ინტელის ტრენინგის გავლის შემდეგ სულ სხვა თვალით შევხედე პროექტებით სწავლებას .ვისწავლე მრავალფეროვანი მიდგომები სრულყოფილი პროექტის განსახორციელებლად. ვიყენებ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს , ვქმნი პროექტის გეგმას, რომელშიც გაწერილია პროექტის განხორციელების მსვლელობა , სტანდარტები და მისაღწევი შედეგები. მოსწავლეებს წინასწარ ვაჩვენებ სავარაუდო პროექტის ნიმუშს , ვამოწმებ ინტერნეტ სივრცეში არსებულ ინფორმაციებს, პროექტისთვის სჭირო მასალებს, ასევე ვიყენებ სუსტი მოსწავლის ბუკლეტს, ვისწავლე პროექტის საინფორმაციო ბუკლეტის შექმნაც. ამრიგად, ინტელის ტრენინგმა მასწავლა , რომ საგანგებოდ უნდა შევემზადო პროექტის დაწყებამდეც.პროექტებით სწავლება ერთ-ერთი ეფექტური გზაა 21- საუკუნის უნარ -ჩვევების გასავითარებლად. ამ კუთხით , ჩემ მიერ დაგეგმილი პროექტი " გვახსოვდეს აფხაზეთი" შედეგიანი გამოდგა მოსწავლეებისთვის. პროექტს ახორციელებდნენ მეექვსე კლასელები .მათ არ ჰქონდათ გამოცდილება პროექტების კეთებისა და მიუხედავად ამისა ,კარგად გაართვეს თავი სხვადასხვა საკითხს, რაც მოეთხოვებოდათ ამ პროექტის ფარგლებში .პროექტის იდეა სასკოლო სახელმძღვანელოში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების " გული" შესწავლის შემდეგ გაჩნდა . მოსწავლეებმა ამ ნაწარმოებებთან ერთად შეისწავლეს პუბლიცისტური წერილები აფხაზეთზე . განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს "მესამე ძალაზე " , რომელმაც განაპირობა ქართველთა და აფხაზთა გაუცხოება , მათი დაპირისპირება . მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი , რომ მეტი ინფორმაცია შეეგროვებინათ აფხაზეთის ომის გარშემო . მათ გადაწყვიტეს სიღრმისეულად შეესწავლათ ქართველთა და აფხაზთა ომამდელი და ომის შემდგომი ურთიერთობა . პარალელურად ხელოვნებაში ნასწავლი საკითხებიც გაიხსენეს და საბოლოოდ, გადაწყდა ინტეგრირებული პროექტის შექმნა .პროექტის დროს მოსწავლეებმა განივითარეს ჯგუფებში მუშაობის უნარი , ისწავლეს ერთმანეთთან თანამშრომლობა .მოძიებულ ინფორმაციებს ახარისხებდნენ , გამოკვეთდნენ კონცეპტუალურ აზრებს, აკეთებდნენ ჩანაწერებს , რაც წერითი მეტყველების კულტურასაც ავითარებს ." power point" -ში სლაიდებზე მუშაობის დროს გამოიყენეს ტექნოლოგიები, . მოსწავლეები წამოჭრილ პრობლემებს ხან მარტო, ხან ჩემთან თანამშრომლობის გზით უმკლავდებოდნენ , სახავდნენ პრობლემის გადაჭრის გზებს . მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის პერიოდში თვითშეფასების უნარიც უვითარდებათ. ისინი კარგად აფასებენ რა გამოსდით კარგად და რა ვერ გააკეთეს ისე , როგორც მოეთხოვებოდათ . მოსწავლეთა უმეტესობა კარგად წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე , თუმცა რამდენიმე მოსწავლემ პროექტის შემდეგ აღნიშნა , რომ დასახვეწი ჰქონდა აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის უნარი. პროექტმა გვაჩვენა ისიც , რომ ყოველთვის უნდა იყოს გათვლილი მოსალოდნელი რისკები .მართლაც , სრულიად მოულოდნელად , პროექტს გამოეთიშა ერთი მოსწავლე , თუმცა ჯგუფის ლიდერმა საკმაოდ წარმატებულად შეძლო მის ნაცვლად გამოსვლა . პროექტის შემდეგ მოსწავლეებს მოემატათ მოტივაცია . შეიძინეს ცოდნა აფხაზეთის ომის დაწყების მიზეზებზე , რაც შემდგომ კლასებში ამავე საკითხზე შესასწავლ ნაწარმოებებში კარგად გამოადგებათ. წინარე ცოდნის გააქტიურებით მეშვიდე კლასში შესასწავლ ნუგზარ შატაიძის მოთხრობას " მოგზაურობა აფრიკაში ", უფრო ადვილად გაიგებენ. .
Страницы
- მთავარი გვერდი
- ლექსები აფხაზეთზე
- შემაჯამებელი დისკუსია
- მოთხრობა აფხაზეთზე
- ეკლესიების ამჟამინდელი მდგომარეობა
- სურათები ომის შემდეგ
- პრეზენტაციები ომამდელ და ომის შემდგომ აფხაზეთზე
- ძველი აფხაზეთის სურათები
- აფხაზეთის პროექტის ბროშურა
- მოძიებული მასალები
- პროექტის მასალები
- დისკუსიის შეფასების რუბრიკა
- პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
- პროექტის სურათები
- პროექტის მსვლელობა
- პროექტის გეგმის შაბლონი
- ვიდეო მასალა
- პროექტის რეფლექსია
- სურათები აფხაზეთიდან
პროექტის რეფლექსია
ინტელის ტრენინგის გავლის შემდეგ სულ სხვა თვალით შევხედე პროექტებით სწავლებას .ვისწავლე მრავალფეროვანი მიდგომები სრულყოფილი პროექტის განსახორციელებლად. ვიყენებ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს , ვქმნი პროექტის გეგმას, რომელშიც გაწერილია პროექტის განხორციელების მსვლელობა , სტანდარტები და მისაღწევი შედეგები. მოსწავლეებს წინასწარ ვაჩვენებ სავარაუდო პროექტის ნიმუშს , ვამოწმებ ინტერნეტ სივრცეში არსებულ ინფორმაციებს, პროექტისთვის სჭირო მასალებს, ასევე ვიყენებ სუსტი მოსწავლის ბუკლეტს, ვისწავლე პროექტის საინფორმაციო ბუკლეტის შექმნაც. ამრიგად, ინტელის ტრენინგმა მასწავლა , რომ საგანგებოდ უნდა შევემზადო პროექტის დაწყებამდეც.პროექტებით სწავლება ერთ-ერთი ეფექტური გზაა 21- საუკუნის უნარ -ჩვევების გასავითარებლად. ამ კუთხით , ჩემ მიერ დაგეგმილი პროექტი " გვახსოვდეს აფხაზეთი" შედეგიანი გამოდგა მოსწავლეებისთვის. პროექტს ახორციელებდნენ მეექვსე კლასელები .მათ არ ჰქონდათ გამოცდილება პროექტების კეთებისა და მიუხედავად ამისა ,კარგად გაართვეს თავი სხვადასხვა საკითხს, რაც მოეთხოვებოდათ ამ პროექტის ფარგლებში .პროექტის იდეა სასკოლო სახელმძღვანელოში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების " გული" შესწავლის შემდეგ გაჩნდა . მოსწავლეებმა ამ ნაწარმოებებთან ერთად შეისწავლეს პუბლიცისტური წერილები აფხაზეთზე . განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს "მესამე ძალაზე " , რომელმაც განაპირობა ქართველთა და აფხაზთა გაუცხოება , მათი დაპირისპირება . მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი , რომ მეტი ინფორმაცია შეეგროვებინათ აფხაზეთის ომის გარშემო . მათ გადაწყვიტეს სიღრმისეულად შეესწავლათ ქართველთა და აფხაზთა ომამდელი და ომის შემდგომი ურთიერთობა . პარალელურად ხელოვნებაში ნასწავლი საკითხებიც გაიხსენეს და საბოლოოდ, გადაწყდა ინტეგრირებული პროექტის შექმნა .პროექტის დროს მოსწავლეებმა განივითარეს ჯგუფებში მუშაობის უნარი , ისწავლეს ერთმანეთთან თანამშრომლობა .მოძიებულ ინფორმაციებს ახარისხებდნენ , გამოკვეთდნენ კონცეპტუალურ აზრებს, აკეთებდნენ ჩანაწერებს , რაც წერითი მეტყველების კულტურასაც ავითარებს ." power point" -ში სლაიდებზე მუშაობის დროს გამოიყენეს ტექნოლოგიები, . მოსწავლეები წამოჭრილ პრობლემებს ხან მარტო, ხან ჩემთან თანამშრომლობის გზით უმკლავდებოდნენ , სახავდნენ პრობლემის გადაჭრის გზებს . მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის პერიოდში თვითშეფასების უნარიც უვითარდებათ. ისინი კარგად აფასებენ რა გამოსდით კარგად და რა ვერ გააკეთეს ისე , როგორც მოეთხოვებოდათ . მოსწავლეთა უმეტესობა კარგად წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე , თუმცა რამდენიმე მოსწავლემ პროექტის შემდეგ აღნიშნა , რომ დასახვეწი ჰქონდა აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის უნარი. პროექტმა გვაჩვენა ისიც , რომ ყოველთვის უნდა იყოს გათვლილი მოსალოდნელი რისკები .მართლაც , სრულიად მოულოდნელად , პროექტს გამოეთიშა ერთი მოსწავლე , თუმცა ჯგუფის ლიდერმა საკმაოდ წარმატებულად შეძლო მის ნაცვლად გამოსვლა . პროექტის შემდეგ მოსწავლეებს მოემატათ მოტივაცია . შეიძინეს ცოდნა აფხაზეთის ომის დაწყების მიზეზებზე , რაც შემდგომ კლასებში ამავე საკითხზე შესასწავლ ნაწარმოებებში კარგად გამოადგებათ. წინარე ცოდნის გააქტიურებით მეშვიდე კლასში შესასწავლ ნუგზარ შატაიძის მოთხრობას " მოგზაურობა აფრიკაში ", უფრო ადვილად გაიგებენ. .
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий