმავლობაში, მსოფლიოს მოუწევს პუტინის რუსეთთან ურთიერთობა. საქართველოს ხელისუფლებას პრინციპული პოზიცია უკავია და უარს აცხადებს პუტინის ხელისუფლებასთან დიალოგზე, სანამ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. ამავე დროს, არ ჩანს რაიმე წინაპირობა იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება გადაწყვეტილების შეცვლას აპირებდეს და თავის მხრივ, ისიც უარს აცხადებს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე. და ვის აძლევს ხელს ეს ორმხრივი პრინციპული უარი? რასაკვირველია, მხოლოდ რუსეთს. რაც დრო გავა, არსებული ვითარება უფრო შეჩვევადი გახდება ყველასთვის და წლების შემდეგ მსოფლიო იმ რეალობას გაუწევს ანგარიშს. რომელიც თვალწინ ექნება. რაც უფრო გვიან დაიწყება დიალოგი (რომელიც, ცხადია, როცა იქნება, აუცილებლად დაიწყება!), მით უკეთესი სასტარტო პოზიცია ექნება რუსეთს. აქედან გამომდინარე, რამდენადაც ადვილად აიხსნება რუსეთის უარი დიალოგზე, იმდენადვე გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. ნაცვლად იმისა, რომ სწორედ ამაში გამოიყენოს საერთაშორისო მხარდაჭერა და ყველა გზა მოსინჯოს დიალოგის დასაწყებად, ამაყად გაბუტვას ამჯობინებს. ამავე დროს, არც ის ჩანს, რას ელოდება, რა უნდა მოხდეს, რის მერეც შეიძლება, პოზიცია შეიცვალოს. საქართველოს ინტერესები მოითხოვს დიალოგის დაწყებას და თუ საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ გააგრძელა ურთიერთობებზე უარი იმ მოტივით, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ეს, ფაქტობრივად, ამ ორი რეგიონის დაკარგვასთან შეგუებას ნიშნავს. გამოვა, რომ რუსეთთან ურთიერთობებშიც გულხელდაკრეფილნი ველოდებით იმ ჯადოსნურ დღეს, როდესაც ჩვენს მაგივრად სხვა დაელაპარაკება რუსეთს, მოხდება სასწაული და დაარწმუნებს, რომ ტერიტორიები უნდა დაგვიბრუნოს, ან რუსეთი დაიშლება და ისე დასუსტდება, რომ თამამად ამოვიყრით ჯავრს, ან პუტინი გაიღვიძებს კარგ ხასიათზე და მოინანიებს ჩადენილს და ა.შ. უპირველესად აუცილებელია განთავისუფლება იმ ილუზიისგან, რომ თავისით დადგება ერთი მშვენიერი დღე, მოხდება სასწაული და წარმატებული სამხედრო ოპერაციით, გაეროს რეზოლუციით ან სხვა ერთჯერადი აქტით თუ ქმედებით აღვადგენთ ქვეყნის ერთიანობას. ამგვარი რამ არამცთუ არ მოხდება, არამედ ამის იმედად ყოფნა უკვე ნიშნავს შეგუებას ქვეყნის დაშლასთან.და რადგან იძულება გამორიცხულია, ქვეყნის გაერთიანების ერთადერთ გზად რჩება თავად აფხაზების და ოსების მონდომება. საქართველოს ხელისუფლებების სხვადასხვა დროს დაშვებული შეცდომების და კიდევ სხვა არახელსაყრელი გარემოებების გამოისობით შექმნილი დღევანდელი სინამდვილე, რომელსაც აუცილებლად უნდა გავუსწოროთ თვალი, ასეთია - რომ თუ აფხაზებმა და ოსებმა არ მოინდომეს საქართველოში დაბრუნება, მათ ძალით ვერ დავაბრუნებთ! ისინი თავად უნდა დარწმუნდნენ, რომ სწორედ საქართველოში ცხოვრება არის მათი კეთილდღეობის და კულტურულ-ეკონომიკური განვითარების, თვითმყოფადობის შენარჩუნების და უსაფრთხოების გარანტი. ამის გარეშე ქვეყნის გაერთიანებაზე ფიქრი ილუზიად დარჩება. ეს რთული, თუმცა, სავსებით გადაჭრადი ამოცანაა. ამაში დასარწმუნებლად ოსებს, აფხაზებს და ქართველებს არც ისე დიდი დრო გვაქვს, სულ რაღაც ათ-თხუთმეტი წელიწადში უნდა გამოიკვეთოს კონტურები ამგვარი შესაძლებლობისა. სწორედ ამიტომ აუცილებელია ყოველდღიური მიზანმიმართული მუშაობა ამ მიმართულებით და არა კონფლიქტის ჩაკირვა და გაქვავება, რაც დღეს ხდება.
იქნებ, ღირს, დავფიქრდეთ, რატომ არიან აფხაზები მზად, რუსეთს სთხოვონ დახმარება – იმ რუსეთს, რომელსაც არაერთხელ სასტიკად ეომა მეცხრამეტე საუკუნეში და რომელმაც აფხაზების დიდი ნაწილი გადაასახლა, ნაწილი კი საერთოდ გაანადგურა. დღეს რუსეთის მხრიდან მე-19 საუკუნეში აფხაზების გენოციდზე არავინ საუბრობს. რატომ? როდესაც ვსაუბრობთ დეპორტირებული თურქი–მესხების უკან დაბრუნებაზე, აღარ გვახსოვს აფხაზი მუჰაჯირები? თუ საზოგადოება და ხელისუფლება ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, მაშინ რატომ არ ვართ თანმიმდევრულები? საქართველოში ვინმეს ახსოვს აფხაზების გენოციდი, რომელიც ყოველწლიურად 31 მაისს აღინიშნება? ომისკენ მოუწოდებს ის, ვინც არ იცის, რა არის ომი და ვერ გეტყვის, ვის უნდა ვეომოთ და რატომ. ომი ჯერ გონებაში და ცნობიერებაში იწყება და მერე რეალურად. წლების წინ ჩვენს შორის დაწყებული ომი, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება. ომი ოდესმე უნდა დამთავრდეს და ეს თავდაპირველად უნდა დამთავრდეს ჩვენს ცნობიერებაში. ომი უკვე დამარცხებაა. და საერთოდ რას ნიშნავს, კარგად გაპიარებული ლოზუნგი – „დავიბრუნებთ აფხაზეთს“? დავიბრუნებთ აფხაზეთის მიწას, თუ აფხაზ ხალხს, მათთან ურთიერთობებს? დროა, კიდევ ერთხელ დავუსვათ ჩვენ საკუთარ თავს კითხვა: რა გვინდა ჩვენ აფხაზეთში – ომი თუ მშვიდობა? თუ ომი - გასაგებია, ვინ ვიქნებით ომის შემდეგ (ვიქნებით კი საერთოდ? რადგან თუ ომი დაიწყება მასში აუცილებლად ჩაერთვება რუსეთი !!!). და თუ მშვიდობა, მაშინ იქნებ გვეფიქრა ერთმანეთზე, გვეფიქრა მომავალზე. ქართულმა საზოგადოებამ უნდა ყველანაირად შეუწყოს ხელი აფხაზური ენის განვითარებას და აფხაზეთში აფხაზური ენის გადაქცევას სახელმწიფო ენად. როგორც კი აფხაზეთი იქნება აფხაზური, ის უკვე გასულია რუსული ორბიტიდან. ვიმეორებ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ომი, მოწოდება ომისკენ, ომის პროპაგანდა, იარაღის ჟღარუნი და სამხედრო რიტორიკა, რადგან ომი მხოლოდ გარეგნულად შეიძლება, ჩანდეს სამართლიანი და კეთილშობილური, თუნდაც გაეროს მიერ ცნობილი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ქართველი და აფხაზი ხალხის შეკვეთა მხოლოდ მშვიდობა და დიალოგია. ქართველებს და აფხაზებს სხვაგან წასასვლელი მაინც არსად აქვთ. ჩვენი შვილები ასი წლის მერეც იცხოვრებენ აქ და შეინარჩუნებენ ენას, კულტურას, ღირსებას და ისტორიულ მეხსიერებას.
გურამ ოდიშარია: ქართველებსა და აფხაზებს შორის დანაღმული ველია და ისეთი ადამიანები უნდა შევარჩიოთ, ვინც იცის ამ ველზე სიარული
“როდესაც ძალზე
მომენატრები, ფიქრებში გესაუბრები ხოლმე. და განა გაიგებს ვინმე ამქვეყნად, თუ ვინ
ხარ შენ ჩემთვის? ამის ახსნა ხომ სიტყვებით შეუძლებელია! არაფერი მაქვს
დასამალავი, არც მოსარიდებელი, დე, ვიყო სენტიმენტალურიც - მე შენ მიყვარხარ!
ვხედავდი, როგორ გამსხვრევდა ომი, როგორ ნაწილ-ნაწილ გაკვდინებდა, გძარცვავდა,
გწვავდა, გაწამებდა, მაგრამ ვერაფერი მოვიმოქმედე მის შესაჩერებლად. ვეღარ
გიშველე, სოხუმო! მაპატიე უსუსურობა! შემინდე! განა ოდესმე წარმოვიდგენდი
ომს შენს დიად დღესასწაულში? სისხლს შენს ქუჩებში? ცხედრებს შენს ზღვაში?
გადაბუგულ შენობებს, გადამწვარ ხეებს, ყვავილებს? ცეცხლწაკიდებლ ცას? “...
ეს არის ნაწყვეტი გურამ ოდიშარიას ნაწარმოებიდან, ერთი შეხედვით ოპტიმისტური,
მაგრამ ამავე დროს მტკივნეული სახელწოდებით “სოხუმში დაბრუნება”. რთულია,
ემოციების გარეშე წაიკითხო აფხაზეთიდან დევნილი მწერლის ნაწარმოებები, თითოეული
სტრიქონი აღსარებას გავს საკუთარი თავის, ხალხისა თუ სამშობლოს წინაშე.
მოთხრობების წერა ომის შემდეგ დაიწყო. წერს და პარალელურად სახალხო დიპლომატიის
ეგიდით აფხაზებთან დიალოგსაც არ ერიდება, ვინაიდან, მიაჩნია, რომ, პირველ რიგში,
ადამიანები უნდა დავიბრუნოთ. ახლახან აფხაზ მწერალთან ერთად აზერბაიჯანში
იმყოფებოდა. შეხვედრის მიზანსა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე გურამ ოდიშარია
გვესაუბრება. - ჩემი ნოველები პირველად აფხაზებმა თარგმნეს და თავისუფალ აფხაზურ პრესაში
(“ეხო აფხაზიი”) დაბეჭდეს. ამის შემდეგ მეც ვთარგმნე და დავბეჭდე აფხაზი მწერლების
ნოველები, რის შემდეგაც შევხვდი მათ და გადავწყვიტეთ, ერთად გამოგვეცა წიგნი,
სადაც დაიბეჭდებოდა ქართველი და აფხაზი მწერლების ნაწარმოებები.
2003 წელს გამოვეცით კიდეც სახელწოდებით “Время жить”, სადაც, ქართველი და აფხაზი მწერლების ნაწარმოებების გარდა, ოსი, აზერბაიჯანელი და სომეხი მწერლების თხზულებებიც დაიბეჭდა. აზერბაიჯანშიც ჩვენი მორიგი შეხვედრა შედგა. უახლოეს მომავალში ვაპირებთ ამ მწერლების ნაწარმოებების ალმანახის გამოცემას. დღეს ძალიან ცოტა რამ გვაკავშირებს და სწორედ კულტურასა და ხელოვნებაშია ის რეზერვი, რაც ჩვენს გაერთიანებას შეძლებს. მამაჩემი პოლკოვნიკი კაცი იყო და კარგად მახსოვს, როდესაც გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლები მიმდინარეობდა, ახალ ამბებს ბახის, ბეთჰოვენისა და ვაგნერის მუსიკის თანხლებით გადმოსცემდნენ, ანუ იმდროინდელი ხელისუფლება ამით გერმანელებს ეუბნებოდა, რომ თქვენ კი არა, ფაშიზმს ვებრძვითო. არსებობს რაღაც, რაც პოლიტიკაზე მაღლა დგას. 2002 წელს, მე და აფხაზმა მწერალმა, იქაური პარლამენტის წევრმა, ბათალ კობახიამ თბილისი, სოხუმი და ცხინვალი ერთად მოვიარეთ. ამას წინათ ერევანში ვიყავით და, როდესაც ქართველ და აფხაზ მწერლებს ერთად გვხედავდნენ, უკვირდათ: თქვენ ხომ მტრები ხართ და ერთად რა გინდათო. - თქვენს ნაწარმოებებს თარგმნიან და კითხულობენ აფხაზეთში, როგორია აფხაზების დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი და რა დაამსხვრევს დღეს “მტრის ხატს”, რომელიც ორივე მხრიდან შეიქმნა? - როდესაც თემურ ჩხეიძემ დადგა სპექტაკლი “ზღვა, რომელიც შორია”, სადაც ორი მეგობარი - აფხაზი და ქართველი კამათობს. და ის არ გავს არც ერთი პოლიტიკოსის კამათს, ვინაიდან ეს არის ორი მეგობრის კამათი. ეს ყველაფერი რეალობიდან ავიღე, რადგან, როდესაც სოხუმზე ვწერ, მე ყველაფერს სითბოთი ვიხენებ, მე ვერ გავიხსნებ სოხუმს მოჭრილი თავებით და ვერ გავიხსენებ, როგორ ვხოცავდით ერთმანეთს. ჩემს ნაწარმოებში, “სოხუმში დაბრუნება” ერთი ეპიზოდი აღვწერე, რომელიც ერთმა ხანშიშესულმა სოხუმელმა მიამბო. სოხუმის დატოვების შემდეგ არ მეძინა, მთელი ღამეები ვეწამებოდი, ბოლოს ასეთ რამეს მივაკვლიე, სოხუმში დავიწყე დაბრუნება, ძილის წინ სულ სოხუმში დავხეტიალობ და მერე ტკბილად მეძინება. წარმოვიდგენ სასტუმრო “აფხაზეთის” წინ ვარ, ყავახანაში ვხვდები მეგობრებს, მათთან ერთად შამპანურს ვსვამო. ამ კაცმა ასე შეძლო სოხუმში დაბრუნება... სოხუმში, ერთი ჩემი ნაცნობი ქართველი, გვარად ჯიშკარიანი და მისი თანატოლი აფხაზი ახალგაზრდა ერთად იზრდებოდნენ. როდესაც ომი დაიწყო, აფხაზმა ქართველს უთხრა, მე ჩემს ხალხთან უნდა დავდგე, მაგრამ ერთი ჯავშანჟილეტი მაქვს და შენ გაძლევ, ჩაიცვი, რომ ჩემმა ნასროლმა ტყვიამ არ მოგკლასო. ის ახალგაზრდა აფხაზი ომში დაიღუპა... სხვა ხალხებისთვის გაუგებარია და ხშირად უკითხავთ, თუ ომია, ქართველს რატომ აძლევს ჯავშანჟილეტსო. ასეთი თავისებურებები ახასიათებდა აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობებს. ბევრი საერთო გვქონდა და ტრაგედიაც სწორედ ის იყო, რომ ჩვენ ვხოცავდით ერთმანეთს. თავად ბათალ კობახიაც დაინტერესებულია, რომ ქართულ-აფხაზური დიალოგი დაიწყოს. საბოლოოდ ეს რა შედეგს გამოიღებს, ამის პროგნოზირება რთულია. მაგრამ, ჩემი აზრით, დიალოგი აუცილებელია, როცა ქართველებსა და აფხაზებს შორის დიალოგი გაწყდა, ომიც მაშინ დაიწყო. როდესაც მე მათთან მოსალაპარაკებლად მივდივარ, არასდროს არ წარმოვადგენ რომელიმე პარტიას ან ორგანიზაციას. - თქვენ გქონდათ შემოთავაზება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სურვილი რატომ არ გაქვთ? - როგორც მწერალმა, პოლიტიკოსებთან ურთიერთობისას ბევრი ისეთი რამ დავინახე, რაც კულისებს მიღმაა. დავინახე, თუ როგორ ამზადებენ “კერძს”. და ბევრ შემთხვევაში ძალიან წიწაკიანი და “უგემური” აღმოჩნდა და არ მომეწონა. ხშირად ეს იყო შემთხვევით შექმნილი ერთიანობა პარტიის შიგნით. თუნდაც ავიღოთ ხელისუფლებაში ოდესღაც მყოფი ადამიანები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან. საქართველოში ჯერ არ ვართ მზად იმ უნივერსალური შედეგიანი გაერთიანებისთვის, სადაც ერთმანეთის პატივისცემისა და აზრების გათვალისწინებით რეალურ შედეგს მივაღწევთ. - რა უშლის ხელს საქართველოში პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას? - მიზეზი ბევრია. მაგალითისთვის ბალტიისპირეთი ავიღოთ, მათ აქვთ თავისი პოლიტიკური კულტურა, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია. როდესაც ჩვენ 20 წლის წინათ ვკეტავდით რკინიგზას, ვაწყობდით ფაბრიკა-ქარხნების, სკოლების გაფიცვებს, იქ მიტინგებს მხოლოდ შაბათ-კვირას ატარებდნენ, რადგან, უპირველესად, სახელმწიფო პოლიტიკაზე ფიქრობდნენ და არა - პარტიების პოლიტიკაზე. კიევში მწერალ ივან დრაჩს პრეზიდენტობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა. პრეზიდენტობა არ იყო მისი საქმე და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა არ აიღო. ჩვენთან ყველას ლიდერობა უნდა. ჰოლანდიაში მინისტრები და დეპუტატები ველოსიპედებით დადიან, ჩვენთან რა მანქანებით დაგრიალებენ?! არ ვიცით კრიტიკა, მხოლოდ ლანძღვა-გინება გვესმის ტელეეკრანიდან თუ გაზეთების ფურცლებიდან და, რაც ყველაზე ცუდია, ვერც ჩვენს შეცდომებსა და დანაშაულობებზე ვერ ვსწავლობთ. მე ყოველთვის ომის წინააღმდეგი და დიალოგის მომხრე ვიყავი. არსებობს ომი, რომელსაც საკუთარ თავთან აგებ; ასეთი იყო სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი. ეს ყველაფერი გადაჭარბებულმა ეგოცენტრულმა სურვილებმა გამოიწვია. ქართველებსა და აფხაზებს შორის დანაღმული ველია და ისეთი ადამიანები უნდა შევარჩიოთ, ვინც იცის ამ ველზე სიარული. დიდი სიფრთხილეა საჭირო. ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. აქამდე არსად მითქვამს და პირველად თქვენთან მოვყვები. მე ვიყავი ჟურნალ “რიწის” რედაქტორი. როდესაც დაძაბულობა იწყებოდა, მოვიდნენ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბორის ადლეიბა და ცნობილი მწერლები: ბაგრატ შინკუბა, ალექსი გოგუა, ალექსი ჯონუა, ჯუმა ახუბა, ნიკოლოზ კვიწინია და სხვები და დაისვა საკითხი, რაღაც საშინელება ახლოვდება და, იქნებ, არ გავწყვიტოთ დიალოგიო. არ დამავიწყდება ბაგრატ შინკუბა, რომელმაც მაშინ განაცხადა, აფხაზებმა რუსებს წერილი მისწერეს, რომელსაც ხელი არ მოვაწერე, რადგან რაღაც ცუდისკენ მიდის ყველაფერიო. ვრცელი წერილი იყო, მაგრამ ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, ვინაიდან სოფლებისთვის სახელების გადარქმევა მიმდინარეობს, ამ ადგილებს ძველი აფხაზური სახელები დავუბრუნოთო. შევქმნათ საერთო აფხაზ-ქართველ მეცნიერთა ჯგუფი, რომლებიც შეისწავლიან ამ პროცესსო. დაისვა მეორე საკითხიც, მაშინ იყო რამდენიმე ფონდი, რომლებიც მრავალშვილიან ოჯახებს ასახლებდნენ აფხაზეთში. ჩვენ ვიყავით 250 ათასი, აფხაზები 90 ათასამდე. მან თქვა, მართალია, დემოგრაფიულად ქართველებს ვერასდროს დაგეწევით, მაგრამ, იქნებ, შევქმნათ ერთობლივი ჯგუფი, არ გვინდა ხალხის გაღიზიანება და სხვა ტერიტორიაზე ჩავასახლოთ ეს ხალხი, რადგან ამ ფაქტს ვიღაცები ცუდად გამოიყენებენო. საქართველოსგან გამოყოფაზე აშკარად არ საუბრობდნენ, მაგრამ ეწერა, თუ ასე გაგრძელდა, გამოვეყოფითო. ეს ხდებოდა 1989-90 წლებში.უკვე დაძაბულობა იყო ქვეყანაში. გამიხარდა, რადგან ყოველთვის დიალოგის მომხრე ვიყავი, მაგრამ გარეთ დამხვდა რამდენიმე კაცი, ე.წ. ქართველი რადიკალები. მკითხეს, რაზე ისაუბრეთო. მაშინ მოღალატედ გამომაცხადეს, როგორ თუ აფხაზებს ელაპარაკებიო. ჩვენ ვართ პოლიტიკური ლიდერები და ჩვენ ვწყვეტთ ყველაფერს, შენ ვინ ხარ და რას წარმოადგენო. ერთმა ლიდერმა, რომელიც დღეს ცოცხალიც აღარაა, ასე მითხრა, არ გნახო აფხაზებთან შესული და დალაპარაკებულიო. მეორე დღეს ქართველების მიტინგი იყო, მართალია, ჩემი გვარი არ უთქვამთ, მაგრამ გამოაცხადეს, მწერალთა კავშირში ერთი ქართველი კაცია, რომელიც მოღალატეობრივ პოლიტიკას აწარმოებსო. მაშინდელი ნათქვამი ფრაზები ახლაც მახსოვს: მამულიშვილნო, ნახეთ რა ხდება, ცოტა გონს მოეგონ ეს ვაჟბატონები, ბევრს ნუ ლაპარაკობენო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და იგივე ხალხი მეუბნება, შენ აფხაზეთში ბევრი მეგობარი გყავს, დაელაპარაკე აფხაზებს და ჩვენც ჩაგვრთეო. არადა, ამ სიგიჟეების წყალობით, აფხაზებთან ურთიერთობის ბოლო ძაფი გაწყვიტეს. ვიღაცებს შექმნილი ჰქონდათ ცრუ ილუზიები. დღეს ეს ადამიანები ისევ პოლიტიკაში არიან, არ მინდა მათი დასახელება, რადგან ვებრძვი ბოროტებას და არა ბოროტს, დანაშაულს და არა დამნაშავეს, პერსონალურმა მტრობამ და სიძულვილმა კინაღამ ქვეყანა შეიწირა. - თქვენ სახალხო დიპლომატიის კუთხით აქტიურად მუშაობთ, გყავთ აფხაზი მეგობრები, რატომ არ იყენებს ხელისუფლება თქვენი სახით ამ ბერკეტებს? - ილუზია სახალხო დიპლომატიისადმი არავის არ უნდა ჰქონდეს, რომ ის ყველაფერს მოაგვარებს, მაგრამ ის აკეთებს იმას, რაც ოფიციალურ უწყებებს არ შეძლია. თავის დროზე უნდა მოგვარებულიყო ყველაფერი, დღეს უკვე პლანეტარული გახდა ეს კონფლიქი. ჩვენი ერის ენერგია უფრო მეტად დაქსასულობისკენაა მიმართულია, როგორც ეს იყო 20 წლის წინათ, ვიდრე ერთიანობისკენ. - რუსეთს რა როლი აკისრია ამ კონფლიქტის მოგვარებაში, საზოგადოების ნაწილის აზრით, მის გარეშე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია, ზოგი კი პირიქით ფიქრობს. თქვენ გაქვთ მათთან ურთიერთობა, რას ფიქრობს აფხაზი საზოგადოება? - ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაში რუსეთის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა - გადამწყვეტი. უმთავრესია, ქართულ-აფხაზური დიალოგი. ნებისმიერი მეზობელი ქვეყნის როლი მნიშვნელოვანია. რუსეთი უაზრაზარი სახელმწიფოა და მასთან ურთიერთობისას ყველაფერი ცივი გონებით უნდა განვსაჯოთ. რუსებმა რომ მოგვცენ ჩაურევლობის პირობა, დაველაპარაკებით ერთმანეთს? პირველ რიგში, სიძულვილი უნდა გალღვეს. - მზად არიან აფხაზები ჩვენთან სასაუბროდ? - და ჩვენ, ქართველები, მზად ვართ? თუ მთელი ისტორიის განმავლობაში ქართველები და აფხაზები ერთად ვაგებდით ეკლესია-მონასტრებს, ვაშენებდით სახელმწიფოს, არც გვაქვს უფლება, დღეს საერთო ენა არ გამოვნახოთ, პირველ რიგში, ადამიანები უნდა დავაბრუნოთ და მერე - ტერიტორია. არ არის ჩამოყალიბებული ქართული პოლიტიკა. აფხაზეთის ომის შემდეგ, სახელმწიფო დონეზე ომის ანალიზი ვერ დავინახე. საჭიროა სამხედრო ანალიზიც. როგორც ვიცი, აფხაზეთის ომის 15-16 მარტის ბრძოლები ისწავლება რუსეთში, როდესაც ქართველებმა წარმატებას მიაღწიეს სოხუმის დაცვისას და ისინი აანალიზებენ და სწავლობენ, რა შეცდომები დაუშვეს ამ ბრძოლებისას. ჩვენთან ეს არ ხდება. - რამდენიმე ხნის წინათ ხელისუფლებამ აფხაზი ბავშვები ჩამოიყვანა, თუ მოახდენს ამგვარი აქციები ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზე გავლენას? - გააჩნია, როგორ გააკეთებ ამას, ბავშვებით სპეკულირება არ შეიძლება. ისე არ უნდა მოიქცე, რომ მერე ეს ვიღაცამ გამოიყენოს. არ მიყვარს სიტყვა პიარი, ვცეთ პატივი ამ ბავშვებს, ჩამოვიყვანოთ, მაგრამ პოლიტიკური პიარის მსხვეპრლად არ უნდა ვაქციოთ. ესაუბრაშორენა ცივქარაშვილი
დაკარგული ადგილები 2003 წელს გამოვეცით კიდეც სახელწოდებით “Время жить”, სადაც, ქართველი და აფხაზი მწერლების ნაწარმოებების გარდა, ოსი, აზერბაიჯანელი და სომეხი მწერლების თხზულებებიც დაიბეჭდა. აზერბაიჯანშიც ჩვენი მორიგი შეხვედრა შედგა. უახლოეს მომავალში ვაპირებთ ამ მწერლების ნაწარმოებების ალმანახის გამოცემას. დღეს ძალიან ცოტა რამ გვაკავშირებს და სწორედ კულტურასა და ხელოვნებაშია ის რეზერვი, რაც ჩვენს გაერთიანებას შეძლებს. მამაჩემი პოლკოვნიკი კაცი იყო და კარგად მახსოვს, როდესაც გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლები მიმდინარეობდა, ახალ ამბებს ბახის, ბეთჰოვენისა და ვაგნერის მუსიკის თანხლებით გადმოსცემდნენ, ანუ იმდროინდელი ხელისუფლება ამით გერმანელებს ეუბნებოდა, რომ თქვენ კი არა, ფაშიზმს ვებრძვითო. არსებობს რაღაც, რაც პოლიტიკაზე მაღლა დგას. 2002 წელს, მე და აფხაზმა მწერალმა, იქაური პარლამენტის წევრმა, ბათალ კობახიამ თბილისი, სოხუმი და ცხინვალი ერთად მოვიარეთ. ამას წინათ ერევანში ვიყავით და, როდესაც ქართველ და აფხაზ მწერლებს ერთად გვხედავდნენ, უკვირდათ: თქვენ ხომ მტრები ხართ და ერთად რა გინდათო. - თქვენს ნაწარმოებებს თარგმნიან და კითხულობენ აფხაზეთში, როგორია აფხაზების დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი და რა დაამსხვრევს დღეს “მტრის ხატს”, რომელიც ორივე მხრიდან შეიქმნა? - როდესაც თემურ ჩხეიძემ დადგა სპექტაკლი “ზღვა, რომელიც შორია”, სადაც ორი მეგობარი - აფხაზი და ქართველი კამათობს. და ის არ გავს არც ერთი პოლიტიკოსის კამათს, ვინაიდან ეს არის ორი მეგობრის კამათი. ეს ყველაფერი რეალობიდან ავიღე, რადგან, როდესაც სოხუმზე ვწერ, მე ყველაფერს სითბოთი ვიხენებ, მე ვერ გავიხსნებ სოხუმს მოჭრილი თავებით და ვერ გავიხსენებ, როგორ ვხოცავდით ერთმანეთს. ჩემს ნაწარმოებში, “სოხუმში დაბრუნება” ერთი ეპიზოდი აღვწერე, რომელიც ერთმა ხანშიშესულმა სოხუმელმა მიამბო. სოხუმის დატოვების შემდეგ არ მეძინა, მთელი ღამეები ვეწამებოდი, ბოლოს ასეთ რამეს მივაკვლიე, სოხუმში დავიწყე დაბრუნება, ძილის წინ სულ სოხუმში დავხეტიალობ და მერე ტკბილად მეძინება. წარმოვიდგენ სასტუმრო “აფხაზეთის” წინ ვარ, ყავახანაში ვხვდები მეგობრებს, მათთან ერთად შამპანურს ვსვამო. ამ კაცმა ასე შეძლო სოხუმში დაბრუნება... სოხუმში, ერთი ჩემი ნაცნობი ქართველი, გვარად ჯიშკარიანი და მისი თანატოლი აფხაზი ახალგაზრდა ერთად იზრდებოდნენ. როდესაც ომი დაიწყო, აფხაზმა ქართველს უთხრა, მე ჩემს ხალხთან უნდა დავდგე, მაგრამ ერთი ჯავშანჟილეტი მაქვს და შენ გაძლევ, ჩაიცვი, რომ ჩემმა ნასროლმა ტყვიამ არ მოგკლასო. ის ახალგაზრდა აფხაზი ომში დაიღუპა... სხვა ხალხებისთვის გაუგებარია და ხშირად უკითხავთ, თუ ომია, ქართველს რატომ აძლევს ჯავშანჟილეტსო. ასეთი თავისებურებები ახასიათებდა აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობებს. ბევრი საერთო გვქონდა და ტრაგედიაც სწორედ ის იყო, რომ ჩვენ ვხოცავდით ერთმანეთს. თავად ბათალ კობახიაც დაინტერესებულია, რომ ქართულ-აფხაზური დიალოგი დაიწყოს. საბოლოოდ ეს რა შედეგს გამოიღებს, ამის პროგნოზირება რთულია. მაგრამ, ჩემი აზრით, დიალოგი აუცილებელია, როცა ქართველებსა და აფხაზებს შორის დიალოგი გაწყდა, ომიც მაშინ დაიწყო. როდესაც მე მათთან მოსალაპარაკებლად მივდივარ, არასდროს არ წარმოვადგენ რომელიმე პარტიას ან ორგანიზაციას. - თქვენ გქონდათ შემოთავაზება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სურვილი რატომ არ გაქვთ? - როგორც მწერალმა, პოლიტიკოსებთან ურთიერთობისას ბევრი ისეთი რამ დავინახე, რაც კულისებს მიღმაა. დავინახე, თუ როგორ ამზადებენ “კერძს”. და ბევრ შემთხვევაში ძალიან წიწაკიანი და “უგემური” აღმოჩნდა და არ მომეწონა. ხშირად ეს იყო შემთხვევით შექმნილი ერთიანობა პარტიის შიგნით. თუნდაც ავიღოთ ხელისუფლებაში ოდესღაც მყოფი ადამიანები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან. საქართველოში ჯერ არ ვართ მზად იმ უნივერსალური შედეგიანი გაერთიანებისთვის, სადაც ერთმანეთის პატივისცემისა და აზრების გათვალისწინებით რეალურ შედეგს მივაღწევთ. - რა უშლის ხელს საქართველოში პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას? - მიზეზი ბევრია. მაგალითისთვის ბალტიისპირეთი ავიღოთ, მათ აქვთ თავისი პოლიტიკური კულტურა, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია. როდესაც ჩვენ 20 წლის წინათ ვკეტავდით რკინიგზას, ვაწყობდით ფაბრიკა-ქარხნების, სკოლების გაფიცვებს, იქ მიტინგებს მხოლოდ შაბათ-კვირას ატარებდნენ, რადგან, უპირველესად, სახელმწიფო პოლიტიკაზე ფიქრობდნენ და არა - პარტიების პოლიტიკაზე. კიევში მწერალ ივან დრაჩს პრეზიდენტობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა. პრეზიდენტობა არ იყო მისი საქმე და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა არ აიღო. ჩვენთან ყველას ლიდერობა უნდა. ჰოლანდიაში მინისტრები და დეპუტატები ველოსიპედებით დადიან, ჩვენთან რა მანქანებით დაგრიალებენ?! არ ვიცით კრიტიკა, მხოლოდ ლანძღვა-გინება გვესმის ტელეეკრანიდან თუ გაზეთების ფურცლებიდან და, რაც ყველაზე ცუდია, ვერც ჩვენს შეცდომებსა და დანაშაულობებზე ვერ ვსწავლობთ. მე ყოველთვის ომის წინააღმდეგი და დიალოგის მომხრე ვიყავი. არსებობს ომი, რომელსაც საკუთარ თავთან აგებ; ასეთი იყო სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი. ეს ყველაფერი გადაჭარბებულმა ეგოცენტრულმა სურვილებმა გამოიწვია. ქართველებსა და აფხაზებს შორის დანაღმული ველია და ისეთი ადამიანები უნდა შევარჩიოთ, ვინც იცის ამ ველზე სიარული. დიდი სიფრთხილეა საჭირო. ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. აქამდე არსად მითქვამს და პირველად თქვენთან მოვყვები. მე ვიყავი ჟურნალ “რიწის” რედაქტორი. როდესაც დაძაბულობა იწყებოდა, მოვიდნენ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბორის ადლეიბა და ცნობილი მწერლები: ბაგრატ შინკუბა, ალექსი გოგუა, ალექსი ჯონუა, ჯუმა ახუბა, ნიკოლოზ კვიწინია და სხვები და დაისვა საკითხი, რაღაც საშინელება ახლოვდება და, იქნებ, არ გავწყვიტოთ დიალოგიო. არ დამავიწყდება ბაგრატ შინკუბა, რომელმაც მაშინ განაცხადა, აფხაზებმა რუსებს წერილი მისწერეს, რომელსაც ხელი არ მოვაწერე, რადგან რაღაც ცუდისკენ მიდის ყველაფერიო. ვრცელი წერილი იყო, მაგრამ ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, ვინაიდან სოფლებისთვის სახელების გადარქმევა მიმდინარეობს, ამ ადგილებს ძველი აფხაზური სახელები დავუბრუნოთო. შევქმნათ საერთო აფხაზ-ქართველ მეცნიერთა ჯგუფი, რომლებიც შეისწავლიან ამ პროცესსო. დაისვა მეორე საკითხიც, მაშინ იყო რამდენიმე ფონდი, რომლებიც მრავალშვილიან ოჯახებს ასახლებდნენ აფხაზეთში. ჩვენ ვიყავით 250 ათასი, აფხაზები 90 ათასამდე. მან თქვა, მართალია, დემოგრაფიულად ქართველებს ვერასდროს დაგეწევით, მაგრამ, იქნებ, შევქმნათ ერთობლივი ჯგუფი, არ გვინდა ხალხის გაღიზიანება და სხვა ტერიტორიაზე ჩავასახლოთ ეს ხალხი, რადგან ამ ფაქტს ვიღაცები ცუდად გამოიყენებენო. საქართველოსგან გამოყოფაზე აშკარად არ საუბრობდნენ, მაგრამ ეწერა, თუ ასე გაგრძელდა, გამოვეყოფითო. ეს ხდებოდა 1989-90 წლებში.უკვე დაძაბულობა იყო ქვეყანაში. გამიხარდა, რადგან ყოველთვის დიალოგის მომხრე ვიყავი, მაგრამ გარეთ დამხვდა რამდენიმე კაცი, ე.წ. ქართველი რადიკალები. მკითხეს, რაზე ისაუბრეთო. მაშინ მოღალატედ გამომაცხადეს, როგორ თუ აფხაზებს ელაპარაკებიო. ჩვენ ვართ პოლიტიკური ლიდერები და ჩვენ ვწყვეტთ ყველაფერს, შენ ვინ ხარ და რას წარმოადგენო. ერთმა ლიდერმა, რომელიც დღეს ცოცხალიც აღარაა, ასე მითხრა, არ გნახო აფხაზებთან შესული და დალაპარაკებულიო. მეორე დღეს ქართველების მიტინგი იყო, მართალია, ჩემი გვარი არ უთქვამთ, მაგრამ გამოაცხადეს, მწერალთა კავშირში ერთი ქართველი კაცია, რომელიც მოღალატეობრივ პოლიტიკას აწარმოებსო. მაშინდელი ნათქვამი ფრაზები ახლაც მახსოვს: მამულიშვილნო, ნახეთ რა ხდება, ცოტა გონს მოეგონ ეს ვაჟბატონები, ბევრს ნუ ლაპარაკობენო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და იგივე ხალხი მეუბნება, შენ აფხაზეთში ბევრი მეგობარი გყავს, დაელაპარაკე აფხაზებს და ჩვენც ჩაგვრთეო. არადა, ამ სიგიჟეების წყალობით, აფხაზებთან ურთიერთობის ბოლო ძაფი გაწყვიტეს. ვიღაცებს შექმნილი ჰქონდათ ცრუ ილუზიები. დღეს ეს ადამიანები ისევ პოლიტიკაში არიან, არ მინდა მათი დასახელება, რადგან ვებრძვი ბოროტებას და არა ბოროტს, დანაშაულს და არა დამნაშავეს, პერსონალურმა მტრობამ და სიძულვილმა კინაღამ ქვეყანა შეიწირა. - თქვენ სახალხო დიპლომატიის კუთხით აქტიურად მუშაობთ, გყავთ აფხაზი მეგობრები, რატომ არ იყენებს ხელისუფლება თქვენი სახით ამ ბერკეტებს? - ილუზია სახალხო დიპლომატიისადმი არავის არ უნდა ჰქონდეს, რომ ის ყველაფერს მოაგვარებს, მაგრამ ის აკეთებს იმას, რაც ოფიციალურ უწყებებს არ შეძლია. თავის დროზე უნდა მოგვარებულიყო ყველაფერი, დღეს უკვე პლანეტარული გახდა ეს კონფლიქი. ჩვენი ერის ენერგია უფრო მეტად დაქსასულობისკენაა მიმართულია, როგორც ეს იყო 20 წლის წინათ, ვიდრე ერთიანობისკენ. - რუსეთს რა როლი აკისრია ამ კონფლიქტის მოგვარებაში, საზოგადოების ნაწილის აზრით, მის გარეშე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია, ზოგი კი პირიქით ფიქრობს. თქვენ გაქვთ მათთან ურთიერთობა, რას ფიქრობს აფხაზი საზოგადოება? - ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაში რუსეთის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა - გადამწყვეტი. უმთავრესია, ქართულ-აფხაზური დიალოგი. ნებისმიერი მეზობელი ქვეყნის როლი მნიშვნელოვანია. რუსეთი უაზრაზარი სახელმწიფოა და მასთან ურთიერთობისას ყველაფერი ცივი გონებით უნდა განვსაჯოთ. რუსებმა რომ მოგვცენ ჩაურევლობის პირობა, დაველაპარაკებით ერთმანეთს? პირველ რიგში, სიძულვილი უნდა გალღვეს. - მზად არიან აფხაზები ჩვენთან სასაუბროდ? - და ჩვენ, ქართველები, მზად ვართ? თუ მთელი ისტორიის განმავლობაში ქართველები და აფხაზები ერთად ვაგებდით ეკლესია-მონასტრებს, ვაშენებდით სახელმწიფოს, არც გვაქვს უფლება, დღეს საერთო ენა არ გამოვნახოთ, პირველ რიგში, ადამიანები უნდა დავაბრუნოთ და მერე - ტერიტორია. არ არის ჩამოყალიბებული ქართული პოლიტიკა. აფხაზეთის ომის შემდეგ, სახელმწიფო დონეზე ომის ანალიზი ვერ დავინახე. საჭიროა სამხედრო ანალიზიც. როგორც ვიცი, აფხაზეთის ომის 15-16 მარტის ბრძოლები ისწავლება რუსეთში, როდესაც ქართველებმა წარმატებას მიაღწიეს სოხუმის დაცვისას და ისინი აანალიზებენ და სწავლობენ, რა შეცდომები დაუშვეს ამ ბრძოლებისას. ჩვენთან ეს არ ხდება. - რამდენიმე ხნის წინათ ხელისუფლებამ აფხაზი ბავშვები ჩამოიყვანა, თუ მოახდენს ამგვარი აქციები ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზე გავლენას? - გააჩნია, როგორ გააკეთებ ამას, ბავშვებით სპეკულირება არ შეიძლება. ისე არ უნდა მოიქცე, რომ მერე ეს ვიღაცამ გამოიყენოს. არ მიყვარს სიტყვა პიარი, ვცეთ პატივი ამ ბავშვებს, ჩამოვიყვანოთ, მაგრამ პოლიტიკური პიარის მსხვეპრლად არ უნდა ვაქციოთ. ესაუბრაშორენა ცივქარაშვილი
ქალაქი სოხუმი:
ბესლეთის ხიდი
დიოსკურიის ციხე
კელასურის კედელი
ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი:
ბედიის მონასტერი
ილორის წმ. გიორგის ეკლესია
მოქვის მონასტერი
გუდაუთის მუნიციპალიტეტი:
ახალი ათონის სვიმონ კანანელის ეკლესია
ახალი ათონის (ივერიის მთის) მონასტერი
დოლმენები
ბზიფის ციხე
ლიხნის კომპლექსი
ლიხნის ეკლესია აბა-ათა
ამბარას სამეკლესიიანი ბაზილიკა
გაგრის მუნიციპალიტეტი:
აბაათა
გაგრის ეკლესია ბაზილიკური
ბიჭვინთის მონასტერი
განთიადის ბაზილიკა
გულრიფშის მუნიციპალიტეტი:
დრანდის გუმბათიანი ტაძარი ყველაფერი ეს ჩვენ დღეს არ გვეკუთვნის
სხვისი ფანჯრიდან სხვის ცას ვუყურებ, ჩემს სამშობლოში დევნილი მქვია, გაზაფხულია...და მახსენდება., რა ლამაზია ათონზე ია. აფეთქებულა ბუნება ჩვენსას, და ზღვაც ბობოქრობს,ვითარცა ლემი, სამშობლო ჩვენი საქართველოა, ა ფ ხ ა ზ ე თ ი კი ––აკვანი ჩემი
Комментариев нет:
Отправить комментарий