პროექტის მასალები

წერილი ქართველ ახალგაზრდებს აფხაზეთიდან!

    მოგესალმებით ჩვენო თანატოლებო!
ჩვენ ,აფხაზი სტუდენტები ვართ. 2008. აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენთან, აფხაზეთში, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. გახშირდა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები,განსაკუთრებით გამკაცრდა კონტროლი ქართველებთან ურთიერთობის ნებისმიერ საშუალებებთან დაკავშირებით. წლებია, რაც სიძულვილს და ზიზღს თესავს ხო ძალა თქვენსა და ჩვენს შორის და ამას აქტიური პროპაგანდის სახე აქვს ახალგაზრდებში ,სკოლიდან დაწყებული ,უმაღლესი სასწავლებლით დამთავრებული. პირადად მე და ჩემს ოჯახს, იმის გამო, რომ ქართველი მეგობრები მყავს ინტერნეტის საშუალებით და მათზე  ხმამაღლა მისაუბრია, დიდი პრობლემები შეგვიქმნეს.
თქვენი მოძრაობის შესახებ (საქართველო გვაერთიანებს) ინტერნეტის საშუალებით შევიტყვეთ და გადავწყვიტე მოგვეწერა, რადგანაც ჩვენთან ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი ქართველებთან აღადგინოს ურთიერთობა. ჩვენი ხელისუფლება ცდილობს შექმნას ინფორმაციული ვაკუუმი, რათა ნაკლებად იყოს ხელმისაწვდომი ობიექტური ინფორმაცია ჩვენთვის.რუს მოქალაქეებს პასპორტში აფხაზს უწერენ და გვისახლებენ, სინამდვილეში კი აფხაზები ცოტანი დავრჩით და როგორც ერი, გაქრობის საშიშროების წინაშე ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ამჩნევს განსხვავებას რუსეთსა და ქართველებს შორის, ამაზე შემიძლია ვუპასუხო შემდეგნაირად,…1993 წლამდე სანამ რუსეთის პროვოცირებული კონფლიქტი დაიწყებოდა, აფხაზეთში ცხოვრობდა 90 ათასზე მეტი აფხაზი, დღეს კი სავალალო მდგომარეობაში ვართ და მხოლოდ 45 ათასი აფხაზი დავრჩით.
ჩვენ, აფხაზი ახალგაზრდები, ვითვალისწინებთ რა რეგიონში შექმნილ ურთულეს მდგომარეობას, კონფლიქტის გამწვავების საშიშროებას და ნდობის აღდგენის აუცილებლობას აფხაზებს და ქართველებს შორის, მოგმართავთ თქვენ, ჩვენს თანატოლებს, ქართველებს, დავძრათ ყინული და დავიწყოთ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან. ვფიქრობთ, რომ მიუხედავად წარსულის შეცდომებისა და დაღვრილი სისხლისა,ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისა , რომ ურთიერთობები  და ნდობა აღვადგინოთ , ორ ისტორიულად  მოძმე ერს შორის. სრულად ვაცნობიერებთ რა იმ საფრთხეებს, რომლებიც  რუსეთის მხრიდან მომდინარეობს, გვიქადის უდიდეს საშიშროებას, განსაკუთრებით ისეთ მცირე ერს, როგორიც ჩვენ ვართ. აფხაზეთში მიმდინარეობს აქტიური პროპაგანდა, და აგრესიული პრორუსული დემოგრაფიული პოლიტიკა, რათა მოხდეს აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის სრული ჩანაცვლება, სხვა ეროვნების ხალხით. ჩვენ კი არ შეგვწევს ძალა შევაჩეროთ ეს დამანგრეველი პროცესი.
ჩვენ, თქვენი დახმარებით გვინდა მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, იხელმძღვანელონ საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმებით, და უზრუნველყონ ჩვენი უსაფრთხოება,  და იკისრონ შუამავლის როლი აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის.

                                                                             პატივისცემით აფხაზი სტუდენტები:


                                       ისტორიული ფაქტები აფხაზეთზე


   თავდაპირველად აფხაზეთს ეჭირა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი და კოლხეთის სამეფოში შედიოდა. სახელწოდებააფხაზეთიქართულ წერილობით წყაროებში პირველად მე-8 იხსენიება, მანამდე კი ხმარობდნენ ბერძნულ ფორმასაბასკ-აბასკოის“, რაც ქართულიაფხაზისსინონიმია.
დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ძველად (ანტიკურ ხანაში) ცხოვრობდნენ სხვადასხვა ქართველური და მათი მონათესავე ტომები: აბაზგები, აფშილები, მესხები, კოლხები და სხვ. VII-VIII საუკუნეებისათვის ეს ტომები უკვე გაერთიანდნენ დააფხაზისსახელწოდების ქვეშ მოექცნენ. ეს სუფთა ქართული ტომობრივი გაერთიანება იყო, რაზეც მიუთითებს როგორც მათი სახელი, ისე მათი ქალაქებისა და სოფლების დასახელებები, რომლებიც ასევე წმინდა ქართული წარმოშობისაა. მაგ., ბიჭვინთა, ცხუმი, გაგრა, სოჭი, სხემარი და სხვ.
კოლხეთის მოსახლეობა ქართველთა სამ შტოს ეკუთვნოდა: ლაზ-მეგრელებს, აფხაზ-აფშილებსა და სვანებს. სწორედ მათ ჩამოაყალიბეს უძლიერესი ქართული სამეფო საერთო სამწერლობო ენით, ყოფა-ცხოვრების წესითა და კულტურით.
დასავლეთ საქართველოს ცალკეული კუთხეების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებაში დიდი როლი შეასრულა ქართულმა ფეოდალურმა საგვარეულომ ლევან მეორის მეთაურობით. მან თავი დააღწია ბიზანტიის ბატონობას და VIII საუკუნის 80-90-იან წლებში დასავლეთ საქართველოს კუთხეები ნიკოფსიიდან ჭოროხამდე და ლიხის ქედამდე ერთ სახელმწიფოდ გააერთიანა, რომელსაცაფხაზთა სამეფოუწოდა, რომლის დედაქალაქადაც ქუთაისი გამოცხადდა. ზოგიერთ წყაროებში ეს სამეფოეგრისისსახელითაც მოიხსენიება.
აფხაზთა სამეფოს მართვა-გამგეობის, სწავლა-განათლების, წირვა-ლოცვისა და საერთო ურთიერთობის ძირითადი ენა ქართული იყო. ამ ენაზე შედგა აფხაზთა მეფეებისდივანიც“, ანუ ისტორია. ამ ისტორიულმა პროცესებმააფხაზეთისცნება გააფართოვა და გაზარდა და VIII-X საუკუნეების მანძილზე ვიწრო კუთხური სახელწოდებიდანაფხაზეთიმთელი დასავლეთ საქართველოს სახელწოდებად იქცა.
აფხაზთა სამეფოს არსებობის მანძილზე მისი მესვეურები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში. სწორედ ამ ხანებში გათავისუფლდა აფხაზთა სამეფოს, ანუ დასავლეთ საქართველოს ქართული ეკლესია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დამოკიდებულებისაგან და მცხეთის კათოლიკოსს დაექვემდებარა. საერთოდ, ბიჭვინთაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი საეკლესიო ცენტრიცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოს-კათოლიკოსის რეზიდენცია.
აფხაზთა სამეფო დაყოფილი იყო რვა საერისთავოდ: აფხაზეთის, ცხუმის, ბედიის, სვანეთის, რაჭა-თაკვერის, გურიის, ქუთაისისა და შორაპნის საერისთავოებად. თვითონ აფხაზეთის საერისთავო მოიცავდა ძველი აბაზგიის ფარგლებსტერიტორიას მდინარე გუმიდან მდინარე ბზიფამდე.
როგორც ფეოდალური ქვეყანა, აფხაზეთი ისეთივე საქართველო იყო და აფხაზი ისეთივე ქართველი, როგორც ეგრისი და მეგრელი, როგორც ჰერეთი და ჰერი, როგორც ქართლი და ქართლელი (. ბერძენიშვილი).
მტერთა გამუდმებული შემოსევებისა და შინა დაპირისპირების გამო, XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართველო ძლიერ დასუსტდა, რასაც მისი სამეფო-სამთავროებად დაშლა მოჰყვა. ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანას მრავალი მტერი შემოესია, მათ შორის, ჩრდილო კავკასიელი მთიელები. კახეთს დაღესტნელები აწიოკებდნენ, შიდა ქართლსოსები, აფხაზეთს კი აფსუები (იგივე აბაზები) და ადიღე-ჩერქეზები.
ჟამთა სიავის გამო ქართველთაგან ნახევრად დაცლილ აფხაზეთში ყუბანისპირეთიდან გადმოსახლდნენ აფსუები (აბაზები) და ჩერქეზების მცირე ჯგუფები. ისინი ტყეებსა და გორაკებზე დასახლდნენ, ფარღალალა ფაცხები ააშენეს, დასახლებას ღრმა ორმოები შემოავლეს და პრიმიტიულ ცხოვრებას მიჰყვეს ხელი. ისტორიკოსთა და მისიონერთა გადმოცემით, ისინი არ დასახლდნენ ციხეებსა და ქალაქებში, ეკლესია-მონასტრებს არ გაეკარნენ, არ ლოცულობდნენ, წარმართობასა და მაჰმადიანობას აღიარებდნენ. ეკლესია-მონასტრები და საეკლესიო სოფლები დაარბიეს, მარტო სოფელ ნაჟანეულში 60-მდე კომლი დახოცეს, დაატყვევეს ან გაყიდეს.



                                       ძვირფასო თანამემამულენო!
აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარი დროიდან იწყება. ჩვენი საერთო კოლხური წარმოშობა, გენეტიკური ნათესაობა ჩვენს ხალხებსა და ენებს შორის, საერთო ისტორია, საერთო კულტურა გვავალებს დღეს დიდ დაფიქრებას ჩვენი ხალხების მომავალ ბედ-იღბალზე. ჩვენ ერთ მიწა-წყალზე ვცხოვრობდით მუდამ და ერთმანეთის ჭირ-ვარამს ვიზიარებდით. ჩვენ საერთო სამეფო გვქონდა საუკუნეთა განმავლობაში, ერთ ტაძარში ვლოცულობდით და ერთ ბრძოლის ველზე ვიბრძოდით საერთო მტრების წინააღმდეგ.
უძველესი აფხაზური გვარების წარმომადგენლები დღესაც არ ანსხვავებენ ურთიერთისაგან აფხაზსა და ქართველს. აფხაზთა მთავრები შერვაშიძეები, საკუთარ თავს არა მხოლოდ აფხაზ, არამედ ქართველ თავადებსაც უწოდებდნენ, ქართული ენა მათთვის დედა ენა იყო, ისევე როგორც იმჟამინდელი აფხაზი მწერლებისათვის. ,,ვეფხისტყაოსნისკულტურა გვაკავშირებდა ჩვენ და უძველესი ქართული ტაძრები, ძველი ქართული წარწერებით დამშვენებულნი, დღესაც რომ დგანან აფხაზეთში და ხიბლავენ მნახველს, ჩვენს შორის იყო გადებული თამარის ხიდი მდინარე ბესლეთზე, სოხუმის მახლობლად, დღესაც რომ ამშვენებს უძველესი ქართული წარწერა. ბედია და მოქვი, ამბრა, ბიჭვინთა და მრავალნი სხვანი მოწმენი არიან ამ ძმობისა და ერთობისა.
აფხაზი მუდამ ამაღლებული, რაინდული კეთილშობილების სიმბოლო იყო ქართველის ცნობიერებაში. ამას მოწმობს აკაკის ,,გამზრდელი~ და სხვა მრავალი შედევრი ქართული მწერლობისა. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ სწორედ ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ კიდევ მეტად გაუთქვა სახელი მთელს ქვეყანაზე აფხაზურ კულტურასა და ყოფას, აფხაზი ხალხის გმირობასა და კეთილშობილებას თავისი ,,მთვარის მოტაცებით~. ქართველმა მეცნიერებმა _ ნიკო მარმა, არნოლდ ჩიქობავამ, ქეთევან ლომთათიძემ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აფხაზოლოგიის დაფუძნებაში, აფხაზური ენის გრამატიკის სისტემატიზაციის საქმეში; ქართველმა ისტორიკოსებმა _ ივანე ჯავახიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ, ნიკო ბერძენიშვილმა და სხვებმა კი აფხაზეთის ისტორიის საკვანძო საკითხების კვლევაში, ხოლო აფხაზები ყოველთვის დიდ როლს ასრულებდნენ ჩვენი საერთო სამეფოსა განმტკიცებასა და კულტურულ აღმშენებლობაში.
ჩვენ მრავალი იმპერიის შემოტევას გავუძელით, ჩვენი ძმობა და მეგობრობა ვერ დაარღვიეს ვერც რომაელებმა, ვერც ბიზანტიელებმა, ვერც არაბებემა, ვერც თურქაბმა, მაგრამ აი მეცხრამეტე _ მეოცე საუკუნეში ჩვენ დაგვიპირისპირდა იმპერიათა შორის უვერაგესი და უბოროტესი _ რუსეთის იმპერია, რომელმაც არნახული უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხებს. რუსეთის იმპერიამ თურქეთში გადაასახლა აფხაზი ხალხის დიდი ნაწილი, მანვე გააუქმა აფხაზეთის სამთავრო, გააუქმა საქართველოს სამეფო და მიზნად დაისახა ჩვენი ხალხების სრული ასიმილაცია და მოსპობა. მან დაინახა, რომ ამას ვერ განახორციელებდა მხოლოდ სისხლიანი რეპრესიებით და გენოციდით, ამიტომ გამოიყენა ყველა იმპერიის ნაცადი ხერხი ,,Divide et impera”  - გათიშე და იბატონე და ყოველგვარ ღონეს ხმარობდა აფხაზი და ქართველი ხალხების ურთიერთდასაპირისპირებლად. თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც ამას აღნიშნავდა თვით ნესტორ ლაკობა, ცარიზმმაც ვერ შესძლო აფხაზებსა და ქართველებს შორის შუღლის ჩამოგდება. მაგრამ დღევანდელმა მოდერნიზებულმა კომუნისტურმა იმპერიამ, საუბედუროდ, მიაღწია ამას თავისი მეშვეობით, რაც მისი გეგმით დასაწყისი უნდა გახდეს კავკასიის ბალკანიზაციისა და ლიბანიზაციისა, რათა ცენტრმა შეინარჩუნოს თავისი პოზიციები და ჰეგემონია ამიერკავკასიაში.
ჩვენ პატივს ვცემთ აფხაზი ხალხის ეროვნულ და კულტურულ უფლებებს: თქვენს სახელმწიფოებრიობას, თქვენს ენას, კულტურას, აფხაზურ სკოლას, თეატრს, ყოველნაირად ვცდილობთ საკითხების მოლაპარაკების გზით გადაჭრას; მაგრამ, სამწუხაროდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური ხელმძღვანელობა არ ამჟღავნებს სათანადო მზადყოფნას მოლაპარაკებისთვის, ადგას ჩვენს მიმართ კონფრონტაციის გზას, ამჟღავნებს სეპარატისტულ ტენდენციებს, საფრთხეში აგდებს მშვიდობას აფხაზეთის ტერიტორიაზე.
დღეს დიდი ხმაურია ატეხილი გალში ჩვენს მიერ პრეფექტის დანიშვნასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ჩვენი კანონის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ უნდა წარმოადგინოს პრეფექტის კანდიდატურები, რომლებიც ჩვენ უნდა დავამტკიცოთ. ამავე კანონის თანახმად, განმარტების მიხედვით, თუ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა არ წარმოადგენს ასეთ კანდიდატურებს, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს უფლება აქვს თავად დანიშნოს პრეფექტი. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის თხოვნისა, ბატონი არძინბა არ ჩამოვიდა თბილისში, არ დაესწრო პრეზიდიუმის სხდომებს, რომლის წევრადაც იგი ითვლება და არ წარმოადგინა პრეფექტის კანდიდატურა, ამიტომაც დაინიშნა გალში პრეფექტი. ამჟამად ჩვენ მას მივეცით ვადა სხვა კანდიდატურების წარმოდგენისა, რასაც იგი კვლავ აჭიანურებს.
ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ იგი ბოიკოტს უცხადებს ჩვენს პარლამენტს, ჩვენს პოლიტიკას პრეფექტურებთან დაკავშირებით და სურს აფხაზეთში შენარჩუნება კომუნისტური წყობილებისა, მმართველობის კომუნისტური სისტემისა. მაგრამ ჩვენ უნდა შევახსენოთ მას, რომ კომუნისტური სისტემა და საბჭოთა იმპერია დღეს განწირულია და ამაოდ ცდილობენ მავანნი და მავანნი ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალებას. ადრე თუ გვიან საბჭოთა კავშირის დამონებული ხალხები გადაიგდებენ კომუნისტური დიქტატურის უღელს და მაშინ არძინბას მსგავსი მოღვაწეები შეფასდებიან, როგორც საკუთარი ხალხის მოღალატენი.
დღეს მთელი მსოფლიო გმობს გორბაჩოვის რეპრესიულ პოლიტიკას დაპყრობილი ერების მიმართ, ლიტვაში და ლატვიაში ჩადენილ ბარბაროსობას. ასე, რომ საბჭოთა ტანკების იმედი ნუღარავის ექნება. მსოფლიო გმობს, აგრეთვე, ცენტრის მიერ ინტერფრონტების და ,,ხსნის კომიტეტების~ შექმნის მცდელობას ხალხის მიერ არჩეული მთავრობების დამხობის მიზნით. და აი, ასეთ დროს აფხაზეთში შეიქმნა ინტერფრონტი, რომელსაც სურს გაიმეოროს ბალტიისპირეთის მოდელი, ხოლო არძინბა გამუდმებით იწვევს იმპერიის ჯარს, რათა სისხლისღვრა გამოიწვიოს აფხაზეთში. მან უკვე მიაღწია შინაგანი ჯარის შემოყვანას ბაბუშერაში, მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ მსოფლიო ისევე დაგმობს მის საქციელს, როგორც დაგმო ბალტიისპირეთის ,,ხსნის კომიტეტები~. ამით არძინბას სურს აფხაზი ხალხი ჩაითრიოს სახიფათო ავანტურაში, რომელიც მას სირცხვილსა და უბედურებას მოუტანს. ასევე სახიფათო იქნება აფხაზეთის მოსახლეობისათვის მონაწილეობა 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმში, რაც მიზნად ისახავს ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებას აფხაზეთში, ქართველების, აფხაზების, სომხების, რუსების და სხვა ეროვნებების ურთიერთდაპირისპირებას, ხალხთა შორის სისხლისღვრის პროვოცირებას. ამიტომ მოგიწოდებთ: ნუ აყვებით პროკომუნისტებს, ჩვენი ისტორიული მტრების აგენტებს და პროვოკატორებს, ბოიკოტი გამოუცხადეთ საბჭოთა რეფერენდუმს და მონაწილეობა მიიღეთ საქართველოს რესპუბლიკის 31 მარტის რეფერენდუმში, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან. დამოუკიდებელი საქართველო თქვენ უფრო მეტს მოგცემთ, ვიდრე მოდერნიზებული საბჭოთა იმპერია, რომლის მიზანიც არის ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია. თვითმყოფად საქართველოში იარსებებს ჭეშმარიტად თვითმყოფადი აფხაზეთი, ჭეშმარიტი თვითმმართველობით, როგორიც მას ჰქონდა აფხაზთა და ქართველთა ერთიანი სამეფოს არსებობის დროს სუკუნეთა განმავლობაში.
გაუმარჯოს ჩვენს ისტორიულ ძმობას, ერთობას და დამოუკიდებლობას!
გვფარავდეს ღმერთი სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა!
სიყვარულით და პატივისცემით
ზვიად გამსახურდია.
                                                                            თბილისი, 1991 . მარტი                                         
                                         გაღმა ნაპირი



2009 წელს გიორგი ოვაშვილმა გადაიღო მხატვრული ფილმი „გაღმა ნაპირი", რომელიც არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნა ნომინირებული. პრემიერა 2009 წლის 7 თებერვალს გაიმართა ბერლინში. სურათი სულ ოცდაათამდე ქვეყანაში იქნა ნაჩვენები, უამრავი ჯილდო მიიღო, წარმატება მოუტანა რეჟისორს, მთელ შემოქმედებით ჯგუფს და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ქართულ კინოში ძალიან ცოტაა თანამედროვე ფილმი, რომლის პოპულარობაც გასცდა საქართველოს საზღვრებს და უცხოელი მაყურებლისა თუ კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში მოექცა. „გაღმა ნაპირი" ტრაგიკული სურათია, რომელიც აფხაზეთის ომის შედეგად დაზარალებული ხალხის ყოფას, მათ ტკივილს ეხმიანება. თედოს შემზარავი ისტორია იმ საზარელი მოვლენების ანარეკლია, რომლებმაც უამრავი ხალხი შეიწირა, იძულებით აყარა საკუთარი მიწიდან და ფიზიკურად მოსპო. ეს მოუშუშებელი ტკივილია, რომელსაც თითოეული დევნილი დღესაც ისევე მძაფრად განიცდის, როგორც ომის დღეებში.

რეჟისორის ჩანაფიქრმა გაამართლა და წარმატებაც უმალ მოვიდა... საინტერესოა მთავარი გმირის სახე, რომლის როლიც ბრწყინვალედ შეასრულა არაპროფესიონალმა მსახიობმა, პატარა ბიჭმა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, 12 წლის თედო, რომელიც დედასთან ერთად გამოექცა ომს, სახლიდან გარბის და მარტო ბრუნდება აფხაზეთში, რათა სოხუმში დარჩენილი მამა იპოვოს.

არ ვიცი, მაყურებელმა იცის თუ არა, რომ ეს ფილმი ნუგზარ შატაიძის არაჩვეულებრივი მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული. ავტორმა გონფრევილის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისთვის პრიზიც მიიღო.
ნაწარმოების ეკრანიზაცია საზოგადოებაში ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ერთნი მიიჩნევენ, რომ ფილმი ჯობია, მეორენი ლიტერატურულ პირველწყაროს ამჯობინებენ. კონკრეტულ შემთხვევაში პირადად მე ძალიან მიჭირს, ვიყო მიუკერძოებელი, კრიტიკული, რადგან მოთხრობამაც და ფილმმაც დიდი სევდა მომმგვარა. ეკრანზე გაცოცხლებული ამბავი ხშირად უფრო მძაფრ გრძნობებს იწვევს; ის, რასაც კითხვის დროს მხოლოდ წარმოიდგენ, თვალით დანახვისას გაცილებით მწარეა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვს ეხება. მაგრამ არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ მოთხრობას წაიკითხავს და საოცარ ტკივილს არ იგრძნობს. ყოველივე ისეთი ადამიანური და ცოცხალი ენით არის მოთხრობილი, რომ მკითხველს წარმოსახვის დაძაბვა აღარ სჭირდება.
ნუგზარ შატაიძე ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე მწერალია. მისი მოთხრობები, ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად ისწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, რაც ნამდვილად მისასალმებელია. საოცარია, მაგრამ მის ძირითად პროფესიას ლიტერატურასთან საერთო არაფერი ჰქონია - მან პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა და სპეციალობით თბოენერგეტიკოსი გახლდათ. ერთი შეხედვით რადიკალურად განსხვავებულ საქმიანობას მისთვის ხელი არ შეუშლია, სულიერებით სავსე ნაწარმოებები შეექმნა. თავად ამბობდა: „ჩემთვის ამბავი კი არ არის მთავარი, არამედ მარჯვედ ნაპოვნი სიტყვა და ამ სიტყვებისგან აგებული მარჯვე წინადადებაო". მართლაც, ამბებს რა გამოლევს - ვიდრე ადამიანი არსებობს, იარსებებს ამბავიც; მთავარი ისაა, ვინ როგორ მოჰყვება, როგორ მიაწვდის მკითხველს. ამ თვალსაზრისით თანამედროვე ლიტერატურა ძალიან მრავალფეროვანია.
კიბერსამყაროში ადამიანები ადამიანური პრობლემებისთვის თითქოს ვეღარ ვიცლით. ზოგჯერ ჩვენი ყოფა ვირტუალურ თამაშს წააგავს - მიზნისკენ მივიწევთ, ერთიმეორის მიყოლებით ვლახავთ დაბრკოლებებს, ვეფლობით ყოველდღიურ საზრუნავში და გვავიწყდება ის ადამიანები, ვისაც ძალიან ვჭირდებით. ახალ საუკუნეში უფრო პრაგმატულები გავხდით, სხვისი ტკივილი შორეული, უცხო და გაუგებარი გვეჩვენება. თუმცა არსებობს ადგილი, სადაც ხშირად ვიჩენთ თანაგრძნობას. ეს ადგილი ქუჩაა, სადაც შენი თვალთახედვის არეში უამრავი გაჭირვებული ადამიანი ექცევა. ოღონდ წამიერად, მერე კი ყველაფერს დავიწყების მდინარე წალეკავს...
ნუგზარ შატაიძის მოთხრობა „მოგზაურობა აფრიკაში" სხვა არაფერია, თუ არა ჩვენს ქუჩებში მოგზაურობა. პარადოქსია, მაგრამ აფრიკა ჩვენთანაც არის. თბილისი ხომ ცხოვრების გზაა, სადაც ყველანი ერთმანეთის მეგობრები ან მტრები ვართ - ჩვენი შინაგანი მოცემულობა არ გვაძლევს საშუალებას, შუაში ვიდგეთ. ამ გზაზე თან გვდევენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენგან, ერთი შეხედვით, მხოლოდ ფინანსური თანადგომა სჭირდებათ. ვინ იცის რამდენჯერ გაგვიღია მოწყალება ქუჩაში მარტოდმარტო მოხეტიალე, ჭუჭყიანი, მიტოვებული პატარა ბავშვების დასახმარებლად, ბავშვობადაკარგული თვალებით რომ შემოგვცქერიან და თითქოს ხსნას ელიან. ალბათ, გაგიგონიათ, რომ პატარები მოწყალების მიღებას არ უნდა მივაჩვიოთ - მათ უნდა იცოდნენ, რომ ადამიანმა მხოლოდ თავისი შრომით უნდა მოიპოვოს ლუკმაპური, მაგრამ... არსებობს უამრავი „მაგრამ", რაც გვიბიძგებს, გავიღოთ მოწყალება, მცირედით მაინც დავეხმაროთ, რადგან სხვა არაფერი შეგვიძლია და ეს ისეთი სურვილია, რომელსაც ვერავითარი სწავლება ვერ დაუდგება წინ.
მახსოვს, ერთმა მეგობარმა მითხრა, მაწანწალები და მათხოვრები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან - ასეთიაო ბუნების კანონი. არადა, ჩვენ რომ სულ ამ კანონებს ვებრძვით? როგორც ჩანს, ამ ომში დამარცხება გარდაუვალია.
ნუგზარ შატაიძე აღწერს პატარა მაწანწალა ბიჭებისა და გოგონების ცხოვრებას, მოგვითხრობს, როგორ ატირებენ და აწვალებენ მეტროში დაუცველ ბავშვებს, როგორ ართმევენ იმ მცირედსაც, მხოლოდ ლუკმა პურის საყიდლად რომ ეყოფათ, როგორ ყნოსავს გათოშილი მოზარდი წებოს, რეალობას რამდენიმე წუთით მაინც რომ გაექცეს და იწყება საოცარი მოგზაურობა აფრიკაში - ყველაზე მიმზიდველ კონტინენტზე, სადაც საოცარი ცხოველები - სპილოები, ჟირაფები, ზებრები ბინადრობენ... მაგრამ თურმე მოწყალების სათხოვნელი ადგილებიც დასწრებაზე ყოფილა და რაკი ყველგან ძალა აღმართს ხნავს, ყველაზე „ბარაქიანი" ადგილიც მას რჩება, ვინც უფრო ღონიერია. წუპაკა იმ ბავშვების საერთო სახეა, ადრეული ასაკიდანვე რომ არიან განწირულნი, რადგან ქუჩაში გადარჩენა ძალიან ძნელია. მთავარი გმირი სწორედ მეგობრის ტრაგიკულმა სიკვდილმა აიძულა, ახალი ცხოვრება დაეწყო, და დაეწყო სწორედ მამის პოვნით. როგორც ჩანს, წარსულის დაბრუნების გარეშე ახლის დაწყება შეუძლებელია, მამა კი წარსულის ხატია, ბედნიერი, უზრუნველი წარსულისა, თეთრი თოლიების კივილით და ზღვის ხმაურით რომ იყო სავსე.
ოცდაშვიდი ლარითა და ზურგჩანთაში თევზის კონსერვებით, ბიჭი აფხაზეთისკენ მიმავალ მატარებელში ჯდება, ოღონდ იცის, რომ თავი ყველას მუნჯად უნდა მოაჩვენოს, რადგან ქართულად ლაპარაკი საშიშია. გმირის ტრაგედიას კიდევ უფრო ამძაფრებენ პერსონაჟები, რომლებიც მას ამ მოგზაურობის დროს ხვდებიან. თუნდაც ის ორი ახალგაზრდა, რომლებმაც თედო მანქანით წაიყვანეს. მათი უღირსი საქციელი პატარა ბიჭის აღშფოთებას და პროტესტს იწვევს, მაგრამ უსამართლობის წინააღმდეგ მისი ბავშვური შემართება მარცხდება... მაგრამ რეჟისორის მიზანიც ხომ ის არის, მაყურებელი მთლიანად დაიპყროს, მთელი გულით განაცდევინოს რეალობა, ის ჭუჭყი მოსცხოს, რომელსაც ყველა გაურბის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჩვენი სინამდვილეა.

აფხაზეთში (ტყვარჩელში) ჩასული მოზარდი იმ სახლისკენ მიდის, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, პოულობს ნაჭრის დათუნია გერასიმეს - თავისი წართმეული ბავშვობის სახეს. სახლი, რომელსაც აღარც კარი აქვს, აღარც ფანჯარა, ნაგვით არის სავსე. ეზო ცარიელია, ერთი მოხუცი, მარო ბებოღა დარჩენილა წარსულის ნუგეშად, კედელზე კი ბიჭის სახლიდან წამოღებული ძველი საათი უკიდია. მარო ბებოსგან იგებს ბიჭი მამის ამბავს და კიდევ უფრო სევდიანი ბრუნდება თბილისში.
მამის დაოჯახება, ახალი ცხოვრების დაწყება ბავშვისთვის მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა. ალბათ, მკითხველი თავად განსჯის, რატომ. ძნელია, ოცნებას ასე ახლოს ჩაუარო და ვერ მისწვდე... ღირდა კი წვალება იმ ადამიანის გამო, რომელსაც თურმე საერთოდ არ ახსოვდა დევნილი, გაუბედურებული ოჯახი? იქნებ გმირის ცხოვრება სხვაგვარად წარმართულიყო, მამასაც რომ არ დავიწყებოდა? ეს რიტორიკული კითხვაა, რომელზეც ძნელად იპოვი პასუხს.
მოთხრობაში გვხვდებიან პერსონაჟებიც, რომელთა უანგარო სიკეთე მოზარდს აოცებს. როგორც ჩანს, ადამიანს კარგი უფრო უკვირს, ვიდრე ცუდი.
სამწუხაროდ, ის, რასაც პატარა ბიჭი გაურბოდა მოგზაურობის დასაწყისში, ძნელი დასაძლევი აღმოჩნდა. წუპაკას სიკვდილმა იგი გამოაფხიზლა, იმედი ჩაუსახა, ოცნება გაუღვიძა, მაგრამ ამაოდ... მრავლისმთქმელია მოთხრობის ფინალი, რომელიც სულით ხორცამდე შეძრავს მკითხველს. აფხაზეთიდან დაბრუნებული გმირი ღრმად ჩაეფლო ქუჩის სიბინძურეში და სულ მალე შორეული აფრიკიდან მასთანაც მივიდნენ საოცარი ცხოველები, მაგრამ სპილოებისა და ჟირაფების ნაცვლად მას სვავები და ორი აფთარი ესტუმრა...


                                            გვახსოვდეს აფხაზეთი !


       ძვირფასო თანამემამულეებო,
 27 სექტემბერი ტრაგიკული და მტკივნეული დღეა ქართველი ერის ისტორიაში, რომელსაც მძიმედ განიცდის მთელი საქართველო, იგი სოხუმის დაცემის დღეა. ომმა აფხაზეთში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 300 ათასი ადამიანი  დევნილად აქცია.  მე მინდა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო საქართველოს უახლესი ისტორიის ჭეშმარიტი გმირების წინაშე,   რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.  თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი სახელმწიფოს ვალია ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რასაც ეს გმირები  შეეწირნენ, მივიდეთ  მიზნამდე, რომელსაც გაერთიანებული საქართველო, ერთიანი და ძლიერი  სახელმწიფო ჰქვია.
 18 წლის წინ, სამწუხაროდ, ვერ შევძელით თავს მოხვეული რუსეთის აგრესიის თავიდან  აცილება  და ამ ომში ქართველებიც და აფხაზებიც დავმარცხდით. ეს დღე საერთო ტკივილია როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის, რადგან ამ ომში გამარჯვებას მხოლოდ გარეშე ძალამ მიაღწია. ყველამ ვიცით,  თუ რა შედეგები მოჰყვა ამ ტრაგედიას:  რუსული სამხედრო ბაზები ხმელეთზე, რუსი მესაზღვრეები საოკუპაციო ხაზზე, რუსული გემები  საქართველოს (აფხაზეთის) წყლებში – ასეთია დღევანდელი აფხაზეთის რეალობა. ქვეყანა, რომლის ინსპირირებითაც ეს ომი მოხდა ახალ მოკავშირეებს ეძებს, რათა მოახდინოს ძალისმიერი გზით მოპოვებული აფხაზეთის ტერიტორიის დაკანონება. მაგრამ  დღეს სხვა დროა და დემოკრატიული ქვეყნები, თავისუფალი მსოფლიო არ აპირებს ამ რეალობის აღიარებას. სწორედ ამიტომ, ენგურს აქეთ საქართველოში დღევანდელი დღე  ხსოვნისა და იმედის დღეა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აფხაზეთი დაუბრუნდეს თავის ისტორიულ წიაღს. საქართველოს ხელისუფლება არ დაიშურებს ძალისხმევას სერთაშორისო ასპარეზზე,  რომ მშვიდობიანი გზით მოხდეს ჩვენი მთავარი პრობლემის გადაჭრა –  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. გვჯერა, რომ, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი გზებით, წარმატებას მივაღწევთ და 27 სექტემბერი ქართული საზოგადოების გაერთიანების დღედ იქცევა.
მე ღრმად მწამს, რომ კვლავ აღდგება ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდი. ამიტომ დღევანდელი დღე ხსოვის, გლოვის და იმედის დღეა, რწმენის, რომელიც აფხაზეთში დაგვაბრუნებს. მანამდე კი, ყველამ, საქართველოში მცხოვრებმა ქართველებმაც და საზღვარგარეთ ჩვენმა თანამემამულეებმა არ უნდა დავივიწყოთ საქართველოს ეს საოცრად ლამაზი მხარე: გახსოვდეთ აფხაზეთი!
 მირზა (პაპუნა) დავითაია
- See more at: http://www.diaspora.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=4&info_id


                              ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან
დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი”. მიუწვდომელია ღვთის განგება ადამიანის გონებისა და სულისათვის. ჩვენ ვერაფრით წარმოგვედგინა, რომ ასეთი საშინელი ომი მოხდებოდა საქართველოში...

მინდა ყველას გითხრათ: დღეს, როგორც არასდროს, ერი უნდა იყოს ერთ მუშტად შეკრული. გვჭირდება ერთი ძალა, ერთი ნება, რომ ვძლიოთ მტერს.
ვერ წარმოგვედგინა, რომ მართლმადიდებელი რუსეთი ასე გაიმეტებდა საქართველოს! ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ შეიძლება რუსეთის ჯარისა და რუსი ერის გაიგივება. რუსი ხალხი მაინც პატივისცემითაა განწყობილი ქართველების მიმართ და რუსეთის და საქართველოს ეკლესიებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღდგეს ნდობა და პატივისცემა, რომელიც იყო ჩვენ შორის...
ნუ შეშინდებით, არ შეძრწუნდეს გული თქვენი! ყველაფერი წარმავალია. ეს მწუხარებაც წარმავალია და ჩვენი განსაცდელი, ღვთის მადლითა და ღვთის შეწევნით, აუცილებლად მშვიდობითა და სიხარულით შეიცვლება!”
ქართველი ადამიანი არის დაჯილდოებული ისეთი თვისებით, რომ ივიწყებს წყენას, ივიწყებს ბოროტებას, რასაც მას სხვა უკეთებს, და დიდება და მადლობა უფალს, რომ ეს მადლი გვაქვს ქართველებს! რამდენჯერ ყოფილა ისტორიაში, როცა მტერს უნდოდა ხერხემალში გადაეტეხა ჩვენი ერი, უნდოდა ჩვენი მიწა-წყლის წართმევა, ჩვენი კულტურის, ჩვენი სარწმუნოების განადგურება, მაგრამ უფალმა არ დაუშვა ეს და განგვიკურნა და დაგვიამა ჭრილობები. ადამიანი, რომელიც გულში ბოროტებას ატარებს, უპირველეს ყოვლისა, თავის თავს ვნებს. შურისძიება არ ახასიათებს ქართველს! დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა, რომელიც ჩვენ მოგვაყენეს, ქართველი მაინც დარჩება პატივისმცემელი რუსი ხალხისა. ინგლისელები ამბობენ: თუ შენ იძიებ შურს, ორი სამარე უნდა გათხარო - ერთი მტრისთვის და მეორე შენთვისო. ამიტომ არის, რომ ადამიანი, რომელიც შურს იძიებს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს ვნებს... დღეს მე ქართველებზე მეტად რუსი ხალხი მებრალება, იმიტომ, რომ მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ სულ სხვა საშუალება ჩვენთან ურთიერთობაში - კულტურული, მეცნიერული, სულიერი - და არა ბომბები და არა სიკვდილი. მადლობა ღმერთს, დრო ყველაფერს კურნავს და, ღვთის მადლით, განიკურნება ქართველი ადამიანიც და რუსიც, კვლავ აღდგება ის პატივისცემა, რომელიც არსებობდა ჩვენ შორის, მაგრამ ამისთვის საჭიროა ლოცვა, რწმენა და თავმდაბლობა”.

კიდევ ერთხელ მინდა მოგმართოთ, არ ჩაიდოთ ბოროტება გულში, ნუ გაიკარებთ ცუდ აზრებს, ეცადეთ, განდევნოთ გულიდან, გონებიდან ეს ცუდი აზრები სხვა ადამიანების მიმართ. ღვთის მადლით, ყველაფერი აღდგება და საქართველო გამთლიანდება. ბევრი მოგვითმენია, კიდევ ცოტაც მოვითმინოთ და საქართველო იქნება მთლიანი”.

ყოველდღე უნდა შევთხოვოთ უფალს, დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო! ამისთვის შეიძლება ამ მოკლე ლოცვის თქმა: “უფალო, დიდება შენდა! წყალობითა შენითა დაგვიბრუნე აფხაზეთი და სამაჩაბლო!” ჩვენმა მორჩილებმა დაწერეს შედარებით უფრო ვრცელი ლოცვა: “ცას სწვდება გოდება შვილთა დედისა შენისა წილხვდომილისა ქვეყნისა, უფალო, შეგვიწყალენ და დაგვიბრუნე, ღმერთო ძლიერო, აფხაზეთი და სამაჩაბლო, ოდითგანვე სამფლობელო ქართველთა მეფეთა, მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმინდათა, ამინ!”
კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვერავითარი მტერი ვერ გატეხს საქართველოს; საქართველო ძლიერია, საქართველო იყო და იქნება მთლიანი და ერთიანი!”

დღეს განსაცდელშია საქართველო. ამბობენ, რომ დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ასე არც უნდა ვიფიქროთ და არც ვილაპარაკოთ, საქართველოს ამ ძირძველ მიწა-წყალს, უბრალოდ, დროებით ვერ ვაკონტროლებთ. აფხაზეთი და სამაჩაბლო მუდამ იყო და კვლავაც დარჩება საქართველოს შემადგენლობაში. ასეა ნება ღვთისა და მადლობას ვწირავთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. ოღონდ ჩვენ არასდროს უნდა შევწყვიტოთ ამისთვის ლოცვა”.

მინდა მივმართო აფხაზ და ოს ხალხებს: თუ გსურთ კეთილი მომავალი, უნდა დარჩეთ საქართველოში. მე 11 წელიწადი ვიყავი აფხაზეთის მღვდელმთავარი. აფხაზებს ახსოვთ, როგორი სიყვარული და თანადგომა იყო ჩვენ შორის! მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ავტონომიებს - აფხაზეთს, აჭარას და ცხინვალის რეგიონს საბჭოთა კავშირში არსებულ ავტონომიებს შორის ყველაზე კარგი პირობები ჰქონდა და დღეს, თუკი აფხაზსა და ოს ერებს სურთ გადარჩნენ, - უნდა დარჩნენ საქართველოს შემადგენლობაში! ჩვენ შორის უნდა აღდგეს ურთიერთგაგება და პატივისცემა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველანი, ერთად აუცილებლად მივალთ ამ დასკვნამდე, რადგან ის, რასაც უცხო ძალა აფხაზებსა და ოსებს ჰპირდება, - დაპირებადვე დარჩება”.


                                      აკრძალული ქალაქის სევდა
14-09-2009
სოხუმი ახლა იმაზე შორსაა, ვიდრე ოდესმე იყო. ქართველთათვის  აკრძალულ სივრცეში შეღწევას მრავალთაგან მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. ფოტოკადრები, რომელზედაც ტკივილამდე ნაცნობი ფრაგმენტებია აღბეჭდილი, სოხუმიდანაა ჩამოტანილი... შეჩერებულ წამებში მასთან განშორების თექვსმეტწლიანი მონაკვეთი ჩატეულა თითქოს. ის ყრუ კედელიც იგრძნობაჩვენთვის  აკრძალულ ქალაქსა და ჩვენ შორის რომ აღმართულა.

ბერიკაცი და ჩვენებური მტრედები
...უპოვარი ეთქმოდა ბერიკაცს. ზამთარ-ზაფხულ ერთი და იგივე რუხი ფერის ლაბადა ეცვა, ზურგზე კი ტომარა ეკიდა. ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯებით დადიოდა. ხან დრამატული თეატრის წინ, ხანაც პარკში ნახავდით. როგორც კი გამოჩნდებოდა, მის გარშემო წრეს შეკრავდნენ ფრთოსნები. ზოგი ზურგზე წამოასკუპდებოდა, ზოგიც მკლავზე დაეკონწიალებოდა... იდგა მესვეტესავით, ხელს არ აუქშევდა, კმაყოფილი იმითაც, რომ ამქვეყნად რაღაც მისია ჰქონდა. არავინ იცის, ვინ იყო, საიდან მოდიოდა ან სად მიდიოდა, ვერც გაღიმებულს ნახავდით, ვერც ვინმესთან მოლაპარაკეს. მდუმარედ იყო! თავზე დატეხილ რაღაც უბედურებას ინახავდა საიდუმლოდ (ამას სოხუმისგან დაშორებული ვხვდები, თორემ იქ ამაზე არასოდეს დავფიქრებულვარ).
ბერიკაცს, თითქოს მტრედების ენა ესმოდა, საათობით იდგა წრეში და მათ ღუღუნს აყურადებდა.
როდესაც ზღვისპირეთში, სიმშვიდე ტყვიების ზუზუნმა და ავტომატების კაკანმა დაარღვია, მტრედები გაქრნენ ალმოდებული ქალაქიდან. ქალაქში არც ის ბერიკაცი გამოჩენილა. ჩვენი მშვიდობიანი ცხოვრების სხვა ჩანახატივით, ომმა ისიც მუქი საშლელით წაშალა. გაუკაცრიელებულმა სანაპირო ქუჩამ სიხარული დაკარგა. ზღვაც გამუქდა და ავად დაიწყო ტორტმანი. ავი ჟამი დაუდგა ზღვისა და მტრედების ქალაქს...

ქაფურის ხეების სითბო...
...ვერაფრით გეტყვით, როდის და რა მიზნით დარგეს სოხუმის ცენტრალურ ქუჩაზე ქაფურის ხეები. იმ ზამთარს, ნაომარ ქალაქში მოულოდნელად ხვავრიელად დადებულმა თოვლმა ქაფურის ხეები დაამძიმა, სანამ ჩამოსტყდებოდა, მერიის სამსახურმა ტოტები შეაჭრა. დანარჩენი სამუშაო პროსპექტელებმა შეასრულეს, - მსხვილ ტოტებს” "დრუჟბით"”ხერხავდნენ, შემდეგ ჩეხდნენ და სარდაფებში ალაგებდნენ ისე, რომ ყველას შესძლებოდა მისი წაღება. ესეც ეპიზოდად შემორჩა მეხსიერებას, ქაფურის შეშის სითბომ რაღაცნაირად შეგვკრა, ჭირთათმენის ძალა შეგვმატა, ერთი უბნის მანამდე უცნობი ადამიანები ერთმანეთს დაგვაახლოვა.
თოვლი კი... სოხუმში ომიანობისას თითქოს ჭარბად იმიტომ მოვიდა, რომ ავკაცთა ბოროტი ნამოქმედარი დაეფარა, დანაპრალებულ საცხოვრისებზე ომის კვალი წაეშალა. ომი, თოვლი და ყინვა თითქოს გვცდიდა, გავუძლებდით თუ არა ერთმანეთის მიყოლებით მოვლენილ განსაცდელს; დავტოვებდით თუ არა სოხუმელები შიშის სიმბოლოდ ქცეულ სახლებს, რომლის კედლებშიც ყოველი დაბომბვის დროს შეიძლებოდა სიკვდილს დაესადგურა...

სოხუმი ქართველებისთვის აკრძალულ ქალაქად იქცა
აი , რას წერდა გაზეთიკვირის  პალიტრა  “ ამის შესახებ :

ომი ქართულად მეტყველებდა...
აფხაზმა ბევრად ადრე გაიწვდინა ხელი რუსეთისკენ.
რუსეთმაც ბევრად ადრე ჩაუშვა ღუზა შავი ზღვის სანაპიროზე.
როდესაც ქართული ანბანი რუსულმა ჩაანაცვლა, რუსმაც შავი ზღვის ყურეებს დაადგა თვალი.
რუსულმა ენამ აფხაზსა და ქართველს შორის გაუცხოების კედელი აღმართა. ორი მოძმე ხალხის - აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობისთვის მესამე ენა გახდა საჭირო! ასე გაბატონდა რუსული.
ეროვნული მოძრაობის პერიოდში რუსული სკოლის პარალელური კლასები დაიხურა, ქართულ სკოლებს კი მოსწავლეები მოუმრავლდა.
ომის დროს... თითქოს ომამდელ შეცდომებს ასწორებდა ქალაქი... დიდი თუ პატარა, სამხედრო თუ სამოქალაქო, ქუჩასა და ტრანსპორტში ცდილობდა ქართულად ელაპარაკა.
ომის დღეებში სოხუმი ქართულ ენაზე მეტყველებდა... ომის ყველაზე დიდი პოზიტივიც ეს იყო! 
"დაბრუნება"
შემდეგ ქალაქდაკარგულები იძულებით საცხოვრებელ ადგილებს ვერ შეეგუვნენ. დიდ ქალაქებში ჩაკარგულებმა ისევ 
თავიანთი ქალაქის ძებნა იწყეს.
ისე აღესრულა სოხუმელი თამაზ კვარაცხელია, - ვერ დავბრუნდებიო, - არ უთქვამს. მრავალქვეყანამოვლილს, არასოდეს გასჩენია სურვილი სხვა ქალაქში ეცხოვრა. როგორც კი ჩემს ქალაქში შემოვაბიჯებდი, თავს სხვა კაცად ვგრძნობდიო, - იტყოდა ხოლმე.
თბილისში სოხუმის ძებნა ფოტოაპარატით დაიწყო: როდესაც რომელიმე სოხუმელი გარდაიცვლებოდა, მალულად, ფირზე აღბეჭდავდა, იმათ სახეებს "აგროვებდა", ვინც მისი ქალაქის განუყოფელი ნაწილი იყო.
ვერ გაუძლო ამდენი წლის უაფხაზეთობას, დევნილობას, მოლოდინს... 25 წლის სოხუმელი ბიჭის დაკრძალვაზე უმტყუნა გულმა.
ასე "დაბრუნდა" თავის სოხუმში.
სვეტლანა კვიკვინია

                                             აფხაზეთი ჩემი ტკივილია!
                                                           

არა ჩემი, არა შენი…. აფხაზეთი ყველა ქართველის ტკივილიამე არ ვყოფილვარ აფხაზეთში, მაგრამ ახლობლების გადმოცემით ჩაწვეთებულმა თითოწვეთმასიყვარულმა გულში წმინდა სანთელი ამინთო მისი მონატრების… ‘მკერდმოჭრილსაქართველოს ჯერ ცრემლი არ შეშრობია


-         დე, რა ლურჯი ზღვააგინახავს ასეთი ლურჯი ზღვა სადმე?
-         კი შვილი, დიდი ხნის წინ
-         რამხელა ტალღებია, ხედავ დე?
-         კი, ვხედავ….
-         ნახე, ცაზე თოლიები დაფრინავენ, რა თავისუფალნი არიანაი, ერთი ჩემთანაც მოფრინდახომ საყვარელია დე?
-         კი შვილო
-         ჰორიზონტს მიღმა რა არის?
-         ……………..
-         რატომ ტირი?
-         იქ აფხაზეთიაიქ დავიბადე..
-         მერე აფხაზეთში რატომ არ ხარ?
-         იმიტომ რომ
-         რატომ დე? როგორი იყო შენი აფხაზეთი?
-         აფხაზეთი?… როგორ გითხრა.. ზღპრულია, ლურჯი ზღვა, თეთრი სანატორია..
-         წამიყვან? ხომ წამიყვან დე?
-         არ ვიცი, ის შორსაა.. მანდ ყველაფერი საოცრად თბილი და კარგიაღამეც კი..
-         მაშ, ძალიან შორსაა?
-         კი.. ძალიან მენატრება იქაურობა, ყურში ჩამესმის ჩემი კარ-მიდამოს ჩურჩულიმენატრება ათასობით ციმციმა ვარსკვლავი, ნამგალა მთვარე, მომწონდა ნათელს როგორ იზიდავდა ზღვის ტალღები, როგორ ლაპლაპებდამენატრება ჩემი აფხაზეთიმისი ქუჩები, იქ ჩვენი ძმები ცხოვრობდნენსაქართვლოს გულია აფხაზეთი
-         საქართველოს?
-         ხო, საქართველოს
-         მაშინ რატომ ვერ წავალთ?
-         დადგება დრო და წავათ.. აუცილებლად წავალთ!!…
-         ნუ ტირი დე.. არ უხდება შენ ლამაზ თვალებს ცრემლი…. კიდევ მომიყევი რამე აფხაზეთზეახლა რატომ ვერ წავალთ?
-         ომი დაიწყოძმათა სისხლისმღვრელი ომი.. ღიმილი ცრემლებმა შეცვალა, ჩვენი მეგობრობის ხიდი ჩატყდამაგრამ მოვა დრო და მტრის ჯინაზე სიყვარულის, მეგობრობის ახალ ხიდს ავაგებთ.. ყველა ტკივილი მოშუშდებასიკეთე გაიმარჯვებს, სამართალი იზეიმებს და…. და აფხაზი და ქართველი კვლავ გვერდიგვერდ დადგებიან, ოდესღაც არსებული ძმობის, მეგობრობის, სიყვარულის გამო და ერთმანეთს გამხნევებენ შეძახილებით   წინ საქართველოსთვის! სამართლიანობისთვის! ღირსებისთვის!“
                             „
, აფხაზეთო,ბევრი კარგი მოყმის გამზრდელო,
ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი-უსაქართველოდ

                                                                              ავტორი LANA TSIRAMUA  



                             ცრემლებში გაბრწყინებული აფხაზეთი
                                                                                  2013, 31 იანვარი, 14:10


 2007 წელია.
 აფხაზეთში მივდივარ.წინ დიდი გზა მელოდება.
ჩვენ ერთნი ვართ, მაგრამ გაყოფილი გულის სხვადასხვა მხარეს ვიმყოფებით...ვიცი ბევრჯერ წყენა დამიმძიმებს გულს, მაგრამ მაინც
მივუყვები გზას, რომელსაც ვერ დაივიწყებ...
მინდა გავიხსენო ბავშვობა.ძალიან პატარა ვიყავი დედიკო ზურგზე, რომ შემისვამდა და გადადიოდა მამაცად იმ ხიდზე, რომლის დანახვაზეც მე სუნთქვა მეკვრებოდა...
ეს “საქანელა ხიდი'' გადაგვაგდებს ორივეს და ვერ გადავრჩებით...(ვფიქრობდი, ვფიქრობდი ყოველ წელს).
დედიკო კი სულ მიმეორებდა:
-ნუ გეშინია, ხელი მაგრად მომკიდე!
კიდევ ბევრი მოგონება მიფორიაქებს სულს, რა დათვლის იმ შიშებს,
რომლებიც ყოველთვის ლამაზი ზღაპარივით სრულდებოდა:
-ჩემი კეთილი ბებია, ფერადი კანფეტები და წყნარი ქუჩები...და რაც ძალიან მიტაცებდა:წიგნები, რომლებიც უსარგებლო ნივთივით ეყარა სხვადსხვა ბინებში, რომლებსაც პატრონი არ ჰყავდა...(ყველა ბინას გამოუჩნდა პატრონი, წიგნები კი, რომლებიც მე გადავარჩინე ახლა თაროებს ამშვენებს).სხვათაშორის, ამ წიგნების თბილისში წამოღება არც ისე იოლი საქმე იყო, მაგრამ ისე მიტაცებდა ეს საქმე, მახსოვს ბებო გაოცებული მეკითხებოდა:
-როგორ წაიღებ ბებო, მაგის ხელა არც ხარო.
რა თქმა უნდა, მარტო არა, მაგრამ მიმქონდა და ბავშვური ბედნიერება მახალისებდა...
მიყვარს ჩემი მოგონებები...
“დიდი ბავშვობის'' წლები ბევრად განსხვავდება იმ პატარაობისგან...
ახლა არ ვიცი, როგორ მოვიქცე?რა შევცვალო?მაშინ კი ეს ისე ბუნებრივად მოდიოდა ჩემთან...
გალში ბევრჯერ მიგვრძნია მარტოობა და სიცარიელე, მაგრამ...
ყოველთვის იყო მაგრამ...ბავშვური სისულელეები, სკოლის არდადეგები, მეგობრული ღიმილები და შემდეგ მონატრებები...ჩემი მეგობრები გაიფანტნენ, როგორც ღრუბლები ქარში...
წელს ოჩამჩირეში ვიყავი...ასეთი დიდი სიცარიელე ჯერ არსად მინახავს...
ვცდილობდი ყველაფერში კარგი მომეძებნა, მაგრამ თვალით ნანახმა მაინც სევდა შემომაპარა.
ვნერვიულობდი უცხო სახეების დანახვაზე, არასასურველ მზერაზე, რადგან ვიცოდი:
-მე ქართველი ვარ!
ქალაქი ნახევარზე მეტადაც დანგრეული იყო...მიტოვებულ ქალაქს უფრო მოგაგონებდათ...იქნებ მე ვამეტებ, არ ვიცი, მაგრამ დამწვარი სახლები, ჩაბნელებული ეზოები და შავ-თეთრი კორპუსები, სწორედ ასეთ შეგრძნებებს აღვიძებდა ჩემში...
მახსოვს, მიტოვებული ზღვა...დიახ!მიტოვებული! ივლისში!
ცხელი ზაფხული, წინ გადაშლილი ნაცრისფერ-ცისფერი ზღვა მღელვარე ტალღებით და სივრცე...სივრცე, რომელიც ასე არ მყოფნიდა.
მერე ბევრი დღე დავთვალე...წასვლა მინდოდა შორს..ისევ ჩემს
მყუდროებაში...
აქ ყველაფერი ისეთი სხვანაირია.მე არ ვცდილობ ვინმე გავამტყუნო ან გავამართლო..მე მინდა ყველა მართალი იყოს და ყველამ ილაპარაკოს
თავის ენაზე ისე, რომ არავინ აჩუმებდეს...
მინდა ღიმილიანი სახეები ვნახო, როცა ქუჩაში გავივლი...მინდა ხალისიანი ხმები მესმოდეს და სიყვარულით გაბრწყინებული თვალები მიმზერდეს...
ამ ბოლო დროს ზურგი შემაქციეს ფიქრებმა...ვერა და ვერ დავალაგე აზრები...ვცდილობ ყველა კითხვაზე ვუპასუხო ჩემს თავს, მაგრამ ყოველთვის მაკლია რაღაც...რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი...
მოვდივარ და ნისლიანი ფიქრები მომყვება უკან...ცრემლიანი თვალები და არა მომტირალი...
ვინ გაუბრწყინა აფხაზეთს თვალები ცრემლით?
მე თუ იმან?
ჩვენ თუ იმათმა?
სად არის სინანული?
სად არის მიტევება?

2008 წელია.

აქ უკვე საქართველო აღარ არის!
მენატრება...მენატრება ჩემი საქართველო!
ჩემი ქართული დილა...
მეშინია და გული მტკივა!
დაუბრუნეთ...დაუბრუნეთ ხალხს ქართველობა და ღიმილები!!!

(ეს ალბათ ტკივილის ბრალია...ზოგჯერ იმას ვგრძნობთ, რაც არ გვსურს, რომ ვიგრძნოთ).

სიტყვები მეცლება ხოლმე გონებიდან, თითქოს სათქმელი აღარ მქონდეს, მაგრამ აზრები ისევ ღელავენ ჩემში...ახალი ფიქრები (ძველ ტკივილებზე)თითებით იხატება ფურცლებზე...ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ჩემში ადამიანების სურვილები და ოცნებები ცოცხლობენ.
მე მათ ვხატავ და ვაფერადებ...თუმცა, ფერები განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ყოველი ფერი ხომ ფერია?!
ბედნიერება თვითონ არ მოდის, მას სიხარულისა და სიყვარულის ფერებით ხატავენ...
ცისარტყელას ჰგავს ბედნიერება...
აფხაზეთში კი ეს ცისარტყელა იშვიათად მინახავს...
ვხეტიალობ გალის ქუჩებში და მარტოობა მომყვება უკან...



                         სოხუმის დაცემიდან 20 წელი გავიდა

 სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
ქართულ შენაერთებს აფხაზებთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციისა და არაოფიციალურად გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთები ებრძოდნენ.
სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა.
ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. საქართველოს კი, შეთანხმების თანახმად, ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი ჰყავდა. მასობრივ შემოტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს. ქალაქი საბოლოოდ დაეცა
ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.
სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს.
27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 29 სექტემბერსოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერსგალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე:
 აფხაზეთის დაცემაც, – ეს არის ამ კუთხის დროებითი მოწყვეტა საქართველოდან, და არა სასჯელი ღვთისა! ეს არის გამოცდა ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნისა. ჩვენ კეთილი და მშვიდობიანი მომავლის იმედი გვაქვს. და შევთხოვთ უფალს, რომ მალე დადგეს ის ბედნიერი დღე, როცა საქართველოს გამთლიანებას ერთად იზეიმებს ქართველიც, აფხაზიც, ოსიც და სხვა ერის შვილებიც. თქვენ იცით, ეშმაკი ანაწევრებს, განჰყოფს, ღმერთი კი აერთიანებს და ამთლიანებს. ჩვენ ვართ ღვთის ერი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. დედა ღვთისმშობელმა ჩვენს ქვეყანას გადააფარა თავისი მოწყალე კალთა და ვერავინ შეძლებს საქართველოს დანაწევრებას. ვინც ამას ეცდება, პასუხს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გასცემს! საქართველო და ქართველი ერი იმედით უყურებს თავის მომავალს, რადგან ვიცით, რომ ჯვარცმას, მოსდევს აღდგომა და ამაღლება! ეს ელოდება ქართველ ერს, თუ ჩვენ კვლავ გავხდებით ღვთის ერი, თუ ჩვენ შევიგნებთ, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არისგზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე”….
მე კარგად ვიცნობ აფხაზებს იმიტომ, რომ 11 წლის მანძილზე აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ვიყავი და მათ გვერდით ვცხოვრობდი. ქართველებსა და აფხაზებს საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. ერთად ვხარობდით და ერთად განვიცდიდით, თუ მწუხარება დაგვატყდებოდა ხოლმე თავს. მე არაერთი ნათლული მყავს აფხაზი.
ყველას კარგად გვესმის, რომ ტრაგედია, რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დატრიალდა, არ არის არც ქართველებისა და არც აფხაზებისა და ოსების ბრალიეს არის გარეშე ძალების მიერ ინსპირირებული და ყველამ ვიცით, თუ ვინ არის მთავარი მოქმედი პირი.
მაგრამ იმედი მაქვს იმისაც, რომ ყველა გაიგებს, რომ არსებობს ერთადერთი გამოსავალიესაა გზა მშვიდობისა, გზა შერიგებისა. ჩვენის მხრივ, ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს შერიგება, რაც შეიძლება მალე მოხდეს. ვიმედოვნებთ, რომ მალე საქართველო გამთლიანდება და ქართველები აფხაზებთან ერთად ერთ ძეგლს ააგებენ, ძმათამკვლელ ომში დაცემულთათვის.
ღმერთმა დალოცოს, ღმერთმა აცხონოს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს სულნი აფხაზეთში დაცემულთა მონათა და მხევალთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა და მათი ლოცვით ღმერთმა ინებოს, რომ მალე დადგეს ის ბედნიერი დრო, როცა გამთლიანებულ საქართველოში ერთად გაიხარებენ ქართველნი, აფხაზნი და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვა ერის შვილები!“
ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 27 სექტემბერი 2005 .
ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავითი: ის, რაც აფხაზეთში მოხდა, ჩემთვის, არა მხოლოდ როგორც ეკლესიის მსახურისათვის, არამედ როგორც მოქალაქისათვის, წარმოუდგენელი რამ არის. ბავშვობიდანვე ვეზიარე მას, რომ ქართველები და აფხაზები ნათესავები, ძმები არიან. ყოველთვის ამას ვქადაგებდი ამბიონიდანაც, მაგრამ ახლა ეჭვი გამიჩნდა, დიდი ეჭვი: როგორ შეიძლება ძმა იყოს ის, ვინც მოსაკლავად გაგიმეტებს და ტყვიას გესვრის. მე ღვთის მსახური ვარ და ღვთისავე სახელით კაცს ნებისმიერ შეცდომას მივუტევებ, მაგრამ ეს მაშინ ხდება, როდესაც მოინანიებს დანაშაულს და მიტევებას ითხოვს. სამწუხაროდ, აქ ჯერ ვერ ვხედავთ ამას. პირიქით, დამნაშავე სხვისთვის სისხლის გადაბრალებას ცდილობს. ეს ორმაგი შეცდომა და მკრეხელობაა. ყველაფრის პატიება არ შეიძლება, ამისათვის შთამომავლობა მოგვთხოვს პასუხს. როდესაც დამნაშავეზე ვლაპარაკობთ, მთელ ხალხს როდი ვგულისხმობ, ხალხი არ შეიძლება დამნაშავე იყოს. დამნაშავენი პიროვნებები არიან. ვლოცულობ ქართველთათვის და აფხაზთათვისაც, რომლებსაც თავგზას უბნევენ უკეთურები. ყველაფერს ვიღონებ, რათა ორ ხალხს შორის მშვიდობა აღდგეს. ეს ჩემს მისიად მიმაჩნია.
დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე: სოხუმი ბევრად უფრო ადრე დაეცა. ამ დაცემას ყველანი ვამზადებდით. ადამიანთა ცოდვები წვეთწვეთობით გროვდება და ერს გრიგალისებურ ტალღებად ატყდება ხოლმე. ჩვენივე ცოდვებმა განგვაიარაღა, ღვთის წინაშე ჩადენილმა დანაშაულმა ხელ-ფეხი შეგვიკრა. ასე აღმოვჩნდით დაუძლურებულნი სასტიკი მტრის წინაშე. შემოსეული მტერი, სტიქია თუ სიღატაკე მხოლოდ იარაღია ღვთის ხელში. მორწმუნემ მიზეზი სხვაგან უნდა ეძებოს. თუ ნამდვილ მიზეზს ვერ ვიპოვით, შედეგს ვერაფერს მოვუხერხებთ. ჩვენ ვერ შევაჩერებთ განსაცდელებს, თუ არ შევაჩერებთ ჩვენს ცოდვებს.
ჟამთააღმწერელი აღწერს ჯალალ-ედ-დინის მიერ დარბეული თბილისის საზარელ სურათს, მთელ ქალაქში მიმოფანტულ დახოცილ გვამებს. ასწლოვანი მატიანის მკითხველი ამაოდ დაუწყებს ძებნას პირსისხლიანი მტრის განმკითხველ სიტყვას. მემატიანე ამაზე არ საუბრობს. სამაგიეროდ, საუბრობს ქართველთა ცოდვებზე, რაც წინ უძღოდა ამ ტრაგედიას. არავის ეფერება - არც გლეხს, არც თავადს, არც სასულიერო პირს, არც მეფეს, ამხელს ერის ცოდვებს, აშიშვლებს მის წყლულებს. მაგრამ ამას აკეთებს არა ქედმაღლობით, განკითხვის ვნებით, არამედ თავმდაბლობით, სულიერებით. ღრმად მორწმუნე ისტორიკოსისათვის უბედურების ჭეშმარიტი სათავე ერის ცოდვებია.
მაშ, ჯალალ-ედ-დინი არაა დამნაშავე? განა ცოდვად არ ეთვლება ის, რაც ქართველთა წინააღმდეგ ჩაიდინა? რა თქმა უნდა, ისიც და საქართველოს ამჟამინდელი მტერიც ცოდავს და ცოდავს მძიმედ - მათ თავიანთი წილი დანაშაული აქვთ. მაგრამ რატომ დაუშვა უფალმა მტრის მძლავრობა ჩვენზე? - აი, შეკითხვა, რომელიც მორწმუნე კაცმა თავის თავს უნდა დაუსვას.
აფხაზეთის ტკივილს სხვა ასპექტებიც აქვს - სახარებაში მაცხოვარი ებრაელებს სილოამის გოდოლის დანგრევას და 18 კაცის დაღუპვის ამბავს ახსენებს და მიმართავს მათ - „იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეულები იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის მკვიდნი?“ - ეს კითხვა ყველა ჩვენგანისკენ არის მომართული. უფალი თავად პასუხობს მას: „არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით“.
მაგრამ გვწამს, რომ ჩვენინანებთ, წყალობის მოვიზიდავთ უფლისგან და საქართველოს მთლიანობა აღდგება. ასეთია ნება ღვთისა, - განაცხადა ერთხელ პატრიარქმა, ამასვე წინასწარმეტყველებდა გაბრიელი ბერი და ჩვენც გვწამს, რომ ეს მართლაც ასე იქნება.


ლია ჭავჭავაძე ბრძანებდა: ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონესა და შემძლებლობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს. ზოგს დიდბუნებოვანების შარავანდედითა და თაყვანსა სცემს სასოებითა და მადლობითა. ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყრობა“.
იდგა 1993 წლის 27 სექტემბერი, კიდევ ერთი ტკივილიანი გარიჟრაჟი ჩვენი ბედკრული სამშობლოსა და ხალხის ისტორიაში. და ეს სექტემბერი იდგა საქართველოში, იდგა სოხუმში, იდგა იქ, სადაც ჩვენი შვილები და მამები იბრძოდნენ. იდგა და ელოდა, ელოდა ნიშანს, ელოდა დახმარებას, ელოდა გამარჯვებას, ელოდა ისტორიის ბედის ბორბლის უკუღმა შემობრუნებას, ელოდა ღალატს (ქართველთა მარად ჩვეულებას), ელოდა კიდევ ერთ სისხლით ნაწერ ფურცელს მეოცე საუკუნეში. და ეს ლოდინი გამართლდა, 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, დაეცა სისხლისაგან დაცლილი, როგორც ვაჟას არწივი, დაეცა და ვეღარ წამოაყენეს მისმა გმირებმა, რადგან ისინიც მასთან ერთად დაეცნენ.გადაიკეტა კოდორის ხიდი, ყოველი მხრიდან უშენდნენ ტყვიას სოხუმსზეციდან, ზღვიდან თუ ხმელეთიდან, ხალხი მიხვდა, რომ საშველი აღარ იყო,“გაქცევა“, გაქცევით უნდა ეშველათ თავისთვის, რა საშინელებაა ქართველი კაცისთვის ეს, მირბიხარ საკუთარი მიწიდან, უმისამართოდ, რადგან გაქცევა გადაგარჩენს. გარბოდა ხალხი, უკვე გადარჩენის სურვილი სჭარბობდა სამშობლოს სიყვარულს. გარბოდნენ უმისამართოდ, ზოგი აფხაზეთისსვანეთისაკენ, ზოგი მდინარეზე ფონით გამოდიოდა. მიდიოდნენ და ტოვებდნენ მშობლიურ ადგილებს, სადაც მძვინვარებდაუცხოსხვა თესლისა და ტომისაგან დანთებული ომის ქარ-ცეცხლი.

































































































                                     



















Комментариев нет:

Отправить комментарий